საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი 18/01/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 29/01/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 23/10/2023
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.11.116.005.130
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
4
18/01/2002
სსმ, 9, 29/01/2002
330.130.000.11.116.005.130
საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/01/2002 - 20/10/2023)

სახელმწიფო სარეგისტაციო კოდი 330.130.000.11.116.005.130

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება №4

2002 წლის 18 იანვარი

ქ თბილისი

საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” V თავის მე-14 მუხლის ა) პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესები.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის წესები

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1

ეს წესები არეგულირებს საქართველოს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების სანაპირო ზონების მდგრადობის დაცვის საკითხებს, აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს ამ სფეროში მონაწილე სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი მმართველობის (თვითმართველობის) ორგანოებს, აგრეთვე სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს შორის, განსაზღვრავს სახელმწიფო კონტროლისა და პასუხისმგებლობის ფორმებს უარყოფითი ეროზიული პროცესების გამომწვევ საქმიანობაზე სანაპირო ზონაში.

    მუხლი 2

ეს წესები ორიენტირებულია სანაპირო ზონაში ერთიანი სოციო- და ეკოსისტემების მდგრადი განვითარების მიზნით დარგთაშორისი ინტერესების ინტეგრაციაზე.

    მუხლი 3. მოქმედების სფერო

ამ წესების თანახმად, საინჟინრო დაცვას ექვემდებარება წყლისა და ხმელეთის ის სივრცე, რომელიც მოიცავს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების სანაპირო ზონებს. ეს წესები განსაზღვრავს იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის რეგლამენტებს, რომლებიც იწვევენ ან რომელთაც პოტენციურად შეუძლიათ ზეგავლენა იქონიონ ამ ზონების მდგრადობასა და განვითარებაზე.

    მუხლი 4

 1. სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებს მიეკუთვნება:

ა) მკაცრი ზედამხედველობის ზოლი – ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც განიცდის ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების წყლების აქტიურ ზემოქმედებას (მოიცავს 20 მ-იან იზობათსა და მაქსიმალური ზვირთცემის გავრცელების არეს შორის არსებულ ტერიტორიას);

ბ) საზღვაო პორტების აკვატორიები და მათი შემომსაზღვრელი საინჟინრო ნაგებობები;

გ) მუდმივი მეთვალყურეობის უბანი-ტერიტორია, რომელიც შესაძლებელია მოექცეს ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეთა დონეების პროგნოზირებადი ექსტრემალური აწევით გამოწვეული წყლით დაფარვადი ხმელეთის ფარგლებში.

2. ზღვისა და მდინარეების სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული ტერიტორიების საზღვრები დგინდება ნაპირების დაცვის გენერალური სქემებით.

3. ზღვისა და მდინარეების საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული სანაპირო ზონების საზღვრებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი – საქნაპირდაცვა” და შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს.

    მუხლი 5. წესების მიზანი

1. ამ წესების მიზანია:

ა) სანაპირო ზონის სტაბილური განვითარება, ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას  გარემოს დაცვისა და ეკონომიკური ინტერესების ოპტიმალური შერწყმა, ნაპირდაცვითი ღონისძიებების დაბალანსებული განვითარება;

ბ) სანაპიროზე მოსალოდნელი ნეგატიური პროცესების დროული პროგნოზირება, მათი ოპერატიული ლიკვიდაცია ან ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა;

გ) სანაპირო ზონაში საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული ტერიტორიების საზღვრების განსაზღვრა, იურიდიული და ფიზიკური პირების საქმიანობის ნაპირდაცვით მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, შეზღუდვებისა და ზიანის ანაზღაურების ოდენობის დადგენა ისეთ საქმიანობაზე, რომელიც იწვევს სანაპირო ზონაში ნეგატიურ პროცესებს;

დ) მკაცრი ზედამხედველობის ზოლსა და მუდმივი მეთვალყურეობის უბნებში მიწათსარგებლობის ისეთი საერთო ნორმების დადგენა, რომელთა გამოყენება გამორიცხავს ან შეზღუდავს სანაპირო ზონაზე უარყოფით ზემოქმედებას და შექმნის დაზიანებული უბნების აღდგენის ფინანსური უზრუნველყოფის წინაპირობებს;

ე) უზრუნველყოს სანაპირო ზონაში მშენებლობასა და რელიეფწარმომქმნელი ბუნებრივი რესურსების (ინერტული მასალა, ტორფი, კლდოვანი ქანები) მოპოვებაზე სახელმწიფო ზედამხედველობა, ბუნებრივი მორფოდინამიკური და ტექნოგენური პროცესების მართვა, ტერიტორიული რესურსების მდგრადი განვითარება;

ვ) უზრუნველყოს ტერიტორიული დაგეგმარების პროგრამებით და სამშენებლო პროექტებით განსაზღვრული იმ ღონისძიებების გატარება, რომლებიც განეკუთვნება სანაპირო ზონის საინჟინრო დაცვის სფეროს, კერძოდ:

ვ.ა) ზღვის, წყალსატევებისა და მდინარეების ნაპირების ფორმირების პროცესების შესწავლა, მართვა და ტერიტორიული რესურსების მდგრადი განვითარება;

ვ.ბ) ნაპირების დაცვა-აღდგენის ღონისძიებათა ეფექტურობის ამაღლება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

თავი II

სანაპირო ზონის მართვა

    მუხლი 6

1. საქართველოს ზღვისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სანაპირო ზონის და იქ მიმდინარე სანაპირო-ეროზიულ და აბრაზიულ პროცესებზე მეთვალყურეობას ახორციელებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო (აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამის უწყებებთან ერთად), რომელიც უფლებამოსილია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის, იუსტიციის სამინისტროს და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან შეთანხმებით:

ა) შეიმუშაოს სანაპირო ზონის კადასტრი სამეურნეო პროცესებზე კონტროლის მიზნით;

ბ) დაადგინოს მკაცრი ზედამხედველობის ზოლისა და მუდმივი მეთვალყურეობის უბნების საზღვრები და შეიტანოს მათში სათანადო ცვლილებები;

გ) დაამტკიცოს მოსალოდნელი საშიში ბუნებრივი პროცესებით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები;

დ) წარუდგინოს საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად სანაპირო ზონის საზღვრები და მისი პერსპექტიული განვითარების გეგმები.

2. ეს წესები ხელს უწყობს:

ა) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პრინციპების დანერგვას;

ბ) ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების ინტერესების შეთანხმებას სანაპირო ზონის მართვაში;

გ) უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებას, სხვადასხვა სპეციალიზებული სექტორების საქმიანობათა დუბლირების შემცირებას და კონფლიქტების თავიდან აცილებას;

დ) აქტიური თანამშრომლობის პირობების შექმნას საერთაშორისო სამეცნიერო- კვლევით, სპეციალიზებულ სამშენებლო და გარემოსდაცვით ორგანიზაციებთან;

ე) სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროგრამის” ეფექტურ განხორციელებას;

ვ) სანაპირო ზონაში მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას; სანაპირო ზონაში განსახორციელებელი განვითარების პროგრამების გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვას.

    მუხლი 7. ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის სამსახური

1. სანაპირო ზონაში ნაპირდაცვითი საქმიანობის უშუალო განმ ხორციელებელია საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ნაპირფორმირების პროცესების კვლევისა და მართვის სამეცნიერო-საწარმოო ცენტრი საქნაპირდაცვა”.

2. „ საქნაპირდაცვას” ევალება:

ა) ნაპირდაცვის გენერალური სქემების შედგენა;

ბ) ნაპირდაცვითი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა, დაპროექტება და  ნაპირაღდგენითი სპეციალური სამუშაოების განხორციელება;

გ) მორფოდინამიკური პროცესების კვლევა, ამ პროცესების ხელსაყრელი მიმართულებით წარმართვა და ნაპირების დინამიკის პროგნოზირება;

დ) სანაპირო ზონის მონიტორინგი, რომელიც მოიცავს:

დ.ა) ფონური სიტუაციის განსაზღვრას;

დ.ბ) მოსალოდნელი შედეგების იდენტიფიცირებას;

დ.გ) რაოდენობრივი და თვისობრივი მახასიათებლების შეფასებას;

დ.დ) გამჭვირვალე საინფორმაციო სისტემის შექმნას;

ე) სანაპირო ზონის სახელმწიფო კადასტრის წარმოება;

3. საქნაპირდაცვა” ახორციელებს:

სანაპირო ზონაში ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით ან მათზე რიცხული ქონებით გამოწვეული სანაპირო ზონების საინჟინრო დაცვას დაქვემდებარებული ტერიტორიების დაზიანებით მიყენებული ზარალის შეფასებას.

თავი III

საინჟინრო ნაგებობები და ზარალის შეფასება

    მუხლი 8. ზარალის შეფასება

1. ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით ან მათზე რიცხული ქონებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება გულისხმობს, კონკრეტული პროექტების მიხედვით, ცალკეული მორფოდინამიკური უბნების გამაგრება-აღდგენის სამუშაოთა ღირებულების განსაზღვრას, რომელიც დამოკიდებულია ნაპირსამაგრი ნაგებობის კაპიტალურობის კლასზე და მორფოდინამიკური სისტემის აღდგენით მოცულობებზე.

2. საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 26 ივლისის №345 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს გენერალური სქემით საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დაყოფილია რვა მორფო-ლითოდინამიკურ სისტემად. ერთი კვადრატული მეტრი პლაჟის აღსადგენად საჭირო მოცულობები ყოველი მორფოდინამიკური სისტემისათვის განისაზღვრება გენერალური სქემის მიხედვით (დანართი №1).

3. წარმოდგენილი ცხრილის საფუძველზე, ყოველი ცალკეული უბნისთვის ნაპირდაცვის სპეციალისტების მიერ უნდა განისაზღვროს პლაჟწარმომქმნელი მასალის მთლიანი მოცულობა, აგრეთვე მისი გრანულომეტრიული და ლითოლოგიური მახასიათებლები. აღნიშნული პირობები წარმოადგენს შავი ზღვის სანაპირო ზონაში ნაპირაღდგენითი სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველს.

4. საქართველოს მდინარეთა სანაპირო ზონების მორფოდინამიკური სისტემებისთვის, ფიზიკური და იურიდიული პირების საქმიანობით ან მათზე რიცხული ნაგებობების მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება წარმოებს ყოველი მორფოდინამიკური უბნისათვის შედგენილი კონკრეტული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

    მუხლი 9. სანაპირო ზონის დამცავი ნაგებობები

1. სანაპირო ზონის დაცვა-აღდგენა ხორციელდება: ხელოვნური პლაჟების შექმნის, ნაპირდამცავი საინჟინრო ნაგებობების მშენებლობის ან ორივე მეთოდის კომბინირებული გამოყენების გზით. არჩევანი კეთდება ტექნიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური შეფასებების საფუძველზე.

2. პლაჟების კატეგორიები განისაზღვრება ტერიტორიული ზონირების შედეგად და მას საფუძველად ედება გენერალური სქემა.

3. ძირითადი ნაპირდამცავი საინჟინრო ნაგებობებია: ხელოვნური ტალღჩამქრობი პლაჟები, ბუნები, ტალღმსხვრევები, დეზები, გამჭოლი კონსტრუქციები, ტალღამრეკლი და საყრდენი კედლები, ბეგები, ქვებისა და ინერტული მასალის ნაყარი კონსტრუქციები, გაბიონები.

თავი IV

სანაპირო ზონით სარგებლობის რეგლამენტი

    მუხლი 10

1. მუდმივი მეთვალყურეობის უბნებში ტერიტორიის ათვისება და მშენებლობა შეთანხმებული უნდა იქნ საქნაპირდაცვასთან” მისი ტერიტორიული სამსახურების მონაწილეობით, რათა არ იქნ ს გატარებული ისეთი ღონისძიებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ სანაპიროზე ნეგატიური პროცესები.

2. „ საქნაპირდაცვა” უფლებამოსილია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განახორციელოს საავტორო და ტექნიკური ზედამხედველობა ისეთი ობიექტების მშენებლობისას, რომელთა ფუნქციონირებამ შესაძლოა გამოიწვიოს სანაპირო ზონების ბუნებრივი მორფოდინამიკური რეჟიმის დარღვევა.

3. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში მოქცეული ტერიტორიების გაცემა და გასხვისება კერძო საკუთრებაში აკრძალულია, გარდა საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე ზოლში კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიები რჩება საკუთრებაში და მათი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, კანონით პირდაპირ განსაზღრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.

4. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში აკრძალულია ახალი მშენებლობა, გარდა სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებისა, რომელთა ჩამონათვალს გენერალური სქემის საფუძველზე ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო. სანაპირო ზოლში ნებადართულ ნაგებობათა პროექტებში აუცილებლად უნდა იქნ ს გათვალისწინებული სანაპირო ზოლის მოსალოდნელი დაზიანებით გამოწვეული ზარალის საკომპენსაციო ხარჯები. ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელთა საქმიანობა ან რომელთა ბალანსზე რიცხული ნაგებობები იწვევენ სანაპირო ზონაში სანაპირო-ეროზიულ პროცესებს, ვალდებულნი არიან აანაზღაურონ მიყენებული ზიანი საქნაპირდაცვის” შეფასების საფუძველზე; ნაპირების დაზიანებით გამოწვეული ზარალის საკომპენსაციო თანხები გადაირიცხება სსც საქნაპირდაცვის” სპეციალურ ანგარიშზე ნაპირაღდგენითი სამუშაოების განსახორციელებლად.

5. მკაცრი ზედამხედველობის ზოლში ნაპირდაცვითი ნაგებობების მშენებლობა, ტექნიკური დანადგარებისა და მოწყობილობების განთავსება დაიშვება მხოლოდ საქნაპირდაცვასთან” შეთანხმებით.

6. აკრძალულია ზღვის სანაპირო ზონაში და საქართველოს შავი ზღვის აუზის მდინარეთა ჭალა- კალაპოტებიდან ინერტული მასალის მოპოვება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ხორციელდება მდინარეთა რეგულირების, ნაპირფორმირების მართვის მიზნით, აგრეთვე გაუწყლოებული კალაპოტებიდან და წყალსატევიანი ჰიდროტექნიკური ნაგებობების ზედა ბიეფიდან.

7. სანაპირო ზონაში პლაჟის გამოყენება სამკურნალო და რეკრეაციული მიზნით არ იზღუდება.

დანართი №1

 

მორფოდინამიკური სისტემა

პლაჟის 1 მ 2 ფართობის შესაქმნელად საჭირო მასალის მოცულობა მ 3 -ში

 I

 

 II

 

 III

 

 IV

 

 V

 

 VI

 

VII

 

VIII

ჩრდილოეთის

 

ბზიფის

 

მიუსერის

 

გუმისთის

 

კელასურის

 

კოდორის

 

ფოთის

 

ჭოროხის

16-18

 

14-17

 

12-13

 

18-20

 

11-13

 

16-18

 

35-40

 

14-18