„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 36813
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 29/11/2021
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016656
36813
29/11/2021
ვებგვერდი, 21/12/2021
000000000.00.00.016656
„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №36813

2021 წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის  „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „გადასახადის გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ“ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2016 წლის 18 მაისის №13446 ბრძანებით დამტკიცებულ მეთოდურ მითითების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

71. საგადასახადო ორგანოში საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების წარდგენისთვის საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვადის დარღვევისას, პირის მიმართ სსკ-ის 274-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმის აღიარების შემდეგ, იმავე საანგარიშო პერიოდის დეკლარაციის/გაანგარიშების დაზუსტების შემთხვევაში, თუ დაზუსტებული დეკლარაციის/გაანგარიშების საფუძველზე მცირდება გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა, ძირითად ბარათზე დარიცხული ჯარიმა ექვემდებარება შემცირებას ავტომატურ რეჟიმში, შესაბამისი სხვაობის თანხის სსკ-ის 274-ე მუხლით განსაზღვრული ოდენობით, საგადასახადო მოთხოვნის გამოცემის გარეშე.“.

2.  ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

სამსახურის უფროსი                                                            ლევან კაკავა