დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №39/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/01/2022 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/01/2022 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240070.22.037.016183 |
|
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №39/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 20-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის 2018 წლის 2 აგვისტოს №39/ნ ბრძანებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 03/08/2018, 010240070.22.037.016135) და ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის დებულების:
ა) მე–7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 2 (ორი) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – სამმართველოს უფროსი (შემდგომში – დეპარტამენტის უფროსის მოადგილე). 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მინისტრის დავალებით იმავდროულად არის დეპარტამენტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულის (სამმართველოს) ხელმძღვანელი. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებაში; ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ზედამხედველობს დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; გ) დეპარტამენტის უფროსის დავალების შესაბამისად, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას; დ) ანაწილებს დავალებებს დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საჯარო მოსამსახურეთა შორის; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ახდენს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას; ვ) ასრულებს მინისტრის ან კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებსა და მითითებებს. 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.“; ბ) მე–8 მუხლი ამოღებულ იქნეს; გ) მე–9 მუხლის: გ.ა) მე–2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ასრულებს დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს;“; გ.ბ) მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მთავარი ბუღალტერი შესაბამისი სამმართველოსთვის განსაზღვრული უფლებამოსილებისა და დაკისრებული ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსისა და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“; დ) მე–10 მუხლის მე–3 და მე–4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურეები ასრულებენ შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ან/და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ მითითებებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის საჯარო მოსამსახურე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, ან/და შესაბამისი დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.“; ე) მე–11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. უფლებამონაცვლეობა 1. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსი. 2. დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის – საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოს უფროსის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – ეკონომიკური ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსი. 3. დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების – საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოსა და ეკონომიკური ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსების ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მთავარი ბუღალტერი. 4. დეპარტამენტის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილეების – საფინანსო-საბიუჯეტო სამმართველოსა და ეკონომიკური ანალიზისა და მონიტორინგის სამმართველოს უფროსებისა და მთავარი ბუღალტრის ერთდროულად არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად თავიანთი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მოვალეობა შეიძლება შეასრულოს დეპარტამენტის ერთ-ერთმა საჯარო მოსამსახურემ, მინისტრის გადაწყვეტილებით.“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები