დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2021წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 23/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.146.016206 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2021წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ქურთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 18 იანვრის №1 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 20/01/2021, 010250050.35.146.016197) დამტკიცებულ წესს დაემატოს 111 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედფაქციით:
„მუხლი 111. მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული ოჯახების საახალწლოდ სასურსათო პაკეტით დახმარება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 76 (სამოცდათექვსმეტი) ოჯახს გაეწიოს სასურსათო პაკეტით ყველი (500გრ), კარაქი (200გრ), შესქელებული რძე (370გრ და 370 გრ) 2 ცალი, ძეხვი (400გრ), ხილის წვენები (2ლ), ბარდა (700გრ), ხორცის კონსერვი (500გრ), ფორთოხალი (1კგ) დახმარება“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები