დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ხობის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 29/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.106.016380 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 30 ოქტომბრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge) 31.10.2017 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016254) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
ა)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1) ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება;“; |
ბ)
დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება საორგანიზაციო საკითხთა განყოფილება: ა) უზრუნველყოფს მერიის მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნას; ბ) უზრუნველყოფს მერიაში დაგეგმილი შეხვედრების და თათბირების მომზადებას და ჩატარებას, მოსაწვევ პირთა გაფრთხილებას და აღრიცხვას, სხვა ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტას; გ) ორგანიზებას უწევს მერიის თანამდებობის პირთა მიერ მოქალაქეთა მიღებას; დ) ახორციელებს მერიის თანამდებობის პირების და მერიის სხვა საჯარო მოსამსახურეების მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; კოორდინაციას უწევს მერიის უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო მომსახურების, საქონლისა და სამუშაოთა შესყიდვის დაგეგმვას და უზრუნველყოფს ადგილობრივი შესყიდვების გეგმით მერიისთვის გათვალისწინებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვას; შეიმუშავებს წინადადებებს მერიის მატერიალური და ტექნიკური აღჭურვის თაობაზე; ე) უზრუნველყოფს მერიაში ქსელური ინფრასტრუქტურის მოწყობას, მოწესრიგებას, მოვლას და საჭიროების შესაბამისად მისი გამართული ფუნქციონირებისთვის სათანადო წინადადებების შემუშავებას; ვ) წარმოადგენს წინადადებებს შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის აუცილებელი ღონისძიებებისა და პროცედურების შესახებ. ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს შრომის უსაფრთხოების ზომების დაცვისა და პრევენციისთვის შესაბამისი სტრუქტურების ჩართვის პროცესს და მათი რეკომენდაციების გათვალისწინებით წარმოადგენს სათანადო წინადადებებს; ზ) ორგანიზებას უწევს მერიის ურთიერთობას სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან; თ) ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციით ორგანიზებას უწევს მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების, მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფების და საბჭოების, ბიზნეს-სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების მოწვევის, ჩართულობის ან/და თანამონაწილეობისთვის დაგეგმილ აქტივობებს; ი) ორგანიზებას უწევს მერიის კავშირურთიერთობების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობის განვითარებას სხვა (მათ შორის, საზღვარგარეთ) თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; კ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში წარმოადგენს და შეიმუშავებს წინადადებებს სხვა ქვეყნების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების გასავითარებლად, „ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების ან ხელისუფლების ორგანოებს შორის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შესახებ სახელმძღვანელო ევროპული კონვენციისა“ და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ლ) ორგანიზებას უწევს ოფიციალური დელეგაციების მიღებას და მერიის ოფიციალური დელეგაციების მივლინებას; შეხვედრების დაგეგმვას მხარეებთან შეთანხმებული პროტოკოლის/წესების შესაბამისად; მ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის გაცემას და ამ მიზნებისთვის აუცილებელი მონაცემების შეგროვებას და დამუშავებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დაცვით; შეიმუშავებს და წარმოადგენს წინადადებებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დამატებითი საშუალებების შესახებ; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“; |
გ)
დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი:
„მუხლი 61. ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება: ა) შეიმუშავებს მერიაში ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და უზრუნველყოფს მის აღსრულებას; ბ) უზრუნველყოფს მერიაში ადამიანური რესურსების მართვას და ადმინისტრირებას, კონტროლს საკადრო პოლიტიკის განხორციელებისა და ადამიანური რესურსების მართვის სფეროში; გ) ახორციელებს მერიის ინსტიტუციური მოწყობის ანალიზს და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის სამსახურებთან ერთად უზრუნველყოფს დაწესებულების სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადებას, ან მათ მომზადებაში მონაწილეობას; დ) უზრუნველყოფს მერიაში ღირებულებების და ეთიკის ნორმების დანერგვას; ხელს უწყობს ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების პროცესს; უზრუნველყოფს შრომის შინაგანაწესის შემუშავებას და კომპეტენციის ფარგლებში - შრომის დისციპლინის დაცვის მონიტორინგს; ე) მეთოდურ დახმარებას უწევს მერიის სტრუქტურულ ერთეულებს მერიის მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში; შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად შეიმუშავებს მერიის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მათ შეთანხმებას საჯარო სამსახურის ბიუროსთან; ვ) მერიის საჯარო მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების შევსებისა და შრომითი ხელშეკრულებით პირის სამსახურში მიღების მიზნით უზრუნველყოფს საკონკურსო დოკუმენტაციის მომზადებას და საჯარო კონკურსებისა და საკონკურსო კომისიის მუშაობის ორგანიზებას; ზ) უზრუნველყოფს მერიის მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან გათავისუფლების, შვებულებაზე გასვლის, სამივლინებო, საპენსიო და სხვა სახის საკადრო დოკუმენტების მომზადებას, მათი გაფორმებას და აღრიცხვას, პირადი საქმეების შედგენას, აღრიცხვას და წარმოებას, პერიოდულად მათ სრულყოფას; თ) უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის (eHRMS) და ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს“ ელექტრონული პროგრამის - „ელექტრონული მმართველობის ერთიანი სისტემა - MSDA" ადამიანური რესურსების მართვის მოდულის მართვას და ადმინისტრირებას, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge) მერიისთვის განკუთვნილი შესაბამისი მოდულების მართვას; პასუხისმგებელია ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და მასში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვისთვის; ი) შეიმუშავებს მერიის მოხელეთა შეფასების მეთოდებს, მონაწილეობს მოხელეთა შეფასების პროცესში და ორგანიზაციულად უზრუნველყოფს შეფასების პროცესს; სათანადო კონსულტაციებს უწევს შეფასების პროცესში ჩართულ პირებს; აღრიცხავს და აანალიზებს მოხელეთა შეფასების შედეგებს, ამზადებს წინადადებებს საჯარო მოხელეთათვის მოხელის კლასის მინიჭების შესახებ; კ) უზრუნველყოფს მერიის მოხელეთა პროფესიული განვითარების გეგმის შედგენისთვის სამსახურების მხარდაჭერას, მოხელეთა პროფესიული განვითარების ორგანიზებას, კონტროლს მერიის მოხელეთა მიერ სასწავლო პროგრამების შერჩევასა და გავლაზე და სწავლების ეფექტურობის შემოწმებას; ლ) ორგანიზებას უწევს მერიაში სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებულ საკითხებს; მ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკადრო დოკუმენტაციის (დანიშვნა, გათავისუფლება, უფლებამოსილების შეჩერება, შვებულება) მომზადებას; საჭიროების შემთხვევაში იურიდიული პირების ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელი პირების კონსულტირებას და მეთოდურ დახმარებას; ნ) ახორციელებს ინტერესთა შეუთავსებლობის საკითხებზე მოხელეთა კონსულტირებას და კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების დროულად შევსებისა და ჩაბარების ხელშეწყობას; პასუხისმგებელია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების, სადეკლარაციო თანამდებობის შეცვლის ან შესაბამისი საშტატო ერთეულის გაუქმების, აგრეთვე საჯარო დაწესებულების სტრუქტურაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში სათანადო ინფორმაციის საჯარო სამსახურის ბიუროსთვის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მიწოდებაზე; ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები