ხარაგაულის მუნიციპალიოტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 16/12/2021
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2021
ძალის დაკარგვის თარიღი 07/02/2023
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016443
27
16/12/2021
ვებგვერდი, 17/12/2021
010250020.35.128.016443
ხარაგაულის მუნიციპალიოტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
ხარაგაულის მუნიციპალიტეტი
 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №27

2021 წლის 16 დეკემბერი

დაბა ხარაგაული

ხარაგაულის მუნიციპალიოტეტის საკრებულოს 2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20      მუხლის   მე-4 პუნქტის  საფუძველზე  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2021 წლის 5 აპრილის №9 დადგენილებაში ,,ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და დახმარების მიღების წესის შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე ვებგვერდი, 06/04/2021 სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016425).

1. შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილებით დამტკიცებული დანართის მე-14 მუხლის მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკვები პროდუქტის შეძენა ან/და ფინანსური დახმარება უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის დღესასწაულთან დაკავშირებით, რომლის ოდენობას განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მერი.“

2.დადგენილებით დამტკიცებულ დანართის მე-14 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ამ მუხლის მე-2  პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, ან შესაბამისი უფლების მქონე პირმა, ფინანსური დახმარების მიზნით, მერიაში უნდა წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემანანა ბარბაქაძე