„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები ბოლნისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 20/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.158.016541
20
20/12/2021
ვებგვერდი, 21/12/2021
190020020.35.158.016541
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ბოლნისის მუნიციპალიტეტი
 
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2021 წლის 20 დეკემბერი

ქ. ბოლნისი

„ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 20 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4, მე-6, მე-7, მე-8 პუნქტების საფუძველზე, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020  წლის  20 იანვრის  №2 დადგენილებით (www.matsne.gov.ge, 23/01/2020, 190020020.35.158.016492) დამტკიცებულ  დანართი №1-ში შევიდეს ცვლილებები:

მუხლი 1
1. პირველი  მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დახმარება მედიკამენტებით მკურნალობის უზრუნველსაყოფად, კალენდარული წლის განმავლობაში, თითოეულ ბენეფიციარზე არაუმეტეს 2000 (ორი ათასი) ლარისა, გაეწევათ ბენეფიციარებს შემდეგი ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ:

ა) ეპილეფსია;

ბ) პარკინსონი;

გ) ბრონქიალური ასთმა;

დ) ფილტვის ქრონიკული ობსტრუქცია;

ე) ონკოლოგიური დაავადებები.“

2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბინის ქირა არაუმეტეს 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ყოველთვიურად აუნაზღაურდება:

ა) სოციალურად დაუცველ უსახლკარო – მუდმივი, განსაზღვრული საცხოვრებელი ადგილის არმქონე ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და აღნიშნული ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების  პერიოდში, გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი.

ბ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრულ მსხვერპლს.“

3. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 10. სამედიცინო  უზრუნველყოფა (რასაც სრულად ან საერთოდ არ აფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, რეფერალური პროგრამები და სხვა დაზღვევები)

1. ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბენეფიციარებს კალენდარული წლის განმავლობაში სამედიცინო დამხარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის  (მხოლოდ ავთვისებიანი სიმსივნეების შემთხვევაში) – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

2.  სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში,  გარდა იმ ოჯახებისა, რომელთაც ჰყავთ 16 წლამდე ასაკის წევრი და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს,  დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტებით მკურნალობისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს – 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

4. სტაციონარული, ამბულატორიული და დიაგნოსტიკური მკურნალობისათვის 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით  დახმარება გაეწევათ:

ა) ლეიშმანიოზით დაავადებულ ბენეფიციარებს;

ბ) დედ-მამით ობოლ 18 წლამდე არასრულწლოვნებს;

გ) ვირუსული ჰეპატიტებით დაავადებულ ბენეფიციარებს.

5. ფარისებრი ჯირკვლით დაავადებულ ბენეფიციარებს სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისთვის დახმარება გაეწევათ – 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

6. ომისა და სამხედრო ძალის ვეტერანებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

7. იძულებით გადაადგილებულ პირებს სამედიცინო დახმარება გაეწევათ:

ა) სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის – 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

ბ) დიაგნოსტიკური მკურნალობისთვის – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;

გ) მედიკამენტური მკურნალობისთვის – 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.

8. ფსორიაზით დაავადების მედიკამენტური მკურნალობისათვის დახმარება 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით გაეწევათ:

ა) სოციალურად დაუცველ ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს და ქულა მიენიჭათ გასული და მიმდინარე წლების პერიოდში;

ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს.

9. ფენილკეტონურიით და ჰიპერფენილალანემიით დაავადებულ ბავშვებს (სპეციალური საკვების შესაძენად) დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში – 3500 (სამიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.

10. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ წესით განსაზღვრული პირობების დაცვით რეგისტრირებული იმ გაჭირვებული მოქალაქეების (ოჯახების), რომლებიც განცხადებით მომართვის პერიოდში არ არიან რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან/და რეგისტრირებულია და არ აქვს მინიჭებული სარეიტინგო ქულა, მათი მომართვის პერიოდში მძიმეა (ოჯახების) სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა და არ მიეკუთვნება გაცემის წესის მიხედვით განსაზღვრულ არცერთ კატეგორიას და ესაჭიროება სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება, აგრეთვე იმ მოქალაქეების, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისთვის ვრცელდება წესით დაწესებული შეზღუდვები (მაგ: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები), განცხადებას განიხილავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი. შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მერის წარმომადგენლის შუამდგომლობისა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, შესაძლებელია გამონაკლისის სახით დახმარება გაეწიოს ამ პუნქტით განსაზღვრულ პირს, კალენდარული წლის გამავლობაში  არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით (აქედან მედიკამენტური მკურნალობისთვის - არაუმეტეს 1000(ერთი ათასი) ლარის ოდენობით).”.

 4. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები (9 მაისს) – 500 (ხუთასი) ლარი;“

5. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული მსხვერპლი – 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 20 დეკემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი