დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 176/04 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2021 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 200010000.18.011.016604 |
|
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 13 მარტის №44/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge; 17/03/2020; ს/კ: 220010000.18.011.016443) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლარით გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში ან/და თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხი ერთსა და იმავე ვალუტაშია – არაუმეტეს 20 (ოცი) წელი, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის შემთხვევაში, თუ მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება – არაუმეტეს 10 (ათი) წელი;“; ბ) მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხის რეფინანსირებისას, თუ სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი და სესხის ვალუტა ერთმანეთისგან განსხვავდება, სესხის მაქსიმალური ხანგრძლივობა დასაშვებია იყოს 15 (თხუთმეტი) წელი, იმ პირობით, რომ დაცული იქნება ამ დებულების მოთხოვნები.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2022 წლის პირველი იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები