დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 605 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 24/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470040000.10.003.023160 |
605
24/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
470040000.10.003.023160
სამედიცინო მომსახურების მიზნით სამედიცინო ვაუჩერის პირობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მთავრობა
|
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ზ1“, „ჩ1“ ქვეპუნქტებისა და მე-19 მუხლის, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 31 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად: |
| მუხლი 1 |
პაციენტ ც. გ.-ს (დაბ. 05/08/1976) სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განხორციელდეს არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის (შემდგომში − ვაუჩერი) მეშვეობით. ვაუჩერის პირობები განისაზღვროს შემდეგი სახით:
ა) ვაუჩერის ღირებულება განისაზღვროს არაუმეტეს 53 495.18 ევროს ეკვივალენტი ლარით; ბ) ვაუჩერის განაღდება განხორციელდეს შესაბამის სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებასთან თანხის გადარიცხვის გზით; გ) ვაუჩერის განაღდებას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო.
|
| მუხლი 2 |
პაციენტი ამ დადგენილებით გათვალისწინებულ დაფინანსებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახით.
|
| მუხლი 3 |
ვაუჩერი დაფინანსდეს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით „რეფერალური მომსახურების“ პროგრამისათვის (პროგრამული კოდი: 27 03 03 08) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები