დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
"ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ" ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 13 |
დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 27/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.136.016368 |
|
„ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის საფუძველზე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის №21 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტი |
თავი I
ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16 059 291 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 6 660 100 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 9 068 740 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 330 094 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 9 603 815 ლარის ოდენობით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6 647 988 ლარის ოდენობით, მათ შორის:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6 644 989.
გ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 357 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში 16 248 804 ლარით.
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 189 513 ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 189 513 ლარის ოდენობით.
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 189 513 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 0 ლარის ოდენობით. |
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 120 000 ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების შესაბამისად. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები, პროგრამები/ქვეპროგრამები |
მუხლი 15.
ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები |
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია;
დასუფთავება და გარემოს დაცვა; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება (პროგრამული კოდი 01 00) პროგრამის მიზანი: წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების გამართული და ეფექტური მუშაობა. პროგრამის აღწერა: აღნიშნული ხარჯები უზრუნველყოფს სისტემის გამართულ მუშაობას მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მუნიციპალიტეტის მერიაში. ასევე ფინანსდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი, კადრების მომზადება-გადამზადებასთან დაკავშირებული ხარჯები, წვევანდელთა ტრანსპორტირება და სხვა. სარეზერვო ფონდი (პროგრამული კოდი 01 02 01) პროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გაუთვალისწინებული გადასახდელების დაფინანსება. პროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან საჭიროების შემთხვევაში გაუთვალისწინებული (სტიქიური მოვლენები და სხვა ფორსმაჟორული სიტუაციები) გადაუდებელი გადასახდელების დაფინანსება. წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდი (პროგრამული კოდი 01 02 03) პროგრამის მიზანი: მუნიცპალიტეტის მიერ აღებული ვალდებულებების დადგენილ ვადებში დაფარვა. პროგრამის აღწერა: ხელშეკრულების პირობების შესაბამისად გასულ წლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული ასანაზღაურებელი თანხის დაფარვა. პრიორიტეტი: 1. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია (პროგრამული კოდი 02 00); მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინრასტრუქტურის მოწესრიგება, გარე განათების, გამწვანების, სანიტარული დასუფთავების, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის მშენებლობა-რეაბილიტაცია, განხორციელდება კეთილმოწყობითი ღონისძიებები, ასევე არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსება. 1.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა (პროგრამული კოდი 02 01) პროგრამის მიზანი: საგზაო ინფრასტრუქტურის მდგომარეობის გაუმჯობესება და სრულყოფა. გზის გამტარუნარიანობისა და საგზაო უსაფრთხოების გაზრდა, მგზავრობის დროის შემცირება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საგზაო ინფრასტრუქტურის გზებისა და სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია, მოიალაღეთა უფასო ტრანსპორტირება და ხულო-თაგოს ბაგირგზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ხარჯები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: მთებზე მოიალაღეთა ტრანსპორტირება (პროგრამული კოდი 02 01 01); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ფერმერული მეურნეობების (მეცხოველეობის) განვითარების ხელშეწყობა. ალპური რესურსების გამოყენება მეცხოველეობის პროდუქტების წარმოებაში. ქვეპროგრამის აღწერა: მოსახლეობის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის მერია უზუნველყოფს მგზავრთა უფასო ტრანსპორტით მომსახურებას სამთო იალაღებზე იმ პერიოდში, როცა ა(ა)იპ ხულოს ავტოსერვისი, არ ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას (ა(ა)იპ ხულოს ავტოსერვისი ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე არ ახორციელებს მგზავრთა მომსახურებას სამთო იალაღებზე). მომსახურება ხორციელდება კურორტ ბეშუმის, მთა ზორტიყელის, მთა ლეკნარის, მთა სარიჩაირის, მთა თეთრობის, მთა ლოდიძირის, მთა ჯანჯღნარის, ნათელათი, კუნჭულეთი, ქვაბიჯვარი, ჩიბუხნარი, ვაშლოვანის მთის, დიდაჭარის მთის, ხიხაძირის მთის მიმართულებით. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შედგენილი გრაფიკის მიხედვით კვირაში 4-5 და 6 მარშრუტს მთების შესაბამისად. სოფელ დეკანაშვილებში საავტომობილო გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა (პროგრამული კოდი 02 01 02); ქვეპროგრამის მიზანი: სოფელ დეკანაშვილებში (ეკლანის სასმელი წყლის ავზის მიმდებარე ტერიტორია) საავტომობილო გზისა და სანიაღვრე არხის მოწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: სოფელ დეკანაშვილებში ეკლანის სასმელი წყლის ავზის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საავტომობილო გზა, რომლითაც სარგებლობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არის დაზიანებული, ჭირს გადაადგილება და საჭიროებს გზისა და სანიაღვრე არხის აუცილებელ მოწყობას. შედეგად მოსახლეობას შეეძლებათ შეუფერხებელი გადაადგილება, როგორც ტრანსპორტით ასევე ქვეითად. მუნიციპალიტეტის შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად მზა ბეტონის შესყიდვა (პროგრამული კოდი 02 01 03); ქვეპროგრამის მიზანი: ცალკეულ უბნებში გზების და ქუჩების რეაბილიტაცია, ბეტონის საფარის დაგება. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში მრავლად არის შიდა სასოფლო გზებზე ისეთი მონაკვეთები, სადაც ავტომანქანით მისვლა ჭირს და მოსახლეობას ხშირად უხდებათ ფეხით გადაადგილება და ტვირთის ხელით გადაზიდვა. პრობლემის ნაწილობრივ მოსაგვარებლად იქ, სადაც უფრო მეტად პრობლემატური მონაკვეთებია დაგეგმილია ბეტონის საფარის მოწყობა, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტში არსებულ თითქმის ყველა სოფელს. დაგეგმილია დაახლოებით 8000 კუბური მეტრის სასაქონლო ბეტონის შეტანა სხვადასხვა სოფლებში, რომლითაც მოეწყობა 24500 გრძივი მეტრი გზა. მილსადენები და სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებები ა(ა)იპ „ხულო–თაგოს ბაგირგზა“ (პროგრამული კოდი 02 01 06); ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი საბაგირო გზის შექმნა. ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტი გამოირჩევა თავისი რთული რელიეფური მდებარეობით, მათ შორის განსაკუთრებულად დიდ სირთულეს წარმოადგენს სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის დაბა ხულოსთან დამაკავშირებელი გზით სარგებლობა, რამაც შექმნა „ხულო-თაგო”-ს სატვირთო–სამგზავრო ბაგირგზის არსებობის აუცილებლობა. აღნიშნული ტრანსპორტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის. ეს არის სოფლის მოსახლეობისათვის ყველაზე უფრო მარტივი და ძირითადი დამაკავშირებელი ტრანსპორტი მუნიციპალიტეტთან. ასევე ბაგირგზით სარგებლობს მუნიციპალიტეტის მოსახლეობა, აგრეთვე დიდ მოწონებას და ინტერესს იწვევს ტურისტულ ჯგუფებშიც. ბაგირგიზის ექსპლოატაციას და ობიექტის გამართულ მუშაობას უზრუნველყობს ა(ა)იპ „ხულო–თაგოს“ ბაგირგზა. ბაგირგზის მცირე შემოსავლების გამო მის ფუნქციონირებას ფინანსურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტი. 1.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში მდგრადი კომუნალური ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, საპროექტო–საკადასტრო სამუშაოები, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 02 02 01); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში გარე განათებისა და ელექტროგადამცემი ქსელის გამართული მუშაობა. ქვეპროგრამის აღწერა: აღნიშნული ქვეპროგრამით ხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული გარე განათების ქსელის მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის ხარჯის უზრუნველყოფა, რომელიც შედგება 6400 წერტილისაგან სულ 84 დასახლებულ პუნქტში. განხორციელდება იმ დარჩენილი მუნიციპალური ობიექტების გამრიცხველიანება, რომლებიც ჯერ კიდევ არ არის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფილი. ასევე აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება კურორტ ბეშუმში მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტრო ენერგიის ფასის ზრდით გამოწვეული სხვაობის საფასურის გადახდა. ასევე აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება სოფელ ბაკოს მთაში ელექტრო გაყვანილობის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და კალოთის მთაში ელექტროგაყვანილობის ქსელის მოწყობა. აღნიშნულ მთებში არსებული ელექტროგადამცემი ქსელები თითქმის მთლიანად მოშლილია და საჭიროების აუცილებელ რეაბილიტაციას. ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“ (პროგრამული კოდი 02 02 02); ქვეპროგრამის მიზანი: წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლისა და საკანალიზაციო სისტემების ფუნქციონირება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს მოსახლეობის ხარისხიანი სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაეწევა ა(ა)იპ „ხულოს წყალკანალი“-ს, რომელიც უზრუნველყოფს დაბისა და სოფლების წყალსადენების სათავე-ნაგებობების და მაგისტრალური ქსელის მოვლა-შენახვას, ქლორირებასა და ფილტრაციას. მუნიციპალიტეტში სულ ფუნქციონირებს 28 წყალსადენი. ასევე ახორციელებს დაბის ტერიტორიაზე არსებული საკანალიზაციო სისტემის მოვლა-შენახვას. წყალსადენების მშენებლობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 03); ქვეპროგრამის მიზანი: მოსახლეობისათვის წყალმომარაგების მომსახურების გაუმჯობესება. წყლის სისტემების ფუნქციონერება და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში არსებობს სოფლები, სადაც ჭირს მოსახლეობის სასმელი წყლით სრულად მომარაგება, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნული პრობლემის დროულად მოგვარება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფელ წაბლიანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ წაბლანაში წყალსადენის სისტემის შიდა გამანაწილებელი ქსელის მოწყობა, სოფელ ლაბაიძეებსა და სტეფანაშვილებში წყალსადენის სისტემის მოწყობა, სოფელ ირემაძეების სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ აგარაში (რუსთავის უბანი) სასმელი წყლის რკინაბეტონის რეზერვუარის მოწყობა, სოფელ ქვემო ვაშლოვანში სარწყავი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ სტეფანაშვილებში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა, სოფელ ბაკოს სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ აქ არსებული მოსახლეობა მომარაგდება უწყვეტი სასმელი წყლით. ასევე განხორციელდება სასმელი წყლის მილების შეძენა მოსახლეობის იმ ნაწილისათვის, რომლებსაც არ ააქვთ საშუალება საკუთარი სახსრებით მოახდინონ წყლის გამანაწილებელი რეზერვუარიდან საცხოვრებელ სახლებამდე წყლის მიყვანა. საპროექტო, საკადასტრო აზომვები, საექსპერტო მომსახურება და ესკიზური ნახაზები (პროგრამული კოდი 02 02 04); ქვეპროგრამის მიზანი: ინფრასტრუქტურული პროექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება, ესკიზური ნახაზების მომზადება და ქონების აღრიცხვასთან დაკავშირებული საჭირო პროცედურების ჩატარება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საჯარო რეესტრში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დასარეგისტრირებელი შენობა-ნაგებობების და მიწის ნაკვეთების საკადასტრო აზომვითი სამუშაოების განხორციელება, ასევე მიმდინარე და შემდგომი წლების პრიორიტეტული ღონისძიებების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ესკიზური ნახაზების შედგენა. სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 02 05); ქვეპროგრამის მიზანი: გამართული სანიაღვრე სისტემა, რომელიც უზრუნველყობს საგზაო ინფრასტრუქტურის დაცვას და მოვარდნილი ჭარბი წყლების გატარებას. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სანიაღვრე არხებისა და წყალგამტარების მოწყობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში შიდა გზების იმ მონაკვეთებზე, სადაც წვიმისა და თოვლის დნობის შედეგად ხშირად ზიანდება გზის სავალი ნაწილი, რაც შემდგომ აფერხებს მოსახლეობის, როგორც ავტომანქანით, ასევე ფეხით გადაადგილების შესაძლებლობას. აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელების შემდეგ გზის სავალი ნაწილი დაცული იქნება დაზიანებისაგან და მოსახლეობას მიეცემა შეუფერხებელი გადაადგილების საშუალება. აღნიშნული ქვეპროგრამით განხორციელდება მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ღია და დახურული ტიპის სანიაღვრე არხების და წყალგამტარი მილების (მილხიდი) მოწყობა. ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა–შენახვა (პროგრამული კოდი 02 02 06); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოვლა-შენახვა და მიმდინარე რემონტი. ქვეპროგრამის აღწერა: დაგეგმილი სამუშაოებით გათვალისწინებულია სიძველის გამო, ზამთრის შედეგად ან/და სხვა მიზეზებით სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე წარმოქმნილი დაზიანებების აღმოფხვრა. სამუშაოები ითვალისწინებს ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-შეკეთებას. სულ განხორციელდება 8-10-მდე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-შეკეთება. 1.3 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 02 03) პროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტისათვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კეთილმოწყობის ღონისძიებების სრულყოფილად და ეფექტურად განხორციელება. პროგრამის აღწერა: პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა, ასევე მუნიციპალური ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: მუნიციპალიტეტში სკვერების, ქუჩებისა და ფასადების მოწყობა (პროგრამული კოდი 02 03 01); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემატური უბნების (სკვერები, ქუჩები ფასადები) გამაგრება-რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ფერდსამაგრი სამუშაოები იმ უბნებში სადაც ყველაზე უფრო მეტად იქმნება მეწყრული პროცესების საშიშროება. სულ განხორციელდება დაახლოებით 40-45 ლოკაციაზე ფერდსამაგრი სამუშაო. დაგეგმილია დაბა ხულოში დავით მამულაძის ქუჩაზე საყრდენი კედლისა და სავალი ბილიკის მოწყობის (მეორე ეტაპი) სამუშაოები. ეს ქუჩა არის მთავარი გამტარი, როგორც დაბის ტერიტორიაზე ასევე მიმდებარე სოფლებში მიმავალი ავტომანქანებისათვის და სხვა ალტერნატივა თითქმის არა აქვს, ხოლო აქ არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ვერ იძლება უსაფრთხო გადაადგილების საშუალებას. აღნიშნული სამუშაოს განხორციელება ხელს შეუწყობს, როგორც ტრანსპორტით, ასევე ქვეითად მოსიარულეთა უსაფრთხო გადაადგილებას და მიმდებარე ტერიტორიის გამაგრებას. დაგეგმილია სოფელ ქვემო ვაშლოვანში სოციალური სახლის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა - აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარეობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხორციელდება ქვედა საყრდენი კედელის და ეზოს კეთილმოწყობა. ასევე დაგეგმილია სატბაოში ფანჩატურებისა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. მუნიციპალური შენობა-ნაგებობის მშენებლობა–რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 02 03 02); ქვეპროგრამის მიზანი: ახალი და არსებული მუნიციპალური შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რეკონსრუქცია-რემონტი. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება დიდაჭარაში ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა (ორწლიანი პროექტი 2020-2021წ) და სოფელ გელაძეების ადმინისტრაციული სახლის მშენებლობა. აღნიშნული შენობების მშენებლობით სოფლის მოსახლეობას მიეცემა კულტურული თუ სხვა აქტივობებისათვის განსახორციელებელი თავშეყრის კომფორტული გარემო. ასევე დაგეგმილია ხულო-თაგოს ბაგირგზის სადგურის რეაბილიტაცია. აღნიშნული ობიექტი თავისი სტრატეგიული დანიშნულებიდან გამომდინარე ერთერთი ძირითადი სატრანსპორტო საშულებაა სოფელ თაგოს მოსახლეობისათვის და მიმდებარე სოფლებისათვის, ასევე დიდი მოწონებით სარგებლობს ტურისტულ ნაკადებში. ობიექტს დიდი ხანია არ ჩატარებია სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც მიმდინარე ეტაპზე საჭიროებს აუცილებელი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას. დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდიციისა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრის შენობის მშენებლობა. აღნიშნული ობიექტის მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხულოს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის, რადგანაც დღეს არსებული შენობები ვერ აკმაყოფილებს ყველა იმ საჭირო და აუცილებელ პირობებს რაც ესაჭიროება როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ცენტრს გამართული მუშაობისათვის. დაგეგმილია შერიფ ხიმშიაშვილის საფლავის მიმდებარედ ფანჩატურის მოწყობა. პრიორიტეტი: 2.დასუფთავება და გარემოს დაცვა (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება ქვეყნის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად ჩვენი მიზანია მუნიციპალიტეტში ყველა გადაწყვეტილებების მიღება ხდებოდეს ეკონომიკური მიზანშეწონილობასთან ერთად ეკოლოგიური ეფექტიანობის გათვალისწინებით. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ყურადღება მიექცეს ისეთი პროგრამების განხორციელებას როგორიცაა გარემოს დასუფთავება, ნარჩენების შეგროვება და გატანა, მიუსაფარი ცხოველებისაგან მოსახლეობის დაცვა და სხვა. სანიტარული დასუფთავება (პროგრამული კოდი 03 01); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და შენარჩუნება. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო და ეკოლოგიურად სუფთა სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა, შეგროვება, ასევე დაბა ხულოს ტერიტორიაზე არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება და ერთად გატანა ქალაქ ბათუმში ლეგალურ ნაგავლაყრელზე. საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვა (პროგრამული კოდი 03 01 01); ქვეპროგრამის მიზანი: არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის გათავისუფლება არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან. ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაბა ხულოს ტერიტორიაზე არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს, ადმინისტრაციულ ერთეულებიდან გამოტანილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და კურორტ ბეშუმში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს გადაიტანს ქალაქ ბათუმში ლეგარულ ნაგავსაყრელზე. რეისების რაოდენობა განისაზღვრება საჭიროებიდან გამომდინარე. ნაგვის კონტეინერების შეძენა (პროგრამული კოდი 03 01 02); ქვეპროგრამის მიზანი: არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ნაგვის კონტეინერების შეძენა, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი და დაზიანებული ნაგვის კონტეინერები, რომლებიც განთავსებულია მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში და დაბის ტერიტორიაზე. მიუსაფარი ცხოველების გაუვნებლობა (პროგრამული კოდი 03 01 03); ქვეპროგრამის მიზანი: მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველების გაუვნებლობა. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიუსაფარი და მაწანწალა ცხოველების რაოდენობა ბოლო წლებში მატულობს, რაც საშიში დაავადებების გავრცელების საფრთხეს ქმნის. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მიუსაფარი ცხოველების მზრუნველობა და საჭიროების შემთხვევაში გადაყვანა ქალაქ ბათუმში უპატრონო და მაწანწალა ცხოველთა თავშესაფარში, რათა ჩაუტარდეთ შესაბამისი ვაქცინაცია და სხვა საჭირო პროცედურები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. წლის განმავლობაში განხორციელდება დაახლოებით 138 ერთეულ ცხოველზე შესაბამისი მომსახურეობის გაწევა. ასევე დაგეგმილია ნადირის გასაფრთხობად ვაზნების შეძენა. სპეციალური ტექნიკის შეძენა (პროგრამული კოდი 03 01 04); ქვეპროგრამის მიზანი: არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესება და დაცვა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ნარჩენების გადამზიდი ავტომანქანის შეძენა, რომლითაც განხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა როგორც მუნიციპალიტეტის თემებიდან ასევე გადაზიდვა ქ. ბათუმში ლეგარულ ნაგავსაყრელზე. ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალური სერვისი (პროგრამული კოდი 03 02); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალური სერვისების გამართული ფუნქციონირება, დაბის ქუჩების დაგვა-დასუფთავება, გარე-განათების მოვლა-პატრონობა, საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოვლა პატრონობა, გზის გაწმენდა ჩამოშლილი მეწყერის მასისაგან, გზის გაწმენდა თოვლის საფარისგან. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსება გაეწევა ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისი“-ს, რომელიც ახორციელებს დაბის ქუჩების ყოველდღიურ დაგვა-დასუფთავებას, სულ 37000 კვ/მ-ზე მეტ ფართობზე. ხორციელდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამოტანა სულ 12 ადმინისტრაციული ერთეული, 83 სოფელი, მათ შორის: რიყეთი, დანისპარაული, შუასოფელი, დიდი რიყეთი, ბოძაური, დიოკნისი, ტაბახმელა, ჯვარიქეთი, მანიაკეთი, ბეღლეთი, კორტოხი, პაქსაძეები, გელაძეები, ღურტა, იაკობაძეები, ღორჯომელაძეები, ღორჯომი, გორგაძეები, მინთაძეები, ადაძეები, მეკეიძეები, ვანაძეები, ვაშაყმაძეები, მეხალაშვილები, ტუნაძეები, ქურდული, ახალი უბანი, სტეფანაშვილები, წინწკალაშვილები, მერჩხეთი, ჭახაური, ლაბაიძეები, აგარა, საციხური, ნამონასტრევი, გელაურა, პანტნარი, დიდაჭარა, ირემაძეები, ბოღაური, გობაძეები, დეკანაშვილები, ზედა დეკანაშვილები, ქედლები, თხილაძირი, განახლება, ელელიძეები, ძირკვაძეები, დიაკონიძეები, გოდგაძეები, უჩხო, გუდასახო, დუაძეები, ოქრუაშვილები, კურცხალი, ქვემო ვაშლოვანი, ზედა ვაშლოვანი, შურმული, სხანდარა, ჩაო, თაგო, ყინჩაური, ჭერი, ძმაგულა, გურძაული, ფაჩხა, წაბლანა, წაბლიანი, კვატია, ფუშრუკაული, რაქვთა, ვერნები, ოშანახევი, მახალაკური, ხიხაძირი, ახალშენი, სკვანა, კალოთა, ნადაბური, ზედა თხილვანა, ქვედა თხილვანა, ბაკო, მთისუბანი. დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგლებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ქუჩების განათება, რის უზრუნველსაყოფად ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ა(ა)იპ „ხულოს მუნიციპალური სერვისი“, რომელიც უზრუნველყობს გარე განათების არსებული ქსელის მოვლა-შენახვას. სულ 13 ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც მთლიანობაში განთავსებულია 7120 გარე განათების ბოძი. ასევე განახორციელებს დაბასა და ადმინისტრაციული ერთეულებში არსებული საზოგადოებრივი სარგებლობის საპირფარეშოების (სულ 19 ერთეული) პერიოდულ დასუფთავებას და მოვლა-პატრონობას. ხორციელდება ზამთრის პერიოდში გზების, ქუჩების და სკვერების გაწმენდა თოვლის საფარისაგან. პრიორიტეტი: 3.განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც განხორციელდება საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია და არსებული ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. 3.1 სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირება (პროგრამული კოდი 04 01) პროგრამის მიზანი: სკოლამდელი ასაკი ბავშვების სკოლისთვის მზაობა. პროგრამის აღწერა: ძლიერი და მდგრადი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სისტემის უზრუნველყოფა ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. სკოლამდელი განათლება ბავშვის აკადემიური და სოციალური განვითარების უმნიშვნელოვანესი საფეხურია. სკოლისათვის და შემდგომი ცხოვრებისათვის მზაობის ხელშეწყობა მრავალმხრივი პროცესია და სკოლამდელი განათლება ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით ბავშვის სრულფასოვნად ჩამოყალიბების მყარ საფუძველს წარმოადგენს. სააღმზრდელო პროცესის ხარისხიანად მიწოდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მუდმივ განახლებას მოითხოვს, რისთვისაც მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღების გაერთიანებას უზრუნველყობს შესაბამისი ფინანსური რესურსით. არსებული სიტუაციის ანალიზიდან და მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხულოს მუნიციპალიტეტისათვის მნიშნელოვანია სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი, საყოველთაოდ და თანაბრად ხელმისაწვდომი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა მოსახლეობისთვის. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება (პროგრამული კოდი 04 01 01); ქვეპროგრამის მიზანი: სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ ხულოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება, რომელიც აერთიანებს ერთ ბაგა-ბაღს და 22 საბავშვო ბაღს, სადაც განათლებას იღებს 790–ზე მეტი სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვი. მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, უზრუნველყობს სხვადასხვა ინვენტარით და ტექნიკით, რათა ბავშვებს მიეცეთ ნორმალური და სრულყოფილი განვითარების საშუალება. ასევე მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 4 ალტერნატიული საბავშვო ბაღი - სოფელ თაგოში, გელაძეებში, აგარაში და წაბლანაში, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს შრომის ანაზღაურებისა და გათბობის ხარჯების დაფინანსებას. სკოლების მშენებლობა–რემონტი (პროგრამული კოდი 04 03); ქვეპროგრამის მიზანი: დაწყებითი საბაზო განათლებისათვის საჭირო დაწესებულების ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სოფელ ზედა დეკანაშვილებში და სოფელ გურძაულში დაწყებითი სკოლების მშენებლობას. არსებული ობიექტების ინფრასტრუქტურა სრულად მოშლილია და ვერ ხერხდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის სრულყოფილად წარმართვა, რამაც შექმნა საჭიროება აღნიშნულ სოფლებში აშენდეს ახალი დაწყებითი სკოლა. შესაბამისად ბავშვებს მიეცემათ საშუალება სრულყოფილ და კომფორტულ გარემოში მიიღონ საბაზო განათლება. პრიორიტეტი: 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული და სპორტული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა ხელშეწყობას, წახალისებას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა მათ მოახერხონ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენა. 4.1 სპორტის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის მიზანი: ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდერება, მისი პოპულარიზაცია და სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტი გამორჩეულია სპორტის სფეროში მიღწეული წარმატებებითა და შედეგებით, რაზეც ნათლად მეტყველებს ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის მიერ მიღწეული არა ერთი გამარჯვება სპორტის სხვადასხვა სფეროში. მიუხედავად ამისა ამ კუთხით აუცილებელია დამატებითი ღონისძიებების გატარება, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს მიღწეული შედეგების გაუმჯობესებას. ასევე შესაძლებელს გახდის ბავშვთა და მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას სისტემატიურ სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდის და მის დამკვიდრებას მოზარდ თაობაში. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: ა(ა)იპ ხულოს კომპლექსური სასპორტო სკოლა (პროგრამული კოდი 05 01 01); ქვეპროგრამის მიზანი: სასპორტო სკოლის ინფრასტუქტურის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და სკოლასთან არსებული სპორტული სექციების განვითარების ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სასპორტო სკოლის მიმდინარე ხარჯებისა და სხვადასხვა სპორტული ინვენტარით აღჭურვა, რათა მათ მიეცეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. სასპორტო სკოლაში მოქმედებს 8 სექცია (ჭიდაობა, ძალოსნობა, კალათბურთი, ჩოგბურთი, სამთო-სათხილამურო, ჭადრაკი, ფრენბურთი, ფიზიკური მომზადება), სადაც სწავლება უფასოა და 380-მდე ბავშვია ჩართული სპორტის სხვადასხვა სახეობაში. ა(ა)იპ ხულოს საფეხბურთო კლუბი „ხიხანი“(პროგრამული კოდი 05 01 02); ქვეპროგრამის მიზანი: ბავშთა ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ბავშვთა ფეხბურთის პოპულარიზაციასა და წარმოჩენას, ფეხბურთის განვითარების ხელშეწყობას, ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენასა და მომზადებას, რათა მათ შეეძლოთ თავისი შესაძლებლობების შემდგომი განვითარება. სწავლება უფასოა და 60-მდე ბავშვია ჩართული აღნიშნული სპორტული სახეობის განვითარებაში. სპორტული ღონისძიებების მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 01 03); ქვეპროგრამის მიზანი: სპორტის ცალკეული სახეობების პოპულარიზაცია და სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობით ადგილობრივი სპორტსმენების ოსტატობის დონის ამაღლება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს სპორტული და მასობრივი გამაჯანსაღებელი მუშაობის გაუმჯობესებას, ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების შემდგომ განვითარებას და პოპულარიზაციას. მუნიციპალიტეტის სპორტსმენები მონაწილეობენ საქართველოს მაშტაბით დაგეგმილ სპორტულ ღონისძიებებში, ტურნირებში. ხულოს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს განსაკუთრებული წარმატებები აქვთ ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, (არიან ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები, ოლიმპიური პრიზიორი და საქართველოს ჩემპიონები სპორტის სხვადასხვა სახეობებში), ვითარდება სათხილამურო სპორტი და ძალოსნობის სხვადასხვა სახეობა. წარმატებული სპორტსმენების წახალისება ხდება სიგელებით, მედლებით, თასებით და ფულადი ჯილდოთი. სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, მშენებლობა (პროგრამული კოდი 05 01 04); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში სასპორტო ინფრასტრუქტურის განახლება და შექმნა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სოფელ ოქრუაშვილებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, კურორტ ბეშუმში სპორტული მოედნის მშენებლობა, სოფელ მეკეიძეებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ელელიძეებში სპორტული მოედნის რეაბილიტაცია და სოფელ შურმულში მინი სპორტულ მოედანზე გარე განათების მოწყობა. აღნიშნული მოედნის ინფრასტრუქტურა მოშლილია, რის გამოც სოფლის ახალგაზრდობა ვერ ახერხებს თავისუფალ დროს დაკავდეს სპორტული აქტივობებით. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე საჭირო გახდა სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაციის ჩატარება, რათა მოზარდ-ახლგაზრდობას მიეცეს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების საშუალება. 4.2. კულტურის სფეროს განვითარება (პროგრამული კოდი 05 02) პროგრამის მიზანი: ხულოს კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, ხელოვანთა შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობა, ეროვნული ღონისძიებების პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა შენარჩუნება, დაცვა, პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს ჩვენი ქვეყნისა და კუთხის ტრადიციული დღესასწაულების მხარდაჭერას და პოპულარიზაციას, კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზებას. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დღეების პოპულარიზაციას და თავისუფლებისათვის მებრძოლ გმირთა პატივის მიგებას. შემოქმედებითი უნარების აღმოჩენასა და წახალისებას. ახალგაზრდების ინტელექტუალური აზროვნების გამოვლენას, კულტურულ-შემოქმედებით საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ინფორმირებას გენდერული თანასწორობის საკითხებში, შშმ პირების ინტეგრირებას საზოგადოებასთან. პროგრამა ასევე უზრუნველყოფს მოსწავლე-ახალგაზრდების მუსიკალურ-ვოკალურ-ქორეოგრაფიულ განათლებას, როგორც ფოლკლორის, ასევე კლასიკური და თანამედროვე მიმართულებით. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლა (პროგრამული კოდი 05 02 01); ქვეპროგრამის მიზანი: მისცეს მოსწავლეებს სახელოვნებო განათლება, მოამზადოს მოსწავლეები სწავლის გასაგრძელებლად შემდგომ საფეხურზე სახელოვნებო განათლების მიღების მიზნით, ხელოვნების სხვადასხვა დარგებთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწოს პიროვნების ინდივიდუალურ-შემოქმედებითი მიდრეკილების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით მის შენარჩუნებას, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეების წარმოჩენა-გამოვლენა. ქვეპროგრამის აღწერა: ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლაში საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში ბავშვები მიიღებიან 6 წლის ასაკიდან. სკოლაში არის ორი განყოფილება-სამუსიკო და სამხატვრო. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ინდივიდუალურად შეისწავლონ მათთვის სასურველ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა - სალამური, დოლი, ფანდური, ბასფანდური, პიანინო, გიტარა და კლასიკური ფანდური. სწავლება 6 წლიანია. სკოლას ჰყავს ფოლკლორული ანსამბლი - ,,ციცინათელა’’ და ანიმაციური ფილმების სტუდია. ასევე ხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, ქვეყნის ღირსშესანიშნავი თარიღების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობა. ადგილობრივი მოსახლეობისა თუ სტუმრებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის (კლასიკური მუსიკა, ფოლკლორი) შეთავაზება. მნიშვნელოვანია ა(ა)იპ ხულოს სახელოვნებო სკოლაში საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება (კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, გასტროლებში მონაწილეობა და სხვა მოტივაცია). სკოლაში სწავლობს 84 მოსწავლემდე. ა(ა)იპ ხულოს კულტურის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02); ქვეპროგრამის მიზანი: კულტურული ღონისძიებების ორგანიზება, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების, სტრუქტურული ერთეულების სასოფლო კლუბებისა და კულტურის ცენტრების განვითარების ხელშეწყობა, ბიბლიოთეკების შეუფერხებელი ფუნქციონირება, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები და მოსწავლე ახალგაზრდობის სასწავლო შემოქმედებითი პროცესის ორგანიზება, მონაწილეობა მუნიციპალურ, რეგიონულ და ტურისტულ ღონისძიებებში. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლების მეშვეობით ხორციელდება სხვადასხვა კულტურული აქტივობების ორგანიზება, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა. ასევე ხორციელდება ადგილობრივი მოსახლეობის, სტუმრებისა და ტურისტებისათვის მრავალფეროვანი სანახაობის შეთავაზება კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და ფორკლორული ანსამბლების მეშვეობით. განსაკუთრებით დიდი მოწონებით სარებლობს ფორკლორული ანსამბლები „ბერმუხა“, „ხულო“, „ხიხანი“, „ვერნები“, „სხალთა“, „ვაშლოვანი“, „ღორჯომი“, ბავშთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, „საციხური“, მუსიკალური ჯგუფი „გოდერძი“, ვაჟთა მუსიკალური ბენდი „დიოკნისი“ და სხვა. მნიშვნელოვანია კულტურის ცენტრში გაერთიანებული საშემსრულებლო კოლექტივების ხელშეწყობა-წახალისება, მათთვის კომფორტული სამუშაო გარემოს შექმნა, კოსტიუმირება, გასტროლების დაგეგმვა და სხვა მოტივაცია. სახელოვნებო დარგის ახალგაზრდებთან მჭიდრო შემოქმედებითი კონტაქტები. ღვაწლმოსილ მოქალაქეთა (კულტურის მუშაკების, პედაგოგების) განვლილი გზის განზოგადება და დაფასება (იუბილეები, შეხვედრები, ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და ა.შ.). ქართული კულტურის პოპულარიზაცია და ხულოს, როგორც ამ კულტურის ტრადიციის მატარებელი მაღალმთიანი მუნიციპალიტეტის გაცნობა ქვეყნის მაშტაბით და ქვეყნის გარეთ სხვადასხვა სახის ღონისძიებების უზრუნველყოფით. საბიბლიოთეკო განყოფილებისათვის ფონდების შევსება და მოქალაქეთა მომსახურება საბიბლიოთეკო ფონდებით. მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 11 სასოფლო, 1 საჯარო და 1 საბავშვო ბიბლიოთეკა. ხულოს კულტურის ცენტრი უზრუნველყოფს მივიწყებული ხალხური რეწვის ტრადიციების შენარჩუნებას მოსწავლე ახალგაზრდობაში და მისი პოპულარიზაციის მიზნით მონაწილეობას ღებულობს სახალხო დღესასწაულებსა და ადგილობრივ კულტურულ ღონისძიებებში, ასევე ტურიზმის ხელშემწყობ საერთაშორისო ღონისძიებებში. სსიპ ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (პროგრამული კოდი 05 02 03); ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში თეატრალური ცხოვრების დონის ამაღლება და წარმოჩენა. ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს არსებობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა მისი საკუთარი შემოსავლები იმდენად მცირეა, რომ შეუძლებელია მისი დამოუკიდებლად ფუნქციონირება, ამიტომ მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს მის ფინანსურ მხარდაჭერას გრანტის სახით, რათა გააგრძელოს თავისი შემოქმედებითი საქმიანობა, როგორც მუნიციპალიტეტში ასევე ქვეყნის მაშტაბით და მის საზღვრებს გარეთ. თეატრი ახორციელებს წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სპექტაკლების წარმოდგენას, რაც ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების დონის გაჯანსაღებასა და წარმოჩენას. კულტურულ ღონისძიებათა მხარდაჭერა (პროგრამული კოდი 05 02 04); ქვეპროგრამის მიზანი: ტრადიციული დღესასწაულის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია, კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება, კულტურული ღონისძიებებისა და ფესტივალების ორგანიზება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ღირშესანიშნავი თარიღების აღნიშვნას, ნიჭიერი ახალგაზრდობის გამოვლენას, წარმატებული ახალგაზრების წახალისებას საჩუქრებით და საინტერესო პროექტების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტისათვის ტრადიციული ღონისძიებების მათ შორის შუამთობის, ტბელობის, სელიმობის, დიდაჭარობის ორგანიზება–ჩატარებას, რომლის დროსაც იმართება კონცერტები, სპორტული და სხვა შეჯიბრებები. ტარდება სტუდენტებთან და წარჩინებულ მოსწავლეებთან, დამსახურებულ პედაგოგებთან შეხვედრები. თვითშემოქმედი კოლექტივები და კულტურის ცენტრთან არსებული სხვადასხვა ანსამბლები მონაწილეობას ღებულობენ სხვადასხვა კონკურსებში და ფესტივალებში, როგორც რესპუბლიკურ ასევე საერთაშორისო დონეზე. ახალგაზრდობის სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობა და ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 05); ქვეპროგრამის მიზანი: მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდების სამოქალაქო საქმიანობაში ჩართულობა და ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოზარდებთან მუშაობას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში შემეცნებითი და ინტელექტუალური დონის ამაღლება. აგრეთვე ახალგაზრდების საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვა და სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზება. ა(ა)იპ კურორტი ბეშუმი (პროგრამული კოდი 05 02 06); ქვეპროგრამის მიზანი: კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და მისი გაჯანსაღება. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს კურორტ ბეშუმში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვას, კურორტის ტერიტორიის დასუფთავებას, წყლისა და კანალიზაციის სისტემების მომსახურებას, ზამთრის პერიოდში არსებული ინფრასტრუქტურის დაცვას და შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 07);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტში ისტორიული და კულტურული ძეგლების ტურისტებისათვის და სხვა სამიზნე ჯგუფებისათვის გაცნობის ხელმისაწვდომობას, ადგილობრივი ტრადიციების, ტრადიციული დღესასწაულების, ზემო აჭარული კერძებისა და ხალხური რეწვის ნიმუშების პოპულარიზაციას, ტურისტულ სააგენტოებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტურისტების მოზიდვის მიზნით და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას. ქვეპროგრამა მოიცავს ლაშქრობებს, ექსკურსიებს, საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობის ორგანიზებას, სარეკლამო ბუკლეტების/ფლაერების დამზადებას. პროგრამის ფარგლებში ხულოს მუნიციპალიტეტის ოფიციალურ საინფორმაციო პორტალზე განთავსდება ინფორმაცია და ფოტომასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ტურისტული ობიექტების შესახებ. პროგრამის ძირითადი სამიზნე ჯგუფები იქნებიან ტურისტები, სოციალურად დაუცველი და წარჩინებული მოსწავლეები, სტუდენტები, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვა. გენდერული თანასწორობის ხელშოწყობა (პროგრამული კოდი 05 02 08);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით განხორციელდება ქალთა მეტი ჩართულობა ადგილობრივი თვითმართველობის პროცესში. დაგეგმილია ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება გენდერული თანასწორობის საკითხებთან დაკავშირებით, ასევე განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი შეხვედრების ჩატარება. პრიორიტეტი: 5. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის დაცვას სხვადასხვა დაავადებებისაგან. ასევე მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. 5.1 ჯანმრთელობის დაცვა (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამის მიზანი: მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. პროგრამის აღწერა: პროგრამა ითვალისწინებს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვასა და პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევას ამბულატორიულად, მედიკამენტებით უზრუნველყოფას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას და განმტკიცებას. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი (პროგრამული კოდი 06 01 01);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თემის სამედიცინო პუნქტების და ამბულატორიების მომსახურების გაუმჯობესებას (სულ 57 თსპ), რისთვისაც ა(ა)იპ ხულოს სოციალური სერვისების ცენტრი უზრუნველყოფს ექიმებსა და ექთნებს მედიკამენტებით და სხვა მიმდინარე ხარჯებით (მძღოლის ხელფასი, საწვავი, ავტომანქანის რემონტი, ავტომანქანის დაზღვევა, ოფისის ხარჯები და სხვა), რათა უზრუნველყოს მოსახლეობის შეუფერხებელი პირველადი სამედიცინო მომსახურება. მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 01 02);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ შეიმუშავა მოწყვლადი სოციალური ჯგუფების ბენეფიციართა მედიკამენტებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებზე, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 0-დან 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ომის ვეტერანებსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებზე (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 5 და მეტი შვილი) ოჯახის წევრებზე, მარტოხელა მშობლებსა და მათ შვილებზე, მარტოხელა ასაკით პენსიონერებზე - მედიკამენტოზური მკურნალობისათვის წელიწადში ერთხელ 200 ლარიანი დახმარების ვაუჩერის გაცემას მედიკამენტების შესაძენად. იმ შემთხვევაში თუ ოჯახში არის ორი შშმ პირი, ორი ვეტერანი, სოციალურად დაუცველი და შშმ პირი/ვეტერანი, შშმ პირი/ ვეტერანი, მათ მიეცემათ ორი 200 ლარიანი ვაუჩერი. მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე პირებზე მობილური გუნდების მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01 06);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ხულოს მუნიციპალიტეტში ერთი მობილური გუნდის დაფინანსება თვის განმავლობაში 50-60 პაციენტის ადგილზე მომსახურებით. გუნდის მუშაობა განისაზღვრება ბინაზე ვიზიტითა და მედიკამენტოზური მკურნალობით. 5.2 სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის მიზანი: საზოგადოების ცალკეული კატეგორიების სოციალური პირობების გაუმჯობესება. პროგრამის აღწერა: საზოგადოების ყველა წევრს, არ შეუძლია ამა თუ იმ მიზეზის გამო უზრუნველყოს მისი და მისი ოჯახის ცხოვრების ნორმალური დონე, ამიტომ აუცილებელია შრომისუუნარო მოსახლეობზე, მრავალშვილიან ოჯახებზე, სოციალურად დაუცველ ფენებზე დახმარება. მზრუნველობის საგანს წარმოადგენენ შშმ პირები და ომის ვეტერანები, მრავალშვილიანი ოჯახები, დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირები, რეაბილიტაციას დაქვემდებარებული ბავშვები, ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული სოციალურად შეჭირვებული ოჯახები, ავარიული სახლების მქონე ოჯახები და სხვა. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ქვეპროგრამები: სოციალურად დაუცველი ფენისათვის ყოველდღიური ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 01);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველთათვის განკუთვნილია სასადილო დაბა ხულოში, რომელიც ემსახურება აღნიშნული კონტიგენტის 43 ბენეფიციარს უფასო ერთჯერადი კვებით. კვებით უზრუნველყოფა განხორციელდება ერთჯერადად ყოველდღიურად არსებული მენიუს შესაბამისად. შერჩევა მოხდება 0-დან 57 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებს შორის, უპირატესობა მიენიჭება დაბალი ქულის მქონე მარტოხელა და შშმ პირებს 2020 წლის განმავლობაში შემოსული განცხადებების მიხედვით. დამატებით მოქალაქეების მომართვიანობის შემთხვევაში განცხადებას განიხილავს შესაბამისი სამსახური და შესაძლებლობის ფარგლებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად ჩაერთვებიან პროგრამაში. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებული პირების ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუჯობესების შეღავათებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 02);
ქვეპროგრამის მიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სამშობლოს წინაშე ღვაწლმოსილი ადამიანების, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების, მათთან გათანაბრებულ პირების, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრების და მარჩენალდაკარგულთა ოჯახებზე სხვადასხვა სახის ღონისძიებების უზრუნველყოფას (15 თებერვალი, 8 მარტი, 9 მაისი, 8 აგვისტო, 17 ოქტომბერი და სხვა). ასევე განხორციელდება ვეტერანების თხევადი აირით უზრუნველყოფა. უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებში გარდაცვლილ პირთა დაკრძალვისათვის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 03);
ქვეპროგრამისმიზანი: ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამით ხორციელდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი (100000 ქულაზე ნაკლები) ოჯახების ფულადი დახმარება, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევას, საშუალოდ 99 ოჯახზე 400 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამა ასევე ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, COVID – 19 ინფიცირებით გარდაცვალების და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში სარეიტინგო ქულის მიუხედავად დაფინანსებას 400 ლარის ოდენობით. მრავალშვილიან ბავშთა ოჯახებზე (18 წლამდე) ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05); ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიან ოჯახებზე (18 წლამდე ასაკის ბავშვები) ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის აღწერა: დემოგრაფიული პრობლემების ფონზე დღის წესრიგში დადგა მრავალშვილიანი ოჯახების ფინანსური დახმარება. ფინანსური დახმარება გაეწევა ოჯახს რომელსაც ყავს 4 და მეტი შვილი 18 წლამდე ასაკის. ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მიიღებენ მშობლები (დედა, მამა ან მეურვე). დახმარება გაიცემა 1000 ლარის ოდენობით ერთჯერადად 132 ოჯახზე. მუნიციპალიტეტში ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 06 02 06); ქვეპროგრამის მიზანი: ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. ქვეპროგრამის აღწერა: ავარიული სახლების მქონე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას. გარკვეულ შემთხვევებში საცხოვრებელი სახლები სიძველისა და უსახსრობის გამო ავარიულ მდგომარეობაშია და აღდგენას არ ექვემდებარება, რისი საშუალებაც უმეტესწილად ოჯახებს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული იქნა სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი მატერიალური დახმარების ქვეპროგრამა. ბენეფიციართა შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ოჯახში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის არსებობას, ასევე, მრავალშვილიან (მცირეწლოვანები) ოჯახებს. ქვეპროგრამით განხორციელდება 35-40 საცხოვრებელი სახლის შეძენა. დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირთა ყოველთვიური ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 08); ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პაციენტების ტრანსპორტირება ან დროებით თავშესაფრით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარის ქალაქ ბათუმის კლინიკებში დიალიზის სეანსების ჩასატარებლად ტრანსპორტირების ან დროებითი საცხოვრებელი ხარჯების კომპენსაციის გაწევას (პაციენტები ყოველთვიურად იტარებენ 12-13 დიალიზის სეანს). ვინაიდან გარკვეულ შემთხვევაში აღნიშნული კატეგორიის ბენეფიციარები არიან მძიმე მდგომარეობაში და ვერ ახერხებენ მუნიციპალიტეტიდან ქალაქ ბათუმში ყოველი სეანსის დროს მგზავრობას, ამიტომ მათ უხდებათ ადგილზე (ქ. ბათუმი) ცხოვრება და მათთვისაც ისევე განხორციელდება ქვეპროგრამის ფარგლებში დახმარება, როგორც იმ პირებისთვის რომლებიც ახერხებენ მუნიციპალიტეტიდან მგზავრობას. აღნიშნულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულია 19 ბენეფიციარი. დაფინანსება მოხდება ფორმა #100-ის შესაბამისად (თანმხლებ პირთან ერთად 300 ლარი, მხოლოდ ბენეფიციარის შემთხვევაში 200 ლარი). ქვეპროგრამა შედგენილი იქნა დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების მომართვის საფუძველზე. ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრავმული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09); ქვეპროგრამის მიზანი: ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებების და მძიმე ტრამვული დაზიანებების მქონე სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა. ქვეპროგრამის აღწერა: ონკოლოგიურ და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული დაავადებები საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებასა და გამოკვლევების დროულ ჩატარებას. ასევე, მძიმე ტრამვული დაზიანებების შედეგად გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება პაციენტის დროული გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებებში, რისი საშუალებაც უმეტესწილად ოჯახებს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შემუშავებული იქნა სოციალურად შეჭირვებულ პირთა ოჯახებზე განსაკუთრებულ შემთხვევებში ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამა. მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების სახურავებისათვის თუნუქის ფურცლების შეძენა (პროგრამული კოდი 06 02 10); ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლის სახურავით უზრუნველყოფა. ქვეპროგრამის აღწერა: ხულოს მუნუციპალიტეტის მერიაში რეგისტრირებულია ათეულობით განცხადება, რომლითაც ითხოვენ სიძველის გამო საცხოვრებელი სახლების ძველი სახურავების შეცვლას ახლით. აღნიშნული მოქალაქეების უმრავლესობა იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (0-დან 100000-მდე ქულა) და არ გააჩნიათ საშუალება, რომ საკუთარი სახსრებით მოახდინონ საცხოვრებელი სახლების სახურავების შეკეთება. გამომდინარე აქედან საჭიროა აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელება, რათა ეტაპობრივად მოხდეს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება. აღნიშნული ქვეპროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას. თუნუქის ფურცლების გაცემისას უპირატესობა მიენიჭება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მრავალშვილიან ოჯახებს. ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11); ქვეპროგრამის მიზანი: ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სამედიცინო და სოციალური რებილიტაციის პროგრამაში ჩართულ ბავშვთა რეაბილიტაციის კურსებზე მგზავრობის ხელშეწყობა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები ცერებრალური დამბლით, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის, კუნთთა და ძვალსახსროვანი სისტემის დაავადებების მქონე ბავშვთა და სხვა რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ბენეფიციართა კურსებზე მიმოსვლის ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებას ხულოდან ქ. ბათუმამდე თანმხლებ პირებთან ერთად. დახმარება განისაზღვრება დღიური 20 ლარის ოდენობით. ქვეპროგრამაში ჩართულია 70-მდე ბავშვი. მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებისა (ეტლით მოსარგებლე) და ხანგრძლივ მკურნალობას დაქვემდებარებული (საწოლს მიჯაჭვული) ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური ფინანსური დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 12); ქვეპროგრამის მიზანი: 0-დან-200000-მდე ქულის მქონე მოვლის საჭიროების პირთა მატერიალური მხარდაჭერა. ქვეპროგრამის აღწერა: ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება პირადი ჰიგიენის მოწესრიგების მიზნით სამედიცინო მოვლის საგნების შესასყიდად ყოველთვიური ფინანსური დახმარება შემდეგ ბენეფიციარებზე: მოვლის საჭიროების მქონე შშმ პირებზე, ქრონიკულად დაავადებულ ხანგრძლივი მოვლის საჭიროების მქონე პირებზე და საწოლს მიჯაჭვულ ავადმყოფებზე. ქვეპროგრამაში ჩართულია 200-მდე ბენეფიციარი. წითელი ჯვრის თანადაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 14); ქვეპროგრამის მიზანი: უსაფრთხო თემების ჩამოყალიბების/განვითარების ხელშეწყობა კატასტროფებისთვის მზადებით, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და სოციალური მხარდაჭერით. ქვეპროგრამის აღწერა: საქართველო რადიკალური და სწრაფი ცვლილებების აუცილებლობის წინაშე დგას, რადგან სპონტანურად და არათანმიმდევრულად განხორციელებულმა რეფორმებმა ქვეყანაში ვითარება საგრძნობლად გააუმჯობესა, მაგრამ სასურველი შედეგი ვერ მოგვცა, განსაკუთრებით, უმუშევრობისა და სიღარიბის დონის შემცირების კუთხით. დღემდე არსებულ სტრატეგიულ და საპროგრამო დოკუმენტებში გაცხადებული მიზნები, რომლებიც სიღარიბისა და უმუშევრობის მნიშვნელოვან შემცირებას უკავშირდებოდა, კვლავ მიუღწეველია. ეროვნული ეკონომიკის განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს ასევე გახშირებული სტიქიური უბედურებები თუ სხვადასხვა სახის დაავადებათა გავრცელების საფრთხე, რაც მოსახლეობას, განსაკუთრებით კი მოწყვლად ჯგუფებს, დიდი რისკის წინაშე აყენებს. საქართველოში ამ მიმართულებითაც არაერთი რეფორმა განხორციელდა და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა სრულყოფილი და სტაბილური სისტემის შექმნა მოითხოვს გრძელვადიან განვითარებას. თანამედროვე მსოფლიოში, მათ შორის ჩვენ ქვეყანში, გლობალურმა პანდემიამ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც საზოგადოება, ასევე ჯანდაცვის სისტემა და ადგილობრივი თვითმმართველობა. გასათვალისწინებელია, რომ არაერთი გამოწვევის წინაშე მდგომი მოსახლეობის დღის წესრიგი გულისხმობს მოქალაქეების საყოველთაო ჩართულობასა და უშუალოდ თემის წევრების აქტიურ მონაწილეობას განვითარების პროცესში. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, როგორც ჰუმანიტარულ სფეროში მთავრობის დამხმარე ორგანიზაცია (საქართველოს კანონი ,,საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ“ 15/07/2017 ), ემსახურება განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანების ხვედრის შემსუბუქებას, მათი სიცოცხლისა და ღირსების დაცვას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის sაქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება წარმოადგენს ერთადერთ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც ქვეყნის სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის (საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის #508 დადგენილება) შესაბამისად შემდეგი ფუნქციები აქვს: მონაწილეობს სამძებრო და სამაშველო საქმიანობებში; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კოორდინირებით ორგანიზებას უწევს საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოფხვრაში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობებს; არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დამხმარე რგოლი დაზარალებული მოსახლეობისათვის პირველი დახმარების უზრუნველყოფაში და საველე ჰოსპიტალის მოწყობაში; ასევე ეხმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაზარალებული მოსახლეობისათვის წყლისა და საკვების მიწოდებაში საგანგებო სიტუაციის დროს.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 16 248 804 ლარის ოდენობით
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში განსახორციელებელი ანგარიშსწორებები |
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების (ასევე სხვა შესყიდვების), ასევე სხვადასხვა სახის გადასახდელების ანგარიშსწორება განხორციელდეს საქონლის/მომსახურების მიღება–ჩაბარების აქტისა და საგადასახადო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი) საფუძველზე. |
მუხლი 17.
დანამატები და ჯილდო |
2021 წლის განმავლობაში ხულოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მუშაკებზე დანამატების და ჯილდოს გაცემა განხორციელდეს მათთვის დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 18.
ასიგნებების დაფინანსება |
ხულოს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული შესაბამისი ინსტრუქციის მიხედვით. |
დოკუმენტის კომენტარები