დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი სექტემბრის №79 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 94 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 20/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.026.016950 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის პირველი სექტემბრის №79 ბრძანებით (ვებგვერდი, 02/09/2020, სარეგისტრაციო კოდი: 010320040.22.026.016821) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 მუხლი:
,,მუხლი 71. თავდაცვის შესაძლებლობების ანალიზის განყოფილების მთავარი სპეციალისტი (მესამე რანგი, კატეგორია – მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 1. უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი): ა) სოციალური და ქცევითი მეცნიერებების მიმართულებით (ეკონომიკის, პოლიტიკის მეცნიერების, საერთაშორისო ურთიერთობების, დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის, უსაფრთხოების კვლევების, ევროპული ინტეგრაციის, სოციოლოგიის, სოციალური და კულტურული კვლევების, კონფლიქტოლოგიის, საზოგადოებრივი გეოგრაფიის სპეციალობები); ბ) ბიზნესი და ადმინისტრირების მიმართულებით (საჯარო მმართველობის, მენეჯმენტის სპეციალობა, საერთაშორისო ბიზნესის მენეჯმენტის, პროექტების მენეჯმენტის სპეციალობები); გ) სამართლის მიმართულებით (სამართლის, საერთაშორისო სამართლის, საჯარო სამართლის სპეციალობები); დ) ჰუმანიტარული მეცნიერებების და ენების მიმართულებით (ისტორიის, ენების და ფილოსოფიის სპეციალობები); ე) ინტერდისციპლინარული მიმართულებით (ევროპისმცოდნეობის, ამერიკისმცოდნეობის, ახლო ან/და შუა აღმოსავლეთის კვლევების, კავკასიის კვლევების, ევრაზიისა და კავკასიის კვლევების, რუსეთისმცოდნეობის, საბჭოთა კვლევების სპეციალობები); ვ) სამხედრო საქმის და თავდაცვის სფეროს მიმართულებით (თავდაცვის და უსაფრთხობის, სამხედრო მეცნიერების, თავდაცვის ანალიზის სპეციალობები); ზ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მათემატიკა და სტატისტიკის მიმართულებებით. 2. მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება თავდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, ანალიტიკურ ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში. 3. შემდეგი კანონმდებლობის ცოდნა: ა) საქართველოს კონსტიტუცია; ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; გ) „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი; დ) „თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონი; ე) „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 დეკემბრის №580 დადგენილება. 4. ფართო უსაფრთხოების კონტექსტში თავდაცვის მართვის, საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოებისა და პოლიტიკური საკითხების ცოდნა. 5. ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სექტორის, თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების, ნატოსთან, ევროკავშირთან და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მექანიზმების ცოდნა. 6. სტრატეგიული და თავდაცვის დაგეგმვის ძირითადი პრინციპების ცოდნა. 7. პროგრამებისა და პროექტების მართვის სფეროში გამოცდილება. 8. ინგლისური ენის ცოდნა – B2 დონე, სასურველია დამატებით სხვა უცხო ენის ცოდნა (ფრანგული, გერმანული ან რუსული ენებიდან ერთ-ერთის ცოდნა) – B1 დონე. 9. კომპიუტერის შემდეგი პროგრამების კარგად ცოდნა: Microsoft Word, Microsoft Excel, Microsoft Powerpoint.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები