დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
მცხეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4 |
დოკუმენტის მიმღები | მცხეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 21/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2023 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.153.016587 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (22/12/2021 - 20/01/2022)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ საქართველოს კანონის 78 -ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი დანართის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 24 დეკემბრის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 24/12/2020 წელი, 190020020.35.153.016548) და დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი (მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი). |
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
თავი I
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი მაჩვენებლები |
მუხლი 1.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი |
ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 2.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 3.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს 24,545.2 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 4.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები |
ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს 20 020.2 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 5.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს 405.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 6.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს 4,120.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 7.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ეკონომიკური კლასიფიკაციით |
ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს 19,945.0 ათასი ლარის ოდენობით:
ათას ლარში
|
მუხლი 8.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4,474.4 ათასი ლარის ოდენობით. მათ შორის, არაფინანსური აქტივების ზრდა 5,074.4 ათასი ლარით, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება 600.0 ათასი ლარით:
ათას ლარში
ათას ლარში
ათას ლარში
|
მუხლი 9.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 10.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საოპერაციო და მთლიანი სალდო |
ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს 125.8 ათასი ლარით, ხოლო საოპერაციო სალდო 4,600.2 ათასი ლარით:
ათას ლარში
|
მუხლი 11.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 0.0 ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარში
ფინანსური აქტივების კლება წარმოადგენს მუნიციპალიტეტის სახაზინო ანგარიშზე 2022 წლის 1 იანვრისთვის არსებულ თავისუფალ ნაშთს, რომლის გამოყენებაც მოხდება 2022 წლის განმავლობაში. |
მუხლი 12.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-125.8) ათასი ლარის ოდენობით.
ათას ლარში
ბიუჯეტის ვალდებულებების კლება 125.8 ათასი ლარის ოდენობით წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2018 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას (5 ცალი კომპაქტორიანი ნაგავმზიდის და 200 ცალი ნარჩენების კონტეინერის შეძენის მიზნით). |
თავი II
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები,პროგრამები, ქვეპროგრამები |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაციის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 7,917.4 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 14.
დასუფთავება და გარემოს დაცვა |
დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,012.0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 15.
განათლება |
განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 5,040.0 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 16.
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი |
კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 2,505.0 ათასი ლარი. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
|
მუხლი 17.
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
|
ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1,545.5 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
სოციალური დაცვა პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებების უზრუნველყოფას. მზრუნველობამოკლებულთათვის უფასო კვებითა და ფართით უზრუნველყოფას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას, სხვა სოციალური პროგრამებს, რომლებიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
|
მუხლი 18.
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები |
მმართველობითი სფეროს გამართული ფუნქციონირება მუნიციპალიტეტის საქმიანობის ეფექტურად წარმართვის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, სადაც მნიშვნელოვანი როლი ენიჭება მოსახლეობის ჩართულობის სისტემების შექმნას და უზრუნველყოფას, საბიუჯეტო პროცესის გაუმჯობესებას, მიმდინარე პროცესების მართვას და სხვა ფაქტორებს.
პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება. ამავე პრიორიტეტიდან ფინანსდება ისეთი ხარჯები, როგორებიცაა სარეზერვო ფონდი, გასულ წლებში მუნიციპალიტეტის მიერ აღებული სასაესხო ვალდებულება (მგფ-ს სესხი). ათას ლარში
|
თავი III
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები |
მუხლი 19.
ბიუჯეტის ასიგნებები |
ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
|
თავი IV
მარეგულირებელი ნორმები |
მუხლი 20.
ასიგნებების დაფინანსება |
მცხეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებების დაფინანსება გაგრძელდეს სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ფინანსების მართვის საინფორმაციო (ელექტრონული) სისტემის მეშვეობით. |
მუხლი 21.
ასიგნებების გადანაწილება |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.გ“ ქვეპუქნქტის და საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის შესაბამისად, ნება დაერთოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, მოახდინოს ცალკეული პროგრამებს, ქვეპროგრამებსა და საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის თანხების გადანაწილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. |
მუხლი 22.
კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა გასაცემლების ანაზღაურება |
2022 წლის განმავლობაში მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მოსამსახურეებზე საქართველოს კანომდებლობით განსაზღვრული ფულადი ჯილდო, დანამატი და სხვა ანაზღაურება გაიცეს მათთვის შესაბამისი ბიუჯეტებით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში. |
მუხლი 23.
მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებისათვის |
1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერი 405.0 ათასი ლარი მიიმართოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული დელეგირებული უფებამოსილების განსახორციელებლად.
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 199.0 ათასი ლარი. ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 206.0 ათასი ლარი. 2. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 24.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 25.
სარეზერვო ფონდი |
მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 280.0 ათასი ლარის ოდენობით, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მერის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. |
დოკუმენტის კომენტარები