დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 591 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 20/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 470000000.10.003.023147 |
|
„2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 31 დეკემბრის №828 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/12/2020, 470000000.10.003.022551) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „2021 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების“:
1. №15 დანართის („ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მზრუნველობა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 4,480.0 ათასი ლარით, შემდეგი ცხრილის შესაბამისად:
2. №20 დანართის („ახალი კორონავირუსული დაავადების − COVID-19-ის მართვა“): ა) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ე“ ქვეპუნქტი: „გ.ე) ცენტრალიზებულად შესყიდული ან დონაციის გზით მიღებული მონოკლონური ანტისხეულების ბამლანივიმაბის/ეტესევიმაბის ინფუზიას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული COVID-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებში, მონოკლონური ანტისხეულების „ბამლანივიმაბის/ეტესევიმაბის“ გამოყენებისა და განაწილების წესის შესაბამისად, ამავე ბრძანებით განსაზღვრულ სამედიცინო დაწესებულებებში;“; ბ) მე-4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.თ“ ქვეპუნქტი: „დ.თ) „გ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა;“; გ) მე-6 მუხლის „დ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.დ“ ქვეპუნქტი: „დ.დ) „გ.ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებლები არიან მინისტრის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულებები;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამასთან, დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი გავრცელდეს 2021 წლის 25 ნოემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები