დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/470 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 05/07 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 22/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/12/2021 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.088.016007 |
|
„ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/470 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N335-IVმს-Xმპ, 16.03.2021წ.) მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2006 წლის 23 ოქტომბრის N3/470 ბრძანებაში (სსმ, 147, 30/10/2006) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრის დებულების“:
1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თეატრს მხოლოდ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე თეატრის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა; ვ) სხვა გადაწყვეტილებები თეატრის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“. 2. მე-4 მუხლის: ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „51“ და „52“ პუნქტები: „51. სამხატვრო ხელმძღვანელი ვალდებულია, მინისტრის მოთხოვნის შემთხვევაში, წელიწადში ერთხელ, სამინისტროში წარადგინოს ანგარიში იმ სამოქმედო პროგრამისა და სამუშაო გეგმის (შემოქმედებითი, ორგანიზაციული და სამეურნეო-საფინანსო საქმიანობის შესახებ) შესრულების თაობაზე, რომლის საფუძველზეც ის იქნა დანიშნული ამ თანამდებობაზე. ამ პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშის უარყოფითი/არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, მინისტრს შეუძლია მიმართოს სარეკომენდაციო საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელის ანგარიშთან დაკავშირებით კონსულტაციისათვის. მინისტრი უფლებამოსილია, საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, ან საკუთარი შეხედულებით მიიღოს გადაწყვეტილება სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების შესახებ, ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად. 52. მინისტრის მითითებით ან თავისი ინიციატივით, სარეკომენდაციო საბჭო ახორციელებს თეატრის საქმიანობის მონიტორინგს და მისი შედეგებიდან გამომდინარე, მიმართავს მინისტრს ამ მუხლის „51“ პუნქტით გათვალისწინებული რეკომენდაციით, რომლის საფუძველზეც, მინისტრი უფლებამოსილია, მიიღოს ამ მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება.“; ბ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, სამხატვრო ხელმძღვანელს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი: ა) სარეკომენდაციო საბჭოს მიერ წარდგენილი დასაბუთებული რეკომენდაციის საფუძველზე; ბ) თეატრის დასის ან სამხატვრო საბჭოს დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე; გ) საკუთარი შეხედულებით. 7. სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ვადამდე გათავისუფლების, უფლებამოსილების შეწყვეტის ან მის მიერ მოვალეობათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის 71 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, დროებითი მოვალეობის შემსრულებელს სარეკომენდაციო საბჭოს ან სამხატვრო საბჭოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარდგინებით, ან საკუთარი შეხედულებით ნიშნავს მინისტრი.“; გ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „71“ პუნქტი: „71. თუ მოქმედი სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი დანიშნული არ არის, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე არაუმეტეს 3 თვის ვადით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისა და თეატრის დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ინიშნება პირი, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის მომენტში თეატრის დირექტორია. იმ შემთხვევაში, თუ თეატრს არ ჰყავს დირექტორი, ამ პუნქტით გათვალისწინებული მოვალეობების შემსრულებელი ინიშნება თეატრის ადმინისტრაციული პერსონალისგან, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის დანიშვნამდე არაუმეტეს 3 თვის ვადით.“. 3. მე-8 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თეატრის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. 3. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს თეატრის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები