„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 42
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.139.016432
42
24/12/2021
ვებგვერდი, 27/12/2021
040030000.35.139.016432
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №42

2021 წლის 24 დეკემბერი

ქ. ბორჯომი

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტის შესაბამისად, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბორჯომი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 ივნისის N14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 040030000.35.139.016404; 29/06/2021) და

1. შეტანილ იქნას ცვლილება დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. დადგენილებით დამტკიცებული ბაკურიანის განვითარების სააგენტოს დებულების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „მ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს ამ დადგენილების ძალაში შესვლის მომენტიდან, ხოლო ამავე პუნქტის „ა-ე“, „ზ-ლ“ და „ნ-რ“ ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 მარტიდან.“

2. შეტანილ იქნას ცვლილება დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში და:

 ა) ამოღებულ იქნას მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი;

ბ) შევიდეს ცვლილება მე-7 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თავმჯდომარე.“

„4. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – თავმჯდომარის შემდგომი მოადგილე. ამასთან, ორივე მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება ეკისრება ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მიერ განსაზღვრულ სააგენტოს თანამშრომელს.“

გ) შევიდეს ცვლილება მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ადმინისტრაციული სამსახური - ბუღალტრული აღრიცხვის და ანგარიშგების წარმოება, სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა, მათ შორის, მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში და დავის განმხილველ ორგანოში, სამართლებრივი აქტების პროექტების და სააგენტოს საქმიანობის მარეგულირებელი სხვა შიდა სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება კომპეტენციის ფარგლებში,   ადამიანური რესურსების მართვა, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფა, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქმისწარმოება, სააგენტოს ტექნიკური და სამეურნეო უზრუნველყოფა, სააგენტოს საფინანსო-საბიუჯეტო საქმიანობის წარმართვა, სატარიფო საქმიანობის წარმართვა, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პროექტების მომზადება, საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა, სააგენტოს ვებ-გვერდის მართვა, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის წარმართვა, მარკეტინგული და კულტურული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელების უზრუნველყოფა.“

დ) ამოღებულ იქნას მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი