დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 82 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 23/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.017184 |
|
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 30 მარტის №129 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 31/03/2016, 140130000.22.034.016512) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული დებულების:
1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ2“ ქვეპუნქტი: „კ2) კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების შესრულების მიზნით, სამხრე ვიდეოკამერების მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერასა და მოპოვებული მონაცემების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას;“. 2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 დეპარტამენტის მიერ ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერისა და ჩაწერილი ინფორმაციის დამუშავების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.“. 3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) კომპეტენციის ფარგლებში, სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“. 4. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებში არსებული ვიდეომეთვალყურეობის სისტემის, სამხრე ვიდეოკამერებისა და რადიოკავშირის საშუალებათა შეუფერხებელ მუშაობას;“; ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი: „ლ1) უზრუნველყოფს ვიდეომეთვალყურეობის სისტემისა და სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ჩაწერილი ინფორმაციის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავებას;“. 5. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აგრეთვე, უზრუნველყოფს სამხრე ვიდეოკამერების მიღება-გაცემას, მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვასა და სამმართველოს შესაბამის მოსამსახურეებზე მიმაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 6. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ახორციელებს ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აგრეთვე, უზრუნველყოფს სამხრე ვიდეოკამერების მიღება-გაცემას, მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვასა და სამმართველოს შესაბამის მოსამსახურეებზე მიმაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 7. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14 დასავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილება, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს: ა) ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის ტერიტორიაზე ნავთობის ტერმინალის დაცვას და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ბ) სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით ვიდეო-აუდიო ჩაწერას, აგრეთვე, სამხრე ვიდეოკამერების მიღება-გაცემას, მუდმივად დამუხტულ მდგომარეობაში მოვლა-შენახვასა და განყოფილების შესაბამის მოსამსახურეებზე მიმაგრებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები