„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები ადიგენის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 280010000.35.137.016542
31
23/12/2021
ვებგვერდი, 27/12/2021
280010000.35.137.016542
„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტი
 
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2021 წლის 23 დეკემბერი

დაბა ადიგენი

„ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 მაისის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/05/2019  280010000.35.137.016451) კერძოდ:

ა)დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 4. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ოდენობა

1. 0-65000 სარეიტინგო ქულის ჩათვლით 200 ლარამდე  სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაუფინანსდეს სოციალურად დაუცველ ბენეფიციარს 100%-ით.

2. 65001-150000-ის სარეიტინგო ქულის ჩათვლით ბენეფიციარის სააფთიაქო და სამედიცინო მომსახურება დაფინანსდეს 55%-ით.

3. ბენეფიციარი რომელიც ვერ წარმოადგენს სარეიტინგო ქულის  დამადასტურებელ დოკუმენტს მისი სამედიცინო მომსახურეობა 2000 ლარამდე განისაზღვროს 50%-ით, 2000-დან 5000  ლარამდე 40%-ით, 5000 ლარის ზევით დაფინანსება მოხდეს 35%-ით, ხოლო, სააფთიაქო მომსახურება დაფინანსდეს 45%-ით.

4. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ (მიუხედავად რეგისტრაციის  ადგილისა) მინდობით აღსაზრდელად  მიბარებულ ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება განისაზღვროს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 1500 (ერთიათას ხუთასი) ლარისა;

5. სამედიცინო  დაწესებულების  სახელზე  გაცემული  საგარანტიო  წერილი  მოქმედებს  მისი  გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.

6. ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ    ბენეფიციარს, რომელიც არის ონკოლოგიური  ავადმყოფი,   მასზედ   სამედიცინო და სააფთიაქო მომსახურეობა გაიცეს 60%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერადად.“.

ბ) დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების გაცემის წესი.

1. მოქალაქის მიერ მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი განცხადება, თანდართული დოკუმენტაციით შესასრულებლად გადაეცემა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის  ადმინისტრაციული სამსახურის   მესამე   რანგის   მეორე   კატეგორიის უფროსს სპეციალისტს ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში.

2. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულების სახელზე მუნიციპალიტეტის მერია გასცემს საგარანტიო წერილს.

3. სამედიცინო  მომსახურების  თანადაფინანსება  (თანხის  გადარიცხვა  სამედიცინო  დაწესებულების ანგარიშზე)    განხორციელდება   მუნიციპალიტეტის   მერის    ინდივიდუალურ-სამართლებრივი   აქტით სამედიცინო     მომსახურების    შემდგომი,    სამუშაოს    (სამედიცინო     მომსახურების)     დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენისთანავე.

4. საგარანტიო წერილით აღებული ვალდებულება (სამედიცინო მომსახურების  თანადაფინანსების ოდენობა) შემცირებული  იქნება პროპორციულად ბენეფიციარის მიერ სამედიცინო დაწესებულებიდან სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი, წინასწარი წარმოდგენილი დოკუმენტით (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი)   განსაზღვრული  ხარჯების  საბოლოოს შემცირების შემთხვევაში.

5. სამედიცინო  დაწესებულების  სახელზე  გაცემული  საგარანტიო  წერილი  მოქმედებს  მისი  გაცემის დღიდან 2 (ორი) თვის განმავლობაში.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 პირველი იანვრიდან.

ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშმაგი ბიძიშვილი