„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016493
20
17/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
190040000.35.169.016493
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2021 წლის 17 დეკემბერი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 18 დეკემბრის №28 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge. 22.12.2020 წ, სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016473) („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი“)  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 -ის („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამა“) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით;

მუხლი  8. პროგრამის  ბიუჯეტი

სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია  718 900 (შვიდას თვრამეტი ათას ცხრაასი) ლარი.“

2. დადგენილებით დამტკიცებული   დანართი  2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი“) ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი
„დანართი  

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

I

1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

275 000

II

2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურება

300 ლარი

2 300

IV

3.სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

441 600

ა) მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

47 000

ბ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახი

1000 ლარი ერთჯერადად

11 000

გ)  მეორე მსოფლიო ომის მონაწილე

250 ლარი ერთჯერადად

500

დ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით დაზარალებული ოჯახი, უსახლკარო ოჯახი და ოჯახი, რომლის ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს

63.16 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

14000

ე)  100 და 100 წელზე ზევით ხანდაზმული  მოქალაქე

300 ლარი ერთჯერადად

900

ვ)   ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი

(2020  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

300  ლარი     ერთჯერადად

50 000

ზ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე

200 ლარი

ყოველთვიურად

27 000

თ)   მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

16 000

ი)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2020  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

108 000

კ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა

100 ლარი ერთჯერადად

80 000

ლ)   აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახი

500 ლარი ერთჯერადად

7 000

მ) სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში.

__

71 600

ნ) 18 წლამდე ასაკის შშმ პირთათვის, რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად  ტრანსპორტირების ხარჯის  თანადაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

8 600

სულ:

718900