„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 012
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გენერალური პროკურორი
მიღების თარიღი 22/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 110060080.70.082.016072
012
22/12/2021
ვებგვერდი, 22/12/2021
110060080.70.082.016072
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გენერალური პროკურორი
 

საქართველოს გენერალური პროკურორის

ბრძანება №012

2021 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

,,პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020 წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გენერალური პროკურორის 2020  წლის 10 დეკემბრის №047 ბრძანებით (ვებგვერდი, 11.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 110060080.70.082.016060)  დამტკიცებული პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა შეფასების სისტემის 31-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 პუნქტი:

„1 1 იმ შემთხვევაში თუ პროკურორის/პროკურატურის გამომძიებლის კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა 0.5 ქულის ფარგლებში ჩამორჩება კომპეტენციის განმსაზღვრელი ქულის ზედა ზღვარს, კომპეტენციის განმსაზღვრელი საბოლოო ქულა განისაზღვრება მის სასარგებლოდ, არაუმეტეს 0.5 ქულის დამატების გათვალისწინებით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გენერალური პროკურორიირაკლი შოთაძე