პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენის შესახებ

პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
მიღების თარიღი 21/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 30/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 140000000.65.077.016005
36
21/12/2021
ვებგვერდი, 22/12/2021
140000000.65.077.016005
პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენის შესახებ
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო
 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

სსიპ   საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის

ბრძანება №36

2021 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესების დადგენის შესახებ

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne.gov.ge), 15.06.21, სარეგისტრაციო კოდი: 140000000.05.001.020338) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 მარტის №.157 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს „პირველი და მეორე კატეგორიის კრიტიკული ინფორმაციული სისტემების სუბიექტების ინფორმაციული აქტივების მართვის წესები“.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 30 დეკემბრიდან.

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსიკობა კობიძე