ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 18
დოკუმენტის მიმღები ახმეტის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 17/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.162.016554
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
18
17/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
010250050.35.162.016554
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ
ახმეტის მუნიციპალიტეტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (20/12/2021 - 02/03/2022)

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2021 წლის 17 დეკემბერი

ქ. ახმეტა

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

 


მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022  წლის პროგრამა“ დანართის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2021 წლის პროგრამისა და მისი  ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 25 დეკემბრის N18 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 01/01/2021, 010250050.35.162.016536 ).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.

 


ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიოსები ქარუმაშვილი




დანართი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა

ეს პროგრამა განსაზღვრავს მუნიციპალური სოციალური პროგრამის განხორციელების წესს, რომლის ფარგლებშიც ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული, სოციალურად დაუცველი, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული, გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახები (ეკომიგრანტები), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული  (დევნილი) საქართველოს მოქალაქეები და ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები მიიღებენ ფულად და სხვა სახის დახმარებას. პროგრამის განხორციელების მიზანია საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა და უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის დახმარება.

მუხლი 1. პროგრამის სახელწოდება

წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2022 წლის პროგრამა“.

 მუხლი 2. პროგრამის განხორციელების ვადა

პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2022 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი

პროგრამის ყოველწლიური  ბიუჯეტი განისაზღვრება ახმეტის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში

მუხლი 4. პროგრამის დაფინანსების წყარო

პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.

მუხლი 5. სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები

 სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები, ცერებრალური დამბლით დაავადებული და სხვა ფსიქომოტორული და მოტორული პათოლოგიის  მქონე ბავშვები;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირები;

გ) სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 65 000-დან 80 000-მდე,  მრავალშვილიანი ოჯახები რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (18 წლამდე);

ე) უდედმამო ბავშვები (18 წლამდე);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები;

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები;

თ) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები;

ი) ოჯახები პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე, გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა;

კ) უპატრონო მიცვალებული;

ლ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები;

მ) უსინათლოები;

ნ) ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვები; (ბავშვის რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად)

ო) დაუნის სინდრომის მქონე პირები;

პ) აუტისტური  სპექტრის მქონე პირები;

ჟ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირები (რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად).

რ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარების მიმღები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირები და ოჯახები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო  ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან;

ს) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები;

ტ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირები;

უ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები;

ფ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები;

ქ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები;

ღ)  პირები, რომელთა საცხოვრებელი სახლი ხანძრის შედეგად  დაზიანდა;

ყ) ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირები;

შ) მწოლიარე ავადმყოფი (ლოგინს მიჯაჭვული) და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები ;

ჩ) დიაბეტით და ფერმენტოპათიით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე;

ც) ა(ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტების ბენეფიციარები.

მუხლი 6. სოციალური დახმარების ოდენობა

სოციალური დახმარების ოდენობა განსაზღვრულია:

ა) ეკონომიკურად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის (სახელმწიფოს მიერ  ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების  გათვალისწინებით) გამოკვლევების დაფინანსება, ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული,   ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა). გადასახდელი თანხის 50 %-ით, წელიწადში არაუმეტეს 1000 ათასი ლარით დაფინანსდება ყველა მოქალაქე;  მოქალაქის მიერ 500 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევეაში 100 % -ით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა   120 000 - მდე,  ხოლო მოქალაქის მიერ 300 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით ისარგებლებს  მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულა არის 120 000-მდე;

ბ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმღები  პაციენტებისათვის შესაბამისი წამლების თანხის თანადაფინანსება - წელიწადში არაუმეტეს 1000 (ათასი) ლარი;

გ) მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი 65000- 80000-ს (ქულამდე) და მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ელექტროენერგიის ან ბუნებრივი  აირის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში 100 (ასი) ლარის ოდენობით;

დ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის (18 წლამდე) – 300 (სამასი) ლარი (საახალწლო კალათი - 150  ლარი, სააღდგომო კალათი - 150  ლარი);

ე) უდედმამო ბავშვებისათვის (18 წლამდე) - 300 (სამასი) ლარი (საახალწლო კალათი - 150 ლარი, სააღდგომო კალათი - 150 ლარი);

ვ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 300 (სამასი) ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 150-150 ლარი);

ზ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;

თ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახებისთვის 15 კუბურ მეტრამდე    მე-2 ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი საჭიროების მიხედვით) შეძენის საფასური - თითოეულ ოჯახზე 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარამდე.

ი) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება წელიწადში ერთხელ - 150 ლარი;

კ) ოჯახების დახმარება პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში, ერთჯერადად, ბავშვის ერთი წლის ასაკამდე (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა) პირველი ბავშვის შეძენისას - 100 ლარი, მეორე ბავშვის შეძენისას - 200 ლარი, ტყუპების შეძენის შემთხვევაში თითო ბავშვზე 200 ლარი;

ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 300 ლარი;

მ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის - არაუმეტეს 840 (რვას ორმოცი) ლარი, ყოველთვიურად 70 ლარი;

ნ) უსინათლოთათვის  დახმარება წელიწადში ერთხელ - 200 (ორასი) ლარი;

ო) რეინტეგრირებულ ბავშვთა ბიოლოგიური ოჯახების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

პ) დაუნის სინდრომის მქონე პირთა  ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 200 (ორასი) ლარი;

ჟ) აუტისტური სპექტრის მქონე პირთა  ფულადი დახმარება წელიწადში ერთხელ - 200 (ორასი) ლარი;

რ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარება - 500 (ხუთასი) ლარი;

ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში, ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან  სოციალურად დაუცველი იმ ფიზიკური პირების და ოჯახებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან - წელიწადში ერთჯერ არაუმეტეს 1000  ( ათასი) ლარისა;

ტ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 300 (სამასი) ლარი;

უ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის - 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი;

ფ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 300 (სამასი) ლარი;

ქ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილე შშმ ვეტერანთა დასვენებისა და რეაბილიტაციისთვის - 600 (ექვსასი) ლარი;

ღ) ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში  ერთჯერადი ფულადი დახმარება არა უმეტეს 1500 (ათას ხუთასი) ლარი (დაზიანების ხარისხის გათვალისწინებით);

ყ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების  გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველსაყოფად - ყოველთვიურად არაუმეტეს 200 (ორასი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში;

შ) მწოლიარე ავადმყოფის (ლოგინს მიჯაჭვული) და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირების  დახმარება ჰიგიენური საშუალებების შესაძენად  ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით;

ჩ) დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დახმარება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით;

ც) უფასო კვების ობიექტის დაფინანსება - გამოყოფილი ასიგნების ოდენობით.

 

მუხლი 7. სოციალური დახმარების გაცემის წესი

1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.

2. კომისიის გადაწყვეტილება  მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე.

4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი კომისია.

 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ა“, ,,ბ“, ,,მ“,  „შ“ და „ჩ“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს.

 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება.

7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე.

8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელზე, მისივე შუამდგომლობის და აქტის საფუძველზე.

9. ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული ოჯახების დასახმარებლად თანხა გაიცემა ოჯახის წევრზე ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების და რეგისტრაციის მიუხედავად.

10. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით.

 

მუხლი 8. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია

 სოციალური დახმარების მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია:

1. ეკონომიკურად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების სტაციონარში ჩატარებული მკურნალობის, ოპერაციის და გამოკვლევების დაფინანსებისას (სახელმწიფოს მიერ  ასანაზღაურებელი მოქმედი სატარიფო არეალით განსაზღვრული ღირებულების  გათვალისწინებით), ახმეტის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივად მცხოვრები ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მკურნალობის დაფინანსება მწვავე  გადაუდებელ შემთხვევებში, ცერებრალური დამბლით დაავადებული,   ფსიქომოტორული და სხვა მოტორული პათოლოგიის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის საჭირო პროცედურების  (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) დაფინანსებისას.

) განცხადება;

) განმცხადებლის  და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლები;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა N IV 100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია სამედიცინო დაწესებულებიდან;

ვ) წერილი სადაზღვევო კომპანიიდან;

ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

თ) ბინადრობის ნებართვის ასლი (ბინადრობის ნებართვის მქონე პირის დახმარების დროს).

2. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე და ონკოლოგიური პაციენტების მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება, აგრეთვე ფსიქოტროპული მედიკამენტების  მიმღები პირების შესაბამისი წამლების თანხის თანადასაფინანსებლად

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) კალკულაცია აფთიაქიდან;

ზ) რეცეპტების ქსეროასლები (ფსიქოტროპული პრეპარატების შემთხვევაში).

3. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირების,  სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის გადასახადის თანადაფინანსებისას:

) განცხადება;

) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

) მრავალშვილიანი ოჯახის ან მარტოხელა მშობლის შემთხვევაში, შესაბამისად, შვილების დაბადების მოწმობის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები;

) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან (სოციალურად დაუცველის შემთხვევაში);

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;

) აბონენტის ქვითარი.

4. მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსის მქონე პირთა მოზამთრე ოჯახების 15მ3  II ხარისხის მერქნის (საშეშე მერქანი) საფასურის დაფინანსებისას:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

დ) საბანკო ანგარიში.

5.  95 წლის ასაკს გადაცილებული პირების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

6. ოჯახების დასახმარებლად პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში (გარდა მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა):

ა) განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) ბავშვის/ ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

7. უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო ხარჯისათვის:

ა) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  განცხადება;

ბ) უპატრონო მიცვალებულის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

გ) მერის წარმომადგენლის ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

დ) წარმომადგენლის მიერ შედგენილი აქტი.

8. დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარავად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

9. უსინათლოების დასახმარებლად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

10. ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებული ბავშვების ოჯახებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) რეინტეგრაციაზე საოქმო გადაწყვეტილება;

ვ) რეინტეგრაციის ხელშეკრულება;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

11. დაუნის სინდრომის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა)  განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის  მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

12. აუტისტური სპექტრის მქონე პირების დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი ან ფორმა N IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

13. ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების ერთჯერადი დახმარებისთვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ძალადობის მსხვერპლობის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებიდან ან/და ძალადობის მსახვერპლთა თავშესაფრიდან;

დ) ცნობა ფაქტობრივი ცხოვრების შესახებ;

ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.

14. განსაკუთრებულ შემთხვევებში ,,სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე ,  ახმეტის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფაქტობრივად მცხოვრები ეკონომიკურად გაჭირვებული ან სოციალურად დაუცველი ფიზიკური პირების და ოჯახების დახმარებისათვის, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან;

დ) ფორმა NIV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

ე) კალკულაცია შესაბამისი დაწესებულებიდან ან ანგარიშის ნომერი ბანკიდან;

ვ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ზ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

15. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

ბ)  განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული   ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

16. გარდაცვლილ ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯების დასაფარავად:

ა) უფლებამოსილი პირის განცხადება

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე და აქტი;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახების დასახმარებლად:

 ა) განცხადება;

 ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

 გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

18. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე შშმ პირთა დახმარებისათვის:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შშმ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

19. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანების შემთხვევაში

) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) დაზიანების შესახებ აქტი შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

20. სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველსაყოფად:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბინის მეპატრონის პირადობის მოწმობის ასლი;

დ) შესაბამისი სამსახურის მიერ გაცემული აქტი;

ე) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ვ) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

21. მწოლიარე ავადმყოფის (ლოგინს მიჯაჭვული) და სხვადასხვა პათოლოგიების გამო მუდმივად პამპერსით მოსარგებლე პირები დასახმარებლად:

ა) განცხადება

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N IV/100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან.

22)  დიაბეტით და სხვა ფერმენტოპათიით დაავადებულ 18 წლამდე ბავშვთა შესაბამისი კვების პროდუქტების შესაძენად დასახმარებლად

ა) განცხადება

ბ) განმცხადებლის და მაძიებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ფორმა N IV/100-ა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

დ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

ე) ანგარიშის ნომერი ბანკიდან (კანონიერი წარმომადგენელი)

23. ა(ა) იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვება:

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის და მაძიებლების პირადობის მოწმობის ასლები;

გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული     ცნობა ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის თაობაზე;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახმეტის რაიონული განყოფილებიდან.

მუხლი 9. პროგრამის განხორციელების შედეგი

  პროგრამის განხორციელების შედეგია:

ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა;

ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება;

გ) ბავშვთა სახლში, მცირე საოჯახო ტიპის სახლში და მინდობით აღზრდაში მყოფი ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნების ხელშეწყობა და ბავშვის ინსტიტუციაში დაბრუნების რისკის მინიმუმამდე შემცირება;

დ) ომის ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება;

ე) სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება.

მუხლი 10. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა

პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:

ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით;

ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლების მეშვეობით.

მუხლი 11. პროგრამის შეფასება

განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2022 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებასთან და  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:

ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით;

ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა;

გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა.