„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 592
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 20/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023148
592
20/12/2021
ვებგვერდი, 22/12/2021
240110000.10.003.023148
„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №592

2021 წლის 20 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/12/2014, 240110000.10.003.018341) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული  „ბიზნესოპერატორის აღიარების წესის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას, გადამუშავებას ან/და პირველად წარმოებას;“.

2. მე-4 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) პირობითი აღიარების ვადის გასვლის შემდეგ განმეორებითი ინსპექტირების დროს გამოვლინდა, რომ ბიზნესოპერატორს შეჩერებული ან შეწყვეტილი აქვს საქმიანობა ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების გარეშე.“.

3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ბიზნესოპერატორმა სააგენტოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია საწარმოო პროცესში ცვლილებების, საქმიანობის დროებით შეჩერების ან  შეწყვეტის შესახებ.“.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 4 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი