დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის წესის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 37 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო |
| მიღების თარიღი | 22/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 22/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 30/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140000000.65.077.016006 |
|
კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის წესის დადგენის შესახებ
|
„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 8
2 მუხლის მე-2 პუნქტის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge) 15.06.2021, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.020338) მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის
– საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
თანდართული რედაქციით დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან დაწესებულებების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩართვის წესი“.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან.
|
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან დაწესებულებების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩართვის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოების ან დაწესებულებების, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში (შემდგომში − სისტემა) ჩართვის წესს. მუხლი 2. მოთხოვნა სისტემაში ჩართვაზე 1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფმა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ან დაწესებულებებმა, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა, რომლებსაც სურთ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალური ან შინასამსახურებრივი გამოყენების ინფორმაციის, აგრეთვე სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლისთვის შექმნილ კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვა, წერილობით უნდა მიმართონ სააგენტოს. 2. წარმოდგენილი წერილის საფუძველზე სააგენტო განიხილავს დაინტერესებული სუბიექტის სისტემაში ჩართვის საკითხს. 3. სააგენტო უფლებამოსილია სისტემაში ჩართვის ტექნიკური და ორგანიზაციული საკითხების დაზუსტების მიზნით მოსთხოვოს დაინტერესებულ სუბიექტს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ ვადას. 4. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საკითხის განსახილველად ადგილზე გაეცნოს დაინტერესებული სუბიექტის საინფორმაციო-ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას და შეამოწმოს აპარატურული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები და ქსელური ინფრასტრუქტურა. 5. წარმოდგენილი ინფორმაციის შეფასების შემდგომ, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას სუბიექტის სისტემაში ჩართვაზე თანხმობის ან უარის თქმის თაობაზე, რის შესახებაც აცნობებს დაინტერესებულ სუბიექტს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სააგენტო განსაზღვრავს სისტემაში ჩართვისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებებს ან/და ტექნიკურ საჭიროებებს და დაინტერესებული სუბიექტის მონაწილეობით ახორციელებს მის სისტემაში ჩართვას. მუხლი 3. ვალდებულება სისტემის უსაფრთხოებაზე კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემაში ჩართვის შემდეგ, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანო ან დაწესებულება, კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია შეასრულოს სისტემის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ გაცემული სავალდებულო მითითებები ან/და რეკომენდაციები. მუხლი 4. კონფიდენციალურობა სააგენტოს ამ ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული კლასიფიცირებული ინფორმაციის გაცვლის სისტემით გადაცემული ინფორმაციის შინაარსზე ხელი არ მიუწვდება. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები