“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №321 ბრძანებით დამტკიცებულ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში” დამატებების შეტანის შესახებ”

  • Word
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №321 ბრძანებით დამტკიცებულ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში” დამატებების შეტანის შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 489
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 18/12/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 134, 20/12/2001
ძალის დაკარგვის თარიღი 27/12/2005
სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.11.106.005.079
  • Word
489
18/12/2001
სსმ, 134, 20/12/2001
170.050.000.11.106.005.079
“საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №321 ბრძანებით დამტკიცებულ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში” დამატებების შეტანის შესახებ”
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 170.050.000.11.106.005.079

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №489

2001 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №321 ბრძანებით დამტკიცებულ “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში” დამატებების შეტანის შესახებ

„ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ:

 მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2001 წლის 29 აგვისტოს №321 ბრძანებით დამტკიცებულ „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციაში” შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. ინსტრუქციის 39-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. ამ მუხლის 1-4 პუნქტებით დადგენილი წესი არ ვრცელდება სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ იმ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებულ გარიგებებზე, რომელთა განკარგვა (კონკრეტული სუბიექტისათვის გადაცემა) მოხდა კონკურსის ან/და აუქციონის მეშვეობით და კონკურსის ან/და აუქციონის შედეგები ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ დამტკიცებულია წინამდებარე ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე. ამ შემთხვევაში გარიგებათა დამოწმება ხდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიწის ნაკვეთის განკარგვის შესახებ ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით გამოითხოვოს ქონების შემძენის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.”.

2. ინსტრუქციას დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:

     „მუხლი 411. ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ ბინებზე საკუთრების უფლების დადასტურება

1. ნოტარიუსი ვალდებულია გასცეს საკუთრების მოწმობა ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობების (საბინაო-სამშენებლო კოოპერატივების) სახლებში არსებულ იმ ბინებზე, რომლებიც საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 5 ივლისის №519 დადგენილების შესაბამისად საკუთრებაში გადაეცათ ამ ბინების მფლობელებს და რომლებიც ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლამდე არ არის აღრიცხული ამ ბინების მფლობელთა საკუთრებაში.

2. საკუთრების მოწმობა გაიცემა ბინის მფლობელთა განცხადების საფუძველზე. განცხადებაზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.

3. საკუთრების მოწმობის მიღების უფლება აქვს ორდერში შეტანილ ყველა პირს, ან იმ პირებს, რომლებიც ცნობილნი არიან ორდერში შეტანილი პირების მემკვიდრეებად. უფლებაზე უარის თქმა დაიშვება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.

4. განმცხადებელი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) ბინაზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი (ბინის ორდერი ან ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება მეპაიე-წევრად ცნობის შესახებ, ან სამკვიდრო მოწმობა, ან სასამართლოს გადაწყვეტილება, ან სხვა აქტი, რომელიც გაცემულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და რომელიც ადასტურებს უფლებას ბინაზე);

ბ) ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება და ცნობა საჯარო რეესტრიდან;

გ) ცნობა ბინაზე ყადაღის არარსებობის შესახებ.

 მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

რ. გილიგაშვილი