დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 103/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 24/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 26/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.018103 |
|
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 10 ივნისის №67/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 10/06/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.017141) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის“ მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. სტაჟირების გავლის მსურველი, უცხო ქვეყნის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელიც კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე კომისიის თავმჯდომარის მიერ წარდგენილია სტაჟიორად დასანიშნად ან სტაჟიორად უნდა დაინიშნოს ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის საკითხებზე პასუხისმგებელ პირს წარუდგენს შემდეგ დოკუმენტებს: ა) განცხადებას, სადაც მითითებული იქნება უცხო ქვეყნის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება, კურსი/ფაკულტეტი; ბ) მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; გ) რეზიუმე (დანართი №1); დ) 2 ფოტო სურათი 3/4-ზე და ერთი – CD ფორმატზე ჩაწერილი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები