დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.169.016497 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/12/2021 - 26/01/2022)
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 17/07/2014. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.169.016149) და დადგენილებით დამტკიცებული დანართის (რეგლამენტის):
1) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილე(ებ)ის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება; გ) საკრებულოს კომისიის შექმნა, კომისიის თავმჯდომარის არჩევა და თანამდებობიდან გადაყენება, ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრა და დამტკიცება, კომისიის შემადგენლობის ცნობად მიღება, კომისიის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა;“ 2) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები: „დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ (მინდორდაცვით) ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების დამტკიცება.“ 3) მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 4) 161 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკრებულოს თანამდებობის პირებს (საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები (მათ შორის პირველი მოადგილე), საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიეცემათ შვებულება ანაზღაურებით და ანაზღაურების გარეშე.“ 5) 161 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) და საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეების მიერ შვებულების მოთხოვნის შესახებ წარდგენილი განცხადების დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილება მიიღება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რაც უახლოეს სხდომაზე უნდა ეცნობოს საკრებულოს .“ 6) მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილეები 1. საკრებულოს თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის, პირველი მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს (მათ შორის პირველ მოადგილეს) თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 36-ე მუხლისა და ამ რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს საკრებულო. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეების (მათ შორის პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მისი ერთ-ერთი მოადგილე. 4. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, მისი თანამდებობიდან გადადგომის ან გადაყენების, მისთვის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე. 5. თუ საკრებულოს თავმჯდომარის არც ერთი მოადგილე არ არის არჩეული ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთა მიერ უფლებამოსილების განხორციელება შეუძლებელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების საკითხი რეგულირდება საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 6. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. საკრებულოს თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს კომისიის ან ფრაქციის თავმჯდომარე. 7. საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეს და მოადგილეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში. 8. საკრებულო უფლებამოსილია თანამდებობიდან გადააყენოს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე. საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის და მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე შეიძლება წერილობით დასვან საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 7) მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა და უფლებამოსილება 1. საკრებულოს საქმიანობის კოორდინირებისა ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის მიზნით საკრებულოს თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების შემადგენლობით იქმნება საკრებულოს ბიურო. 2. საკრებულოს ბიურო: ა) ადგენს საკრებულოს სხდომის დღის წესრიგის და საკრებულოს სამუშაო გეგმისა და სამუშაო პროგრამის პროექტებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს საკრებულოს მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე; გ) კოორდინაციას უწევს საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფების მუშაობას; ამტკიცებს დროებითი სამუშაო ჯგუფების დებულებებს; საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმებს; დ) ამტკიცებს (გარდა ახალარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის მიერ განსაზღრულ და წარდგენილ საკრებულოს კომისიებში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს; ე) ცნობად იღებს საკრებულოს კომისიის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებს; ვ) განიხილავს საკრებულოს სხდომაზე გასატანი სამართლებრივი აქტების პროექტებზე საკრებულოს კომისიებისა და დროებითი სამუშაო ჯგუფების დასკვნებს, რეკომენდაციებს და წინადადებებს; ზ) იღებს გადაწყვეტილებას სამართლებრივი აქტის პროექტის საკრებულოს კომისიებში, ფრაქციებში და მერიაში გაგზავნის, სამართლებრივი აქტის პროექტზე ძირითადი კომისიის (კომისიების) განსაზღვრის, პროექტის განხილვის ვადების და საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანის სავარაუდო თარიღის შესახებ; თ) ისმენს მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირთა ანგარიშებს; ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.“ 8) 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. კომისიის თავმჯდომარეს საკრებულის კომისიის შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო. კომისიის თავმჯდომარის არჩევა და გადარჩევა ხდება ამ რეგლამენტის 102-ე და 103-ე მუხლებით დადგენილი წესით. 9) 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. კომისიის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან. კომისიის წევრმა კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს ფრაქციის თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას. 10) 27-ე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საკრებულოს კომისიის წევრის უფლებამოსილება წყდება: ა) მის მიერ საკრებულოს კომისიის შემადგენლობიდან გასვლის შესახებ განცხადების წარდგენის მომენტიდან; ბ) მისი, როგორც საკრებულოს წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან; გ) საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 301მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხევებში.“ 11) VI თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VI საკრებულოს ფრაქცია მუხლი 35. საკრებულოს ფრაქციის დაფუძნება და რეგისტრაცია 1. საკრებულოს ფრაქცია წარმოადგენს საერთო პოლიტიკური შეხედულების მქონე საკრებულოს წევრთა ნებაყოფლობით გაერთიანებას, რომელიც იქმნება საკრებულოში მათი საქმიანობის კოორდინაციის მიზნით. 2. ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ საკრებულოს წევრებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი ფრაქცია. 3. საკრებულოს წევრი შეიძლება გაერთიანდეს მხოლოდ ერთ ფრაქციაში. 4. საკრებულოს ფრაქციაში არ უნდა იყოს სამ წევრზე ნაკლები. 5. დაუშვებელია ეროვნული, ტერიტორიული ან სხვა კერძო ნიშნით (ეროვნული, რელიგიური, პროფესიული, პირადი ან ტერიტორიული ნიშნით) ფრაქციებად გაერთიანება. ფრაქციას აქვს სახელი. 6. ფრაქციას უნდა გააჩნდეს წესდება, რომლითაც განისაზღვრება ფრაქციის შექმნისა და მის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანის წესი, ფრაქციის ხელმძღვანელი ორგანოებისა და თანამდებობის პირების არჩევის წესი და კომპეტენცია, ფრაქციის წევრთა უფლებამოსილება, ფრაქციის მიზნები და ამოცანები, წესდებაში ცვლილებების შეტანის პროცედურა. 7. საკრებულოს წევრს უფლება აქვს ამ რეგლამენტით დადგენილი წესით გაერთიანდეს ფრაქციაში ან ნებისმიერ დროს გავიდეს ფრაქციიდან. ფრაქციას უფლება აქვს ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით მიიღოს ახალი წევრი ფრაქციაში ან ფრაქციიდან გარიცხოს წევრი. 8. ფრაქციას რეგისტრაციაში ატარებს საკრებულოს ბიურო (გარდა ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომისა) საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის წარდგინებით. ფრაქციის რეგისტრაციისათვის საჭიროა ფრაქციის თავმჯდომარისა და ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა წერილობითი განცხადება და ფრაქციის წესდება. 9. საკრებულოს წევრთა გაერთიანება ფრაქციის სტატუს იძენს მისი რეგისტრაციის მომენტიდან. 10. ფრაქცია რეგისტრაციამდე თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფრაქციის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს/მოადგილეებს. ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას მიმართავს განცხადებით. განცხადებაში აღინიშნება ფრაქციის სახელწოდება, თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების და ფრაქციის წევრთა ვინაობა. განცხადება ხელმოწერილი უნდა იქნეს ფრაქციის ყველა წევრის მიერ. განცხადებას თან უნდა დაერთოს ფრაქციის მიერ მიღებული ფრაქციის წესდება. 11. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე განიხილავს დროებითი სამანდატო კომისია და დასკვნას წარუდგენს ახლადარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე უხუცესს. საკრებულოს პირველ სხდომაზე სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია დროებითი სამანდატო კომისის დასკვნის წარდგენისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს საკრებულოს ფრაქციის დაფუძნების შესახებ. საკრებულო, ამ განცხადებას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე (კეთდება საოქმო ჩანაწერი) და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. მოგვიანებით დაფუძნებული ფრაქციის რეგისტრაციისათვის განცხადება და ფრაქციის წესდება გადაეცემა საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიას, რომელიც განცხადებისა და ფრაქციის წესდების წარდგენიდან 3 დღის ვადაში განიხილავს ფრაქციის დაფუძნების შესაბამისობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 30-ე მუხლის მოთხოვნებთან და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს შესაბამის დასკვნას. ახალი ფრაქციის შექმნის საკითხი შეიტანება საკრებულოს უახლოეს სხდომის დღის წესრიგში და განიხილება რიგგარეშედ. საკრებულო საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში დასკვნას იღებს ცნობად კენჭისყრის გარეშე და ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში, საკრებულო ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით. საკრებულოს მიერ ფრაქციის შექმნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიუღებლობის შემთხვევაში ფრაქცია ითვლება რეგისტრირებულად. 12. ფრაქციაში ახალი წევრის მიღების, ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის წესდებაში ცვლილების, ფრაქციის თავმჯდომარის, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის/მოადგილეების შეცვლის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკრებულოს შესაბამისი კომისიას. თუ ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა საკრებულოს 3 წევრზე ნაკლები, ფრაქცია ითვლება გაუქმებულად, რასაც შესაბამისი კომისია უახლოეს სხდომაზე აცნობებს საკრებულოს. 13. ფრაქციის შექმნა შესაძლებელია როგორც პარტიულ, ისე არაპარტიულ საფუძველზე. მუხლი 36. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა 1. საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობა განისაზღვრება ფრაქციაში გაერთიანებულ საკრებულოს წევრთა რაოდენობის პროპორციულად. 2. საკრებულოს ფრაქციის მიერ საკრებულოს ორგანოში ან საკრებულოს თანამდებობაზე წარდგენილი წევრი საქმიანობას წყვეტს ფრაქციის გაუქმების, მისი ფრაქციიდან გასვლის ან გარიცხვის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ განცხადების საკრებულოს ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს, ახალი კანდიდატურა წარადგინოს. 3. თუ საკრებულოს ფრაქციის შექმნის, გაუქმების, ფრაქციაში წევრთა შესვლის, ფრაქციიდან წევრთა გასვლის ან გარიცხვის შემთხვევაში ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია განსაზღვრავს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტას. 4. საკრებულოს ფრაქციებისთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების გაზრდის შემთხვევაში საკრებულოს ორგანოებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხებს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 5. თუ საკრებულოს ფრაქციას შეუმცირდა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტები, იგი ვალდებულია ხელახლა, ახალი კვოტების შესაბამისად წარადგინოს ფრაქციის წევრები საკრებულოს შესაბამის ორგანოში. მუხლი 37. საკრებულოს ფრაქციის უფლებები 1. საკრებულოს ფრაქციას უფლება აქვს: ა) გამოხატოს და გაატაროს საკუთარი კურსი საკრებულოს უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტასთან დაკავშირებით; ბ) მიიღოს გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის შესახებ ფრაქციის ერთიანი პოზიციის გამოხატვისა და სხდომაზე მომხსენებლის დანიშვნის თაობაზე; გ) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციების კოალიციასთან ან სხვა ფრაქციასთან გაერთიანების, ფრაქციის გაუქმების, ფრაქციის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ; დ) მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ფრაქციის წესდებაში; ფრაქციის წესდებით დადგენილი წესით აირჩიოს და გადაირჩიოს ფრაქციის თავმჯდომარე; ე) მიიღოს გადაწყვეტილება ფრაქციის საქმიანობის საკითხებზე; ვ) წარადგინოს კანდიდატები საკრებულოს თანამდებობის პირთა არჩევით თანამდებობაზე; ზ) გადაწყვიტოს ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობითი კვოტების გამოყენების საკითხები; თ) მოამზადოს და საკრებულოს განსახილველად წარუდგინოს სამართლებრივი აქტების პროექტები; ი) საკრებულოს ყველა კომისიასა და დროებით სამუშაო ჯგუფში შეიყვანოს ფრაქციის ერთი წევრი მაინც; კ) მოითხოვოს ცალკეულ საკითხებზე დროებითი სამუშაო ჯგუფის შექმნა; ლ) შეკითხვით მიმართოს საკრებულოს მიერ შექმნილ ორგანოებს და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებულ თანამდებობის პირებს; მ) საკრებულოს კომისიაში და საკრებულოს სხდომაზე გამოთქვას თავისი მოსაზრება საკრებულოს მიერ ასარჩევ, დასანიშნ, დასამტკიცებელ ან იმ კანდიდატურის თაობაზე, რომლის დანიშვნაზეც თანხმობას იძლევა საკრებულო; ნ) გამოაქვეყნოს თავისი თვალსაზრისი და მიმართვა საკრებულოს საინფორმაციო საშუალებებში; ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ რეგლამენტით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. 2. ფრაქციის მიერ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარდგენილი საკრებულოს წევრის ფრაქციიდან გასვლის ან გაირიცხვის შემთხვევაში, ფრაქციას უფლება აქვს თავის ქვოტის შესაბამისად ამ კომისიაში ან დროებით სამუშაო ჯგუფში წარადგინოს ფრაქციის ახალი წევრის კანდიდატურა. 3. ფრაქციას ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს მის მიერ წარდგენილი წევრი ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც წერილობით აცნობებს შესაბამისი კომისიის (დროებითი სამუშაო ჯგუფის) თავმჯდომარეს. 4. ფრაქციის პროპორციული წარმომადგენლობის შეცვლის შემთხვევაში, საკრებულოს კომისიებსა და დროებით სამუშაო ჯგუფებში ფრაქციის წარმომადგენლობის პერსონალურ საკითხს წყვეტს შესაბამისი ფრაქცია. 5. ფრაქციის წარმომადგენელს საკრებულოს სხდომაზე გააჩნია სიტყვით გამოსვლის უპირატესი რიგითობა ფრაქციის გარეშე წევრთან შედარებით. მუხლი 38. ფრაქციის თანამდებობის პირები და საქმიანობის ორგანიზაცია 1. ფრაქციას ხელმძღვანელობს და ფრაქციის მიერ მიღებულ დოკუმენტებს ხელს აწერს ფრაქციის თავმჯდომარე. 2. ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს ფრაქციის ყოველ სამ წევრზე ერთი მოადგილე, მაგრამ არაუმეტეს შვიდისა. 3. ფრაქციის თავმჯდომარის და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების, არჩევის, გადარჩევის და ფრაქციის შიდა ორგანიზაციული მუშაობის საკითხები განისაზღვრება ფრაქციის წესდებით. 4. ფრაქციის თავმჯდომარეს და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე(ებ)ს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო ან ანაზღაურებად საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. ფრაქციის თავმჯდომარე და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა ფრაქციის წევრი. მუხლი 39. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფა 1. ფრაქციის საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით ფრაქციას საკრებულოს შენობაში გამოეყოფა სამუშაო ფართი, ხოლო სხდომათა დარბაზში შესაბამისი ადგილი. 2. ფრაქციისთვის სხდომათა დარბაზში ადგილისა და სამუშაო ფართის გამოყოფა ხდება ფრაქციაში გაერთიანებულ წევრთა პროპორციულად. 3. ფრაქციის საქმიანობის საორგანიზაციო და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საკრებულოს აპარატი.“ 12) 51-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „4. საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს წევრთა ინფორმირებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“ 13) 99-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „5. საკრებულოს სხდომას, რომელიც იხილავს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხს, ხსნის და თავმჯდომარეობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის ან მის მიერ ამ მოვალეობის შესრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში - საკრებულოს თავმჯდომარის უხუცესი მოადგილე.“ 14) 100 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 100. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევის წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს (მათ შორის პირველ მოადგილეს) ირჩევენ საკრებულოს წევრები თავის შემადგენლობიდან საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მათ შორის პირველი მოადგილის) კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეს. ერთი და იგივე კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს მხოლოდ ორჯერ. 3. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის(მათ შორის პირველი მოადგილის) არჩევნები ტარდება ფარული კენჭისყრით. კენჭისყრა ტარდება რეგლამენტის 98-ე მუხლის მე-8, მე-9 და მე-10 პუნქტებით დადგენილი წესით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ (მათ შორის პირველ მოადგილედ) არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელსაც მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 15) 101 -ე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „მუხლი 101. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მათ შორის პირველი მოადგილის) თანამდებობიდან გადაყენების წესი 1. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (მათ შორის პირველი მოადგილე) საკრებულომ შეიძლება გადააყენოს თანამდებობიდან. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მათ შორის პირველი მოადგილის) გადაყენების საკითხი საკრებულოს წინაშე წერილობით შეიძლება დასვას საკრებულოს თავმჯდომარემ ან საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთმა მეხუთედმა. 2. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის (მათ შორის პირველი მოადგილის) თანამდებობიდან გადაყენება ხდება ფარული კენჭისყრით. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე (მათ შორის პირველი მოადგილე) გადაყენებულად ჩაითვლება, თუ წინადადებას მისი გადაყენების შესახებ მხარი დაუჭირა საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტმა. 16) 102-ე მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევენ საკრებულოს კომისიის წევრთა შემადგენლობიდან. 4. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/5 და საკრებულოს ფრაქციას..“ 17) 104-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 104. საკრებულოს კომისიის შემადგენლობის დამტკიცების წესი 1. საკრებულოს კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში. საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს საკრებულოს შესაბამისი კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს საკრებულო. 2. საკრებულოს კომისიებში საკრებულოს ფრაქციათა პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს დამტკიცებიდან 3 დღის ვადაში ფრაქცია თავისი გადაწყვეტილებით წარადგენს კომისიაში წევრებს. 3. საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება საკრებულოს იურიდიულ კომისიას და საკრებულოს ბიუროს. საკრებულოს იურიდიული კომისია ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის საკრებულოს ბიუროს (საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე. 4. თუ საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს და საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს. 5. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს საკრებულოს ერთი კომისიის შემადგენლობაში მაინც და უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის წევრი. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები