„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1167-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 17/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 010330000.05.001.020451
1167-VIმს-Xმპ
17/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
010330000.05.001.020451
„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

„საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.05.001.018701) მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია. უწყებათაშორისი კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება უწყებათაშორისი კომისიის დებულებით. უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია იქმნება მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული წინადადებების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით და უქმდება აღნიშნული წინადადებების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

17 დეკემბერი 2021 წ.

N1167-VIმს-Xმპ