„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 81
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 31/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017183
81
16/12/2021
ვებგვერდი, 16/12/2021
140130000.22.034.017183
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №81

2021 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 28 ნოემბრის №936 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 28/11/2014, 140130000.22.034.016384) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დებულების:

1. მე-3 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების საქმიანობის კოორდინაცია და ხელშეწყობა საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გაღრმავების კუთხით;“;

ბ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის  რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების  შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;“.

2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. მე-6 და მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 6. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფები

დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფებია:

ა) საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველო;

ბ) პროექტების მართვის სამმართველო;

გ) ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველო.

მუხლი 7. დეპარტამენტის სტრუქტურული დანაყოფების ამოცანები

1. საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის სამართლებრივი ბაზის მომზადება და სისტემატიზაცია;

ბ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტების მომზადება და ინიცირება;

გ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადების მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებთან მოლაპარაკებების ან/და კონსულტაციების წარმოება;

დ) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეჩერების/შეწყვეტის ან გაგრძელების, ან/და მათში ცვლილებების შეტანის შესახებ წინადადებების შემუშავება;

ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში შემავალი საერთაშორისო ხელშეკრულებების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ) სამართალდაცვითი სფეროს მარეგულირებელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და სტანდარტებთან ჰარმონიზაციის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროში შემოსული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ასევე შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების პროექტებზე დასკვნების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ი) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

კ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების იმპლემენტაცია;

ლ) არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მოქმედების შეფასება;

მ) ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე ან ნაცვალგების პრინციპით მიღებულ მოთხოვნებზე რეაგირება;

ნ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, ტერიტორიული ორგანოებიდან, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან  მიღებული მოთხოვნების საზღვარგარეთის ქვეყნის შესაბამის უწყებაში გადაგზავნა;

ო) ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე შექმნილ სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობა, მათი შეხვედრების ორგანიზება და მათ ფარგლებში მიღებული შეხვედრის ოქმების შესრულება;

პ) სამართალდაცვით სფეროში საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან  კავშირების დამყარება და ურთიერთობების გაღრმავება;

ჟ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და რეგიონულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ოპერატიული კუთხით თანამშრომლობის გარდა;

რ) ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის შეფასება და შემდგომი განვითარება;

ს) სამინისტროს გამგებლობის სფეროში, კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება, მისი დამუშავება და შემდგომი ანალიზი;

ტ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

2. პროექტების მართვის სამმართველოს ამოცანებია:

ა) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარება, ოფიციალური მიმოწერის წარმოება;

ბ) საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან კავშირების დამყარება;

გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში დონორ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

დ) სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორი სახელმწიფოების შესაბამის უწყებებთან;

ე) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში, ტერიტორიულ ორგანოებში, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების კოორდინაცია და შეფასება, შემოთავაზებული პროექტების გაანალიზება მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, სამინისტროს ინტერესებიდან გამომდინარე მათი დაგეგმვა და განხორციელებისათვის ხელშეწყობა;

ვ) სამინისტროს საჭიროებების განსაზღვრა პროექტებსა და პროგრამებში შემდგომი ასახვის მიზნით;

ზ) სამინისტროს საჭიროებისა და საერთაშორისო ინსტრუმენტებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად პროექტების ინიცირება და საპროექტო წინადადებების მომზადება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ი) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

კ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

3. ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ევროპულ სტრუქტურებთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ბ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;

გ) ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

დ) ევროპული სტრუქტურების მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის  რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან საკანონმდებლო ჰარმონიზაციის უზრუნველყოფა;

ი) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის მიზნით, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში მონაწილეობის მიღება და მათი შესრულების ორგანიზება;

კ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციების განხორციელება;

ლ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციასთან ინტეგრაციის ინსტრუმენტების ფარგლებში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების შესრულების კოორდინაცია და ანგარიშების მომზადება;

მ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის მიერ სამინისტროსთან ერთობლივად დაგეგმილი საქმიანობისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ანგარიშების ანალიზი, მათი რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

ო) კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე უწყებათაშორისი საბჭოების ფარგლებში სტრატეგიებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმების შემუშავებაში მონაწილეობა და მათი შესრულების შესახებ ანგარიშების მომზადება;

პ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის, ტერიტორიული ორგანოებისათვის, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისათვის რეკომენდაციების შემუშავება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიზნით და მათი მონიტორინგი;

ჟ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში მივლინებული მეკავშირე ოფიცრის საქმიანობის კოორდინაცია;

რ) სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების შესრულების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 31 დეკემბრიდან.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური