დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 დეკემბრის N14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 11 |
დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 16/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2021 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2022 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.151.016324 |
|
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 დეკემბრის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი მუხლის „დ.ა“ ქვეპუნქტის 61-ე მუხლის მეორე პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
მუხლი 1 |
„ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 17 დეკემბრის №14 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.151.016312) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
მუნიციპალიტეტის ძირითადი მაჩვენებლები
|
მუხლი 1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 19346,2 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 4.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 4 527.4 ათ. ლარის ოდენობით.
მუხლი 5. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 11402,2 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 6. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვა შემოსავლები 3 416,6 ათ.ლარის ოდენობით.
მუხლი 7. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 10288,4 ათასი ლარის ოდენობით.
მუხლი 8. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 12393,7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 12393,7 ათასი ლარის ოდენობით
მუხლი 9. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსურ აქტივებზე ოპერაციების ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
მუხლი 10.ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო – 3335,9 ათასი ლარის ოდენობით. მუხლი 11. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება – 3377.4 ათასი ლარის ოდენობით. 2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების კლება 3377.4 ათასი ლარის ოდენობით. 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ადგილობრივი ბიუჯეტის ნაშთმა შეადგინა 3493121.33 ლარი. მათ შორის: ადგილობრივი სახსრების ნაშთი-3192,068 ლარია, ხოლო ტრანსფერის ნაშთი 301053.33 ლარი. აქედან: 31696.56 ლარი-საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 იანვრის №13 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა – 2550.60 ლარი და დაბა სტეფანწმინდაში საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია-29145.96 ლარი) ნაშთი. 146044.47 ლარი-საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №27 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (საჯარო სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფა-1871.84 ლარი და დაბა სტეფანწმინდაში საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია-144172.63 ლარი) ნაშთი. 67087.86 ლარი-საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 დეკემბრის №2630 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან (სოფ. კარკუჩაში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები) ნაშთი. 12680 ლარი-საქართველოს 2020 წლის 8 მარტის №559 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან(დაბა გუდაურის საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები) ნაშთი. 43 544.44 ლარი-საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №654 განკარგულებით გამოყოფილი თანხიდან ( საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტები) ნაშთი. არსებულ ეტაპზე ბიუჯეტში აისახება ნაშთი – 183 341.03 ლარი. მუხლი 12 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება განისაზღვროს – 41,5 ათასი ლარი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 2017 წელს მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვას. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები 2021-2024 წლებისათვის,პროგრამები/ქვეპროგრამები მუხლი 13. ინფრასტრუქტურის განვითარება ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 15 579,1 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის განვითარების პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 14. დასუფთავება და გარემოს დაცვა დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1474,0 ათასი ლარი. დასუფთავება და გარემოს დაცვის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 15. განათლება განათლების პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1500,5 ათასი ლარი. განათლების პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით:
ათას ლარში
მუხლი 16. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი სპორტის, ახალგაზრობისა და კულტურის მიმართულების მხარდაჭერა უზრუნველყოფს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას, ერთმანეთთან აკავშირებს სხვადასხვა დარგს და მნიშვნელოვან როლს თამაშობს მათ განვითარებაში, ხელს უწყობს ტურიზმს, მეწარმეობას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დანაშაულის პრევენციას, კულტურული დიპლომატიის განვითარებას, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ კულტურა და სპორტი უფრო მეტად ინტეგრირდეს მოსახლეობაში. მუნიციპალიტეტის მიზანია გაიზარდოს ახალგაზრდების ჩართულობა საზოგადოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, განავითაროს ახალგაზრდების მხრიდან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებში თვითრეალიზების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდას, საკუთარი პოტენციალის სრულფასოვნად რეალიზებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტში პროგრამები ხორციელდება როგორც კულტურის სამსახურის მიერ, ასევე კულტურის სფეროში შექმნილი ააიპ-ების მიერ. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 1609.3 ათასი ლარი. კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტის პრიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რედაქციით: ათას ლარში
მუხლი 17. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პრიორიტეტის დაფინანსებისათვის განისაზღვროს 768,0 ათასი ლარი. ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფის პიორიტეტის ფარგლებში დაფინანსებული პროგრამების და ქვეპროგრამების მიზნები და მოსალოდნელი შედეგები განისაზღვროს შემდეგი რდაქციით:
ათას ლარში
მუხლი 18. ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს ყაზბეგის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|
დოკუმენტის კომენტარები