ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ჭიათურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.129.016387
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
20
24/12/2021
ვებგვერდი, 27/12/2021
190020020.35.129.016387
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
ჭიათურის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/12/2021 - 23/12/2022)

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №20

2021 წლის 24 დეკემბერი

ქ. ჭიათურა

 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ.ვ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების, აგრეთვე „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილის №215 დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-3 მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირების თანდართული თანამდებობრივი სარგოები  (დანართი №1).
მუხლი 2
დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანდართული საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგოები (დანართი №2).
მუხლი 3
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოების და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 2 თებერვლის №20 დადგენილება (სსმ, 09/02/2018, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.129.016271).
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი



დანართი №1
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკური თანამდებობის

პირების თანამდებობრივი სარგოები


საშტატო ერთეულის

დასახელება

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე

4500

2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე 

3400

3

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე 

2970

4

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე

2420

5

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე

2200

6

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე

1760

 

 


დანართი №2
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიული საჯარო მოხელეების

საშტატო ნუსხა და თანმდებობრივი სარგოები


 

საშტატო ერთეულის

დასახელება

რანგი

კატეგორია

 

საშტატო ერთეულის რაოდენობა

 

თანამდებობრივი სარგო

(ლარი)

1

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი -  საკრებულოს აპარატის უფროსი

I

 

1

2200

2

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი 

III

II

5

1320

3

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი სპეციალისტი

III

III

2

1210

4

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უმცროსი სპეციალისტი

IV

II

1

935