დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 588 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 15/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.10.003.023144 |
|
მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურების და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/02/2013, 190040000.10.003.017184) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართის:
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მოწონებულია შესაბამისი სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მიერ და დასტურდება პროექტის შესაბამისობა შესაბამისი მუნიციპალიტეტ(ებ)ის პრიორიტეტების დოკუმენტ(ებ)თან;“. 2. 33 და 34 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 33. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თითოეული მუნიციპალიტეტისათვის ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობისა და რეგიონული პროექტების დაფინანსების წესი 1. თუ მუნიციპალიტეტმა მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აპრილამდე სრულად ვერ წარადგინა ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ი და ამ ლიმიტის არანაკლებ 75 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაცია, ლიმიტის ფარგლებში დარჩენილი რესურსის ნახევარი (აუთვისებელი ლიმიტი) და წარმოქმნილი ეკონომიები გამოიყენება სხვა მუნიციპალიტეტების დამატებითი პროექტების დასაფინანსებლად, ხოლო მეორე ნახევრის იმავე მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, მუნიციპალიტეტის მიერ შესაბამისი პროექტის წარდგენის შემთხვევაში, ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. 2. მუნიციპალიტეტს, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, არ აქვს უფლება, წარადგინოს დამატებითი პროექტები ამ მუხლით გათვალისწინებული ეკონომიების ან/და აუთვისებელი ლიმიტის ფარგლებში პროექტების დაფინანსების მიზნით. 3. იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებას, იგი უფლებამოსილია, აუთვისებელი ლიმიტიდან დამატებითი პროექტების დაფინანსების მიზნით, წარადგინოს პროექტები არაუგვიანეს მიმდინარე წლის 15 აპრილისა. 4. კომისიის მიერ აუთვისებელი ლიმიტის ან/და წარმოქმნილი ეკონომიების გამოყენებით პროექტების დაფინანსების შესახებ წლის განმავლობაში პირველი გადაწყვეტილება მიიღება არა უგვიანეს მიმდინარე წლის 1 მაისისა. 5. მუნიციპალიტეტს, რომელიც კომისიას წარუდგენს დამატებით პროექტებს აუთვისებელი ლიმიტიდან ან/და დარჩენილი ეკონომიებიდან დასაფინანსებლად, 1 აპრილს სრულად უნდა ჰქონდეს ლიმიტის არანაკლებ 95 პროცენტზე ხელმოწერილი ხელშეკრულებები. 6. მუნიციპალიტეტს, რომელიც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აპრილს სრულად წარადგენს ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელ პროექტ(ებ)ს და ამ ლიმიტის არანაკლებ 75 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციას, მის მიერ ჩატარებული ტენდერ(ებ)ის ფარგლებში წარმოშობილი ეკონომიები რჩება მუნიციპალიტეტის მიერ წარმოშობილი ეკონომიების ასათვისებლად, მიმდინარე წლის 15 აპრილამდე შესაბამისი პროექტ(ებ)ის წარდგენის შემთხვევაში, რომლის განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ამ დადგენილებით დამტკიცებული შერჩევის პროცედურებისა და კრიტერიუმების შესაბამისად. მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აპრილის შემდეგ წარმოშობილი ეკონომიების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია. 7. კომისია, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ეკონომიების განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს, იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებმაც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აპრილს სრულად წარადგინეს ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ი, მაგრამ ვერ შეძლეს წარდგენა ამ ლიმიტის არანაკლებ 75 პროცენტის ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესახებ ინფორმაციის, წარმოქმნილ ეკონომიას ანაწილებს იმ მუნიციპალიტეტებთან, რომლებმაც მიმდინარე საბიუჯეტო წლის 1 აპრილს სრულად წარადგინეს ხელმისაწვდომი თანხის (ლიმიტის) ფარგლებში განსახორციელებელი პროექტ(ებ)ი და შეძლეს ლიმიტის არანაკლებ 95 პროცენტზე ხელმოწერილი ხელშეკრულებების წარდგენა. შენიშვნა: ამ მუხლში გათვალისწინებული პროცენტების გამოანგარიშებისას გამოიყენება გამოცხადებული ტენდერის (დასრულებული ტენდერი, რომლის შედეგად გაფორმდა ხელშეკრულება) საწყისი ღირებულება. მუხლი 34. დამატებით გამოყოფილი და დარჩენილი აუთვისებელი ეკონომიის/ფინანსური რესურსის განაწილების წესი 1. საბიუჯეტო წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის გაზრდის შემთხვევაში, დამატებული თანხის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია. 2. ამ წესის 33 მუხლით დადგენილი წესების შედეგად დარჩენილი ეკონომიის/ფინანსური რესურსის განაწილების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს კომისია. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენება ამ წესის 32 და 33 მუხლებით განსაზღვრული პროცედურები.“. 3. 35 მუხლის მე-4 − მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს. |
მუხლი 2 |
1. ეთხოვოთ მუნიციპალიტეტებს, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, მიმდინარე საბიუჯეტო წელს პროექტების წარდგენა და სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების დაწყება, მომდევნო საბიუჯეტო წლისათვის პროექტების განხორციელების მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტში თანადაფინანსების გათვალისწინება.
2. დაევალოთ შესაბამის უწყებებს, 2022 წლის 1 იანვრამდე, ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული რეგულაციების ეფექტიანად განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, გარდა შესაბამისი თანხების გადარიცხვისა. |
მუხლი 3 |
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები