იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით

  • Word

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 17, 23/02/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 26/07/2006
სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.11.116.005.109
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
4
12/02/2001
სსმ, 17, 23/02/2001
330.010.000.11.116.005.109
იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით
საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (23/02/2001 - 27/12/2001)

იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.010.000.11.116.004.650

საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის

ბრძანება №4

2001 წლის 12 თებერვალი

ქ. თბილისი

იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყაროსა და საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით

მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის ბ. ბ” ქვეპუნქტის მოთხოვნის შესასრულებლად ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ჩამონათვალი იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულების, დაფინანსების წყაროსა, საკუთრებისა, მათი ფუნქციური მნიშვნელობის, დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით”.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. ჩხენკელი

ჩამონათვალი

იმ ობიექტებისა, რომელთა მშენებლობის პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მშენებლობის ღირებულებისა, დაფინანსების წყეროსა, საკუთრების ფორმისა და კუთვნილებისა, მათი მნიშვნელობის, ფუნქციური დანიშნულების, განლაგებისა და სხვა ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით.

საბაზრო ეკონომიკური ურთიერთობის ქვეყანაში დამკვიდრების პროცესი ითხოვს სამშენებლო დარგში ადრე არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ბაზის ახლებურად გადამუშავებას, მის შესაბამისობას თანამედროვე მოთხოვნებთან.

ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია ასაშენებელი ობიექტების იმ კატეგორიების დადგენა, რომელთა პროექტები ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას მიუხედავად მათი დაფინანსების წყაროსა, საკუთრების ფორმისა, კუთვნილებისა და მშენებლობის ღირებულებისა.

საქართველოს კანონის მშენებლობის პროექტების სახელმწიფო კომპლექსური ექსპერტიზისა და დამტკიცების შესახებ” – შესრულების უზრუნველყოფის მიზნით (მუხლი 14, ქვეპუნქტი ბ. ა.) მშენებლობის ის პროექტები, რომელთა სამშენებლო ღირებულება ნაკლებია 500 ათას ლარზე, ექვემდებარებიან სავალდებულო სახელმწიფო კომპლექსურ ექსპერტიზას ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალის მიხედვით.

I. ყველა სახის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაცია, მათ  შორის:

1. განსახლების გენერალური სქემა;

2. რაიონული დაგეგმარების სქემა (პროექტი);

3. დასახლების გენერალური გეგმა (სქემა);

4. დეტალური დაგეგმარების პროექტი;

5. განაშენიანების პროექტი;

II. ასაშენებელი ობიექტები განლაგების მიხედვით

1. სახელმწიფო დაცვისა და რეგულირების ზონებში, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის, ბუნების დაცვის, სანიტარული, საკურორტო, სასაზღვრო და სხვა გეგმარებითი შეზღუდვების ტერიტორიებზე.

2. რესპუბლიკური და საერთაშორისო მნიშვნელობის სახაზო მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციების მიმდებარედ, ნორმით დადგენილ ზონების მიხედვით (გზები, რკინიგზები, მაღალი ძაბვისა და კავშირგაბმულობის ხაზები, სხვადასხვა დანიშნულების მილსადენები).

III. ასაშენებელი ობიექტები ტექნოლოგიების მიხედვით

1. საწარმოები, რომლებიც იყენებენ რადიაქტიუ ან ტოქსიკურ ნივთიერებებს და რომელთა ექსპლოატაციის შედეგად ადგილი აქვს გამოსხივებას.

2. რადიოაქტიუი და ტოქსიკურ ნივთიერებათა ნარჩენების სამარხები, რაიონული და საქალაქო სასაფლაოები, კრემატორიუმები.

3. საწარმოები, ნაგებობები, მოწყობილობები, რომლებსაც გააჩნიათ ელექტრომაგნიტური გამოსხივება.

4. რაიონული და საქალაქო ნაგავსაყრელები, ნაგავგადამმუშავებელი ან ნაგავსაწვავი ქარხნები;

5. მრავალჯერადი გამოყენების და სერიული გამოშვების პროექტები.

6. საკულტო და საზოგადოებრივი დანიშნულების, გადახურული შენობები 50  და მეტი ადგილით.

IV. ხაზობრივი და ენერგეტიკული საინჟინრო ნაგებობები

1. რკინიგზისა და მეტროპოლიტენის ახალი მშენებლობები.

2. ყველა სახის მილსადენების ახალი მშენებლობა: წყალსადენები, გაზსადენები, ნავთობსადენები, სანიაღვრეები, საკანალიზაციო კოლექტორები, გამწმენდი ნაგებობები.

3. საბაგირო გზები და კიდური ხიდები.

4. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ქვესადგურები.

5. წყალსაცავები და სამელიორაციო სისტემები.

6. ჰიდრო და თბოელექტროსადგურები, სიმძლავრით – ათასი კილოვატი და მეტი.