„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 589
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 390000000.10.003.023145
589
15/12/2021
ვებგვერდი, 15/12/2021
390000000.10.003.023145
„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №589

2021 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/05/2021, 390000000.10.003.022776) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ „ტყითსარგებლობის წესში“:

 1. მე-3 მუხლის „ნ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

 2. მე-12 მუხლში:

 ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 12. ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ვადა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო“;

 ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. ტყითსარგებლობის გეგმის ფორმასა და წესს ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო.“.

 3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტში:

 ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ა) ფართობის მიხედვით – პირწმინდა ჭრის სახის განხორციელებისას, ხეტყის მოცულობა იანგარიშება სანიმუშო ფართობის მიხედვით, რომლის ოდენობა უნდა შეადგენდეს აღრიცხვას დაქვემდებარებული ფართობის არანაკლებ 5%-ს;“;

 ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) ძირობრივი აღრიცხვით, ფართობის ან ხეტყის მასის მიხედვით – განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ჭრის დროს, ტყის ფაქტობრივი მდგომარეობის გათვალისწინებით;“.

 4. 51-მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის მიზნით ტყის ფართობი არ უნდა შეირჩეს ტერიტორიაზე, სადაც აუცილებელი გახდება ერთ ჰექტარზე 20 მ3-ზე მეტი ხის/ხეების მოჭრა. დასაშვებია ბუჩქნარისა და ქვეტყის პირწმინდად მოჭრა (ამოძირკვის გარეშე). მოჭრილი მერქნული რესურსიდან სარეალიზაციოდ ვარგისი მერქნული რესურსი გაიცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ, ამ წესით დადგენილი აუქციონის წესით და/ან ასევე ხეტყით სარგებლობის ბილეთით, თუ მოჭრილი მერქნული რესურსი საშეშეა.“.

 5. 61-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12-მე-13 პუნქტები:

 „12. განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების ვადის გაგრძელების სურვილის შემთხვევაში ტყითმოსარგებლე ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიმართოს არაუგვიანეს ამ უფლების ვადის გასვლამდე 60 კალენდარული დღის ვადაში.

 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ტყის მართვის ორგანო მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ან/და გაუთვალისწინებელი ფაქტობრივი გარემოების გამო ვერ მოახერხებს ადმინისტრაციული წარმოების დასრულებას ტყითმოსარგებლის უფლების ვადის გასვლამდე, აღნიშნული ვადა არ ჩაითვლება გასულად და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ტყითმოსარგებლეს გაუგრძელდება ტყითსარგებლობის ვადა. მე-12 პუნქტში მითითებული ვადის ტყითმოსარგებლის მიერ დარღვევის შემთხვევაში, მართვის ორგანოში მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება არ აჩერებს ტყითსარგებლობის უფლების მოქმედების ვადას.“.

 6. 62-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ტყის ტერიტორიაზე 360-მდე დაქანების ფერდობებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) ამ წესის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სარგებლობის ფარგლებში მიწის სამუშაოების და/ან სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელებისთვის საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია, ჭრების დაწყებამდე 15 დღით ადრე ტყის მართვის ორგანოს წერილობით წარუდგინოს და მერქნული რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს: პირის საიდენტიფიკაციო ნომერი, ტყეკაფის მონიშვნის მასალები (მათ შორის, აღრიცხვის მასალები, ამ წესის დანართი №1-ის მიხედვით). ასევე ტყის მართვის ორგანოს წარუდგინოს საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო ტერიტორიის კოორდინატები UTM კოორდინატთა სისტემაში, Shp-ფაილების ელექტრონული ვერსია, საკადასტრო აზომვით ნახაზთან ერთად, საქართველოს წითელი ნუსხით დაცული ველური მცენარეების ბუნებრივი გარემოდან ამოღების თანხმობა სამინისტროდან ან შესაბამისი უწყებიდან. ტყის მართვის ორგანო ტყეკაფის აღრიცხვის მასალების მიღებიდან 15 დღეში უზრუნველყოფს ტყეკაფის გამოყოფას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც წარდგენილი მასალები საჭიროებენ დაკორექტირებას) და ტყეკაფის ათვისების ხელშეწყობისათვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელებას. ეს წესი არ ვრცელდება ამავე წესის 61-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.“.

 7. 67-მუხლში:

 ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცულ ტერიტორიებზე) ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოსთვის გადაცემა ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება ტყის საზღვრებსა და დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიებზე) ჭრის, ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ აღნიშნული მერქნული რესურსის სამასალე მერქნად (I-ხარისხი) და საშეშე მერქნად (II-ხარისხი) დახარისხება ხორციელდება ამ ხეტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:

 „3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსი, ტყეკაფამდე მისასვლელი სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას/რეკონსტრუქციისას მოჭრილი მერქნული რესურსი, სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მოვლითი ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, ასევე სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, გაიცეს არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, თვითმმართველი ერთეულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხეტყით უზრუნველსაყოფად.

 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით მერქნული რესურსის გაცემის შემთხვევაში:

 ა) I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; მიღებული მორის III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

 ბ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის დადგენილი;

 გ) გადახდილი უნდა იქნეს მერქნულ რესურსზე ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის მომსახურების საფასური.“.

 8. 68-მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „9. მომსახურების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში გაწეული მომსახურების გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება, გარდა ხეტყის დამზადების ბილეთით დადგენილი ხეტყის სრული მოცულობით აუთვისებლობის შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირი ხეტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადის გასვლიდან 15 კალენდარული დღის ვადაში შესაბამისი განცხადებით მიმართავს ტყის მართვის ორგანოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს გაწეული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

 9. 68-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10 პუნქტი:

 „10. ხეტყით სარგებლობის ბილეთით განსაზღვრული ხეტყის ნაწილობრივ გატანის შემთხვევაში გადახდილი საფასური უკან არ ბრუნდება. ხეტყით სარგებლობის ბილეთით განსაზღვრული ხეტყის 15 კალენდარული დღის განმავლობაში საერთოდ არგატანის შემთხვევაში, გადახდილი საფასური უკან ბრუნდება, იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირი შესაბამისი განცხადებით მიმართავს ტყის მართვის ორგანოს ხეტყით სარგებლობის ბილეთის აღებიდან არაუგვიანეს ზემომითითებული 15 კალენდარული დღის გასვლამდე.“.

 10. 75-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის ან/და ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, ასევე სხვა ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომლის დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაბარდეს ტყის მართვის ორგანოს, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, კომპენსაციის სახით, 1 მ​3 მერქნულ რესურსზე 3 ლარის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, ხოლო დარჩენილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.“.

 11. 75-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

 „11. დაცულ ტერიტორიებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის ან/და ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომლის დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაბარდეს ტყის მართვის ორგანოს, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს, კომპენსაციის სახით, 1 მ​3 მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.“.

 12. 78-მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 13. 78-მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

 „5. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭებისას დაადგინოს დამატებითი პირობები.“.

 14. 81-მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „3. საშეშე მერქნული რესურსის მოცულობის სრულად ან ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად, ხეტყით სარგებლობის ბილეთით მერქნული რესურსი სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძლება გაიცეს ასევე სოციალური ჭრის უფლების მქონე მოსახლეობაზეც. ამ წესით საშეშე მერქნული რესურსით სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს აღარ აქვს უფლება, ისარგებლოს ხეტყის (საშეშე მერქნული რესურსის) დამზადების ბილეთით. თუ ამ პუნქტში მითითებული წესით ხდება ამ წესით გათვალისწინებული 7 მ3 ან 15 მ3 მოცულობიდან მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილება (დაცულ ტერიტორიებზე, კალენდარული წლის გამავლობაში ერთ კომლზე გასაცემი ხეტყის ოდენობა დგინდება დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით), პირს უფლება აქვს, მოცულობაში სხვაობა დამატებით დაამზადოს (შეივსოს) სოციალური ჭრისათვის გამოყოფილი შესაბამისი ტყეკაფის ფარგლებში ხეტყის დამზადებით. ამ პუნქტში მითითებულ შემთხვევებში, მერქნული რესურსის ტყის მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხორციელდება შესაბამისი ცვლილებების შეტანა (ასახვა).

 4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, პირდაპირი მიყიდვის ფორმით მოსახლეობას გადასცეს მრგვალი ხეტყე (მორი) გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში (ხანძარი, სტიქიური უბედურება ან/და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები), რომელთა შედეგად დაზიანდა ან/და განადგურდა საცხოვრებელი სახლი. მერქნული რესურსის პირდაპირი მიყიდვის თაობაზე ფორმდება შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსახლეობის მიერ მოთხოვნილი რესურსის დასაბუთებულობას შეისწავლის სახელმწიფო რწმუნებულის (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემთხვევაში – შესაბამისი თვითმმართველი ერთეულის) მიერ შექმნილი კომისია. კომისიის მუშაობაში ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს წარმომადგენელი მონაწილეობას არ იღებს. კომისია ადგილზე შეისწავლის მოთხოვნის შესაბამისობას ფაქტობრივ მდგომარეობასთან, რაზედაც დგება კომისიის დასკვნა. დასკვნა, თანდართულ ფოტოსურათებთან ერთად, წარედგინება ტყის მართვის ორგანოს, რომელიც შესაბამისი მერქნული რესურსის არსებობის შემთხვევაში წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე გასცემს მოთხოვნილ მერქნულ რესურსს.“.

 15. 83-მუხლში:

 ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ტყის მართვის ორგანოს მიერ დამზადებული მერქნული რესურსის, მერქნული რესურსის პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსების, ასევე ხის მეორეხარისხოვანი მასალების საკუთრებაში გაცემის მიზნით გამართული ელექტრონული აუქციონის საწყისი საორიენტაციო ფასი ყოველწლიურად დგინდება სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. აუქციონს დაქვემდებარებული ტყით სპეციალური სარგებლობის (გარდა ამავე მუხლში მითითებული გამონაკლისისა) უფლებით გაცემის მიზნით ტყითსარგებლობის ობიექტის წლიური საიჯარო ქირის ღირებულება დგინდება ამ წესის დანართი №10-თ განსაზღვრული ფასების ცხრილის მიხედვით, რომელიც აიღება გამოსაცხადებელი აუქციონის წლიურ საწყის ფასად. ამავე მუხლის ამავე პუნქტით განსაზღვრული ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით გაცემის მიზნით პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში, აუქციონის წლიური საწყისი ფასი შესაძლებელია განისაზღვროს ამავე წესით დადგენილ ფასზე ნაკლები ოდენობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით. ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისათვის გამართული აუქციონის წლიური საწყისი ფასი შეადგენს 8 000 ლარს 1 ჰექტრამდე, ხოლო 1 ჰექტარზე მეტი ფართობის მოთხოვნის შემთხვევაში, ფასი განისაზღვრება ყოველ მომდევნო კვადრატულ მეტრზე 0,8 ლარის ოდენობით. სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობისთვის ყოველ ნახევარ ჰა-ზე სარგებლობის ფასს შეადგენს 200 ლარი (ნახევარ ჰა-ზე დამრგვალებით).“;

 ბ) მე-8 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 16. 86-მუხლის:

 ა) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 „41. დაცულ ტერიტორიებზე (გარდა დაცული ტერიტორიების იმ კატეგორიებისა და ზონებისა, სადაც კანონმდებლობით აკრძალულია ტყითსარგებლობა) ტყით განსაკუთრებული დანიშნულებით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის ან/და ისეთი ჭრების განხორციელებისას, რომლის დროსაც მერქნული რესურსი უნდა ჩაბარდეს ტყის მართვის ორგანოს, ასევე მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის შემთხვევაში, მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი, საიდანაც მართვის ორგანო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში უზრუნველყოფს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მოსაკრებლის გადახდას, ხოლო დარჩენილი თანხა წარმოადგენს მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს.“;

 ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „5. ტყის მართვის ორგანოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების ფარგლებში, ასევე ტყის მართვის ორგანოს მიერ სატყეო პლანტაციური მეურნეობის წარმოების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსის საკუთრების უფლებით გაცემის მიზნით გამართულ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, აუქციონში გამარჯვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში ტყის მართვის ორგანოს ანგარიშზე ჩარიცხოს მის მიერ ელექტრონულ აუქციონზე შეთავაზებული საბოლოო ფასი. აღნიშნული თანხიდან აუქციონში გამარჯვებულისათვის მერქნული რესურსის გადაცემამდე ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში), მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.“;

 გ) მე-8 − მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „8. ამ წესის 81-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იმავე მუხლით განსაზღვრული სუბიექტებისათვის მრგვალი ხეტყის (მორის) პირდაპირი მიყიდვის შემთხვევაში, მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი ფასი, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. აღნიშნული თანხიდან I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის, ხოლო III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში) მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

 9. პირდაპირი მიყიდვის ფორმით, მოსახლეობისათვის სამეურნეო მიზნებისათვის ბოძის, სარის, ჭიგოს საკუთრებაში გაცემის შემთხვევებში გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, ბოძის გაცემის შემთხვევაში გადახდილი თანხიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში) მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

 10. ტყის მართვის ორგანოს მიერ გამოყოფილ სპეციალურ ადგილას დაქუცმაცებული ან დაუქუცმაცებელი სახით დასაწყობებული ან ტყის მართვის ორგანოს მიერ ტყიდან გამოტანილი ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გადაცემისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით დადგენილი საფასური, ხოლო სარისთვის, ჭიგოსა და ბოძისათვის გადახდილი უნდა იქნეს სახელმწიფო საექსპერტო დაწესებულების მიერ ყოველწლიურად შედგენილი შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული საფასური, რაც წარმოადგენს ტყის მართვის ორგანოს დაფინანსების წყაროს. ამასთან, გადახდილი თანხიდან ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდას შესაბამისი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში) მერქნული რესურსის საკუთრებაში გადაცემამდე.

 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად აუქციონში გამარჯვებულის მიერ ჩარიცხული თანხებიდან სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დაწესებული მომსახურების საფასურის თანხის თავის ანგარიშზე ჩარიცხვას, ხოლო აუქციონზე შეთავაზებული ფასის − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩარიცხვას.“.

 17. 90-მუხლში:

 ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „2. ხეტყის დამზადების ბილეთი გაიცემა სოციალური დანიშნულების ჭრისთვის გამოყოფილი კონკრეტული ტყეკაფის ფარგლებში და მისი მოქმედების ვადაა მისი გაცემიდან 90 კალენდარული დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ვადაგასული ბილეთის ნაცვლად ახალი ბილეთი არ გაიცემა. ასევე არ დაიშვება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება.“;

 ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 „21. ხეტყით სარგებლობის ბილეთი გაიცემა სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) საშეშე მერქნული რესურსის გატანისათვის და მისი მოქმედების ვადაა გაცემიდან 15 კალენდარული დღე. ამ ვადის გასვლის შემდეგ ბილეთების მოქმედება წყდება და ვადაგასული ბილეთის ნაცვლად ახალი ბილეთი არ გაიცემა. ასევე არ დაიშვება მისი მოქმედების ვადის გაგრძელება.“;

 გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

 „31. სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) დადგენილ ვადებში საშეშე მერქნული რესურსის სრულად ან ნაწილობრივ გაუტანლობის შემთხვევაში, ხეტყით სარგებლობის ბილეთი უქმდება და საფასური უკან არ ბრუნდება (გარდა ამ წესში მითითებული გამონაკლისისა). ასეთ შემთხვევაში, სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან საშეშე მერქნული რესურსის გატანით დაინტერესებული პირი შესაბამისი საფასურის ხელახლა გადახდის დამადასტურებელი ქვითრით წერილობით მიმართავს ტყის მართვის ორგანოს ხეტყით სარგებლობის ბილეთის მისაღებად, რომელიც, ვადაგასული ბილეთის საფუძველზე, საშეშე ხეტყის რესურსის დარჩენილ ოდენობაზე გასცემს ხეტყით სარგებლობის ახალ ბილეთს (შესაძლებელია, შეიცვალოს სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილი).“;

 დ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

 18. დაემატოს შემდეგი შინაარსის 911 მუხლი:

 „მუხლი 911. ხეტყით სარგებლობის ბილეთი

 სოციალური ჭრის უფლების მქონე მოსახლეობაზე საშეშე მერქნული რესურსი ასევე გაიცემა შემდეგი დოკუმენტის საფუძველზე:

 ა) ხეტყით სარგებლობის ბილეთი;

 ბ) ხეტყის სარგებლობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

 19. დაემატოს შემდეგი შინაარსის 92მუხლი:

 „მუხლი 921. ხეტყით სარგებლობის ბილეთის ფორმა და რეკვიზიტები

 ხეტყით სარგებლობის ბილეთი მოიცავს ინფორმაციას ბილეთის ნომრის, სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილის მდებარეობის, საშეშე მერქნული რესურსის სახეობის, მოცულობის შესახებ, ასევე ბილეთის მოქმედების ვადის შესახებ. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, ხეტყით სარგებლობის ბილეთში ასახოს სხვა ინფორმაციაც.“.

 20. 95-მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 95. საკომპენსაციო საფასურის ფარგლებში გადახდილი თანხების გამოყენების გარდამავალი მოწესრიგება

 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიეცეთ უფლება, მათ ანგარიშზე 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით არსებული და 2020 − 2023 წლებში მიღებული საკომპენსაციო საფასურის ფარგლებში გადახდილი თანხები 2020 − 2023 წლების განმავლობაში გამოიყენონ საკუთარი მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებისთვის გასაწევი გადასახდელების დაფინანსებისათვის.“.

 21. 98-მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ელექტრული ქსელების არსებულ სახაზო ნაგებობებთან დაკავშირებული განსაკუთრებული დანიშნულებით ტყითმოსარგებლეებზე 2023 წლის 1 იანვრამდე არ გავრცელდეს ამ წესით გათვალისწინებული, ასეთი სარგებლობის განხორციელებისათვის საჭირო საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება. ასეთმა სუბიექტებმა ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინონ მოთხოვნილი ფართობის Shp-ფაილები.“.

 

 22. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №2

 

საქართველოს ტყეებში გავრცელებული ძირითადი მერქნიანი სახეობების (ჯიშების) სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება

მერქნიანი სახეობა (ჯიში)

ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა, წელი

სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება, წელი

სიმწიფის (ჭრის) ხნოვანების კლასი

1

სოჭი, ნაძვი

20

121-160

VII-VIII

2

ფიჭვი

20

101-140

VI-VII

3

წიფელი (თესლითი)

20

121-160

VII-VIII

4

წიფელი (ამონაყრითი)

10

61-80

VII-VIII

5

რცხილა (თესლითი)

20

81-120

V_VI

6

რცხილა (ამონაყრითი, ჯაგრცხილა)

10

41-60

V-VI

7

არყი

10

61-80

VIIVIII

8

ვერხვი

10

41-60

VVI

9

მურყანი (თხმელა) თესლითი, ტირიფი

10

41-60

VVI

10

მურყანი (თხმელა) ამონაყრითი

5

21-30

VVI

11

აკაცია თესლითი

10

41-60

VVI

12

აკაცია (ამონაყრითი)

2

9-12

VVI

 

შენიშვნა: ამ დანართის მიზნებისთვის მე-11 და მე-12 პუნქტებით დადგენილი სიმწიფის (ჭრის) ხნოვანება არ ვრცელდება პლანტაციურ მეურნეობაში (მათ შორის, აკაციის კორომებში) სამეურნეო ჭრაზე.“.

 23. დანართი №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

დანართი №4

სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოების: სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოს, სსიპ – დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასური

 

მომსახურების დასახელება

 

მომსახურების საფასური

ლარობით

გადახდის პერიოდი

1

2

3

4

5

6

7

 

1

                 

2

მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:

 

მომსახურების საფასური

 ლარობით

 

2.1

მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება

0,1 ჰა-მდე

– 100 ლარი

0,1 ჰა-დან 1,0 ჰა-მდე

–200 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

 – 500 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

 – 1000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

– 2000 ლარი

20 ჰა-დან 100 ჰა-მდე

 – 2500 ლარი

100 ჰა-დან 1000 ჰა-მდე

– 5000 ლარი

მიღება ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

2.2

მიწის ნაკვეთის ან/და აბრისის ან სიტუაციური გეგმის მომზადება

შენიშვნა: მე-7 სვეტში მითითებულ ფართობზე მეტი ფართობის შემთხვევაში, მე-7 სვეტში მითითებულ მომსახურების საფასურს ემატება, შესაბამისად, მე-2 – მე-7 სვეტებში მითითებული მომსახურების საფასური, ფართობის მიხედვით

3

სალიცენზიო ობიექტის მომზადება:

მომსახურების საფასური

ლარობით

 

3.1

სამონადირეო მეურნეობისათვის შერჩეული ფართობების კონტურების დადგენის მიზნით

1 ჰექტარი – 1 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

3.2

სოჭის გირჩის მოპოვებისათვის ლიცენზიის გაცემის მიზნით შერჩეული ფართობების კონტურების დადგენა

1 ჰექტარი – 1 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

4

ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისათვის:

მომსახურების საფასური

 ლარობით

 

4.1

1 კუბური მეტრი ხეტყის მოპოვებისთვის (გარდა ძირნაყარი ხეტყისა)

3 ლარი

წინასწარ

4.2

1 კუბური მეტრი ძირნაყარი ხეტყის მოპოვებისთვის

3 ლარი

წინასწარ

5

ტყეკაფის მონიშვნა (გარდა სოციალური ჭრების ფარგლებში მონიშნული ტყეკაფებისა) ან/და მერქნული რესურსის აღრიცხვა

მომსახურების საფასური ლარობით

 

5.1

აღრიცხული მერქნული რესურსის ერთი მ​​​​​​​3-ისთვის

3 ლარი

 მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

ერთი კვადრატული მეტრი ფართობის შესწავლისთვის 0.1 ლარი.

6

ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება

 მომსახურების საფასური ლარობით

 

6.1

1 კუბური მეტრი ხეტყისათვის

3 ლარი

წინასწარ

7

მატერიალური სახის ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა

მომსახურების საფასური ლარობით

 

7.1

1 ცალი

50 თეთრი

წინასწარ

8

სპეციალური ფირნიში

მომსახურების საფასური ლარობით

 

8.1

1 ცალი

1 ლარი

წინასწარ

9

საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა

1 კუბური მეტრი – 35 ლარი

წინასწარ

10

სახელმწიფო ტყის სპეციალურ სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება (ხეტყის დამზადება), გარდა ტყის მდგრადი მართვის პრინციპებიდან გამომდინარე, სააგენტოს, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სპეციალური სარგებლობის ჭრების შემთხვევისა, ასევე ამავე მიზნებისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხეტყის დამზადება სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ

მომსახურების საფასური ლარობით

 

11.1

ხეტყის დამზადება 31​​​0-მდე დაქანების ფერდობებზე და მისი ტრანსპორტირება 30

 კმ-ის ჩათვლით

1 კუბური მეტრი – 120 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

11.2

ხეტყის დამზადება 31​​​0 და მეტი დაქანების ფერდობებზე და მისი ტრანსპორტირება 30 კმ-ის ჩათვლით

1 კუბური მეტრი – 150 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

შენიშვნა: თუ ხეტყის ტრანსპორტირების მანძილი 30 კმ-ს აღემატება, ყოველ შემდეგ კილომეტრზე ფასს დაემატება 1 კუბური მეტრისთვის 0,50 ლარი. ასევე, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოიზიდოს ჭრის ადგილიდან, სპეციალური ჭრის უფლების მქონე პირი ვალდებულია, გადაიხადოს ასეთი შემთხვევისათვის ამ წესით დადგენილი შესაბამისი საკომპენსაციო საფასური. საკომპენსაციო საფასური არ გადაიხდევინება, თუ ხეტყის დამზადება ხორციელდება სახელმწიფო ტყის ფარგლებს გარეთ (გარდა ამ წესით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

 

12

სატყეო სააგენტოს მიერ მოპოვებული და დაქუცმაცებული 1 კუბი ხეტყის ნარჩენის ტრანსპორტირება

1 კმ – 0.45 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

13

სატყეო გზების მოწყობა/რეაბილიტაციის პროექტირება (ხარჯთაღრიცხვით)

 

13.1

სატყეო გზის მოწყობის პროექტირება

1 კმ-ის ჩათვლით, 1500 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

1-კმ-ზე მეტი დამატებულ ყოველ 100 მეტრს დაემატება 150 ლარი.

13.2

სატყეო გზის რეაბილიტაციის პროექტირება

1 კმ-ის ჩათვლით, 1000 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

1-კმ-ზე მეტი დამატებულ ყოველ 100 მეტრს დაემატება 100 ლარი.

13.3

სატყეო გზის მოწყობა/რეაბილიტაცია

13.1-სა და 13.2-ში ფარგლებში დამზადებული პროექტის ხარჯთაღრიცხვის შესაბამისი ღირებულება

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

შენიშვნა: 13.1-სა და 13.2-ში მითითებულ მომსახურებების ფასს დაემატება შესაბამისი საექსპერტო დაწესებულების მომსახურების საფასური.

14

აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტების მომზადება

14.1

აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტის მომზადება

1 ჰა-მდე

2500 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

 5000 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

10000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

15 000 ლარი

20 ჰა-დან 40 ჰა-მდე

 

20 000 ლარი

 

 

40 ჰა-დან 100 ჰა-მდე

30 000 ლარი

100 ჰექტარი და მეტი

 

 

35000 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდა-რული დღის ვადაში

14.2

ენტო და ფიტო-პათოლოგიური შეფასება

1 ჰა-მდე

2000 ლარი

1 ჰა-დან 5 ჰა-მდე

3500 ლარი

5 ჰა-დან 10 ჰა-მდე

6000 ლარი

10 ჰა-დან 20 ჰა-მდე

10 000 ლარი

20 ჰა-დან

40 ჰა-მდე

14 000 ლარი

 

40 ჰა-დან 100 ჰა-მდე

17 500 ლარი

100 ჰექტარი და მეტი

22 500 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდა-რული დღის ვადაში

14.3

ერთეული ხეების შესწავლა

1-დან 10 ხემდე

500 ლარი

 

10-დან 50 ხემდე

700 ლარი

მიღება- ჩაბარების გაფორმებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში

 

შენიშვნა: მე-14 პუნქტში მითითებულ მომსახურებების ხარჯებში არ შედის სხვა პირების მიერ გასაწევი მომსახურების თანხა. აღნიშნული თანხა გადახდილ უნდა იქნეს დაინტერესებული პირის მიერ

   

15

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების არსებობის შესახებ ცნობის გაცემა

 

50 ლარი

 

წინასწარ

 

16

ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების მიზნით ტყითსარგებლობის უფლების დოკუმენტის გაცემა

200 ლარი

წინასწარ

 

.“.             

 24. დანართი №6 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

 

დანართი №6

საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი

ცხრილი №1

​​​3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი), ჯგუფების მიხედვით

მოცულობა ​​3

I ჯგუფი

უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი

II ჯგუფი

მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი

III ჯგუფი

წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი

IV ჯგუფი

ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია

V ჯგუფი

ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები

1

1 ​​​3-ის თანხა

80

75

73

70

60

2

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

3

სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით

4

დაცულ ტერიტორიაზე ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით

5

დაცულ ტერიტორიაზე წითელი ნუსხით განსაზღვრული ხემცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა, სახეობების მიხედვით.

 

ცხრილი №2

ფართობის მოცულობა

საბაზისო თანხა (ლარი)

1

1-დან – 500 მ​​​2-მდე

500

2

500 მ​​​2-დან -1000 მ​​​2-მდე

1000

3

1000 მ​​​2-დან – 5000 მ​​​2-მდე

1600

4

5000 მ​​​2-დან 

0,36 ყოველ მ​​​2-ზე.“.

 

25. დანართი №8 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

დანართი №8

 

საშეშე მერქნული რესურსის სარეალიზაციო ფასები

მერქნული რესურსის

სახეობა

მ​​​​3-ის სარეალიზაციო ფასი

ტრანსპორტირებით

მ​​​​3-ის სარეალიზაციო ფასი

ტრანსპორტირების გარეშე (დასაწყობების ადგილიდან)

ფოთლოვანი მერქნიანი სახეობები

105 ლარი

 90 ლარი

 წიწვოვანი მერქნიანი სახეობები

 100 ლარი

 85 ლარი

 შენიშვნა: დადგენილი სარეალიზაციო ფასები ტრანსპორტირებით მოცემულია 30 კმ-ის ჩათვლით, ხოლო 30 კმ-ის ზევით ყოველ მომდევნო კილომეტრზე ფასს ემატება 1 მ​​​3 -სთვის 0,50 ლარი, საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება №4 დანართით. ტრანსპორტირების ვადაა ხეტყით სარგებლობის ბილეთის წარდგენიდან 40 კალენდარული დღე.“.

 

 26. დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №10:

 

 „დანართი №10

ტყითსარგებლობის სახე

ერთეული

საწყისი სააუქციონო ფასი (ლარში)

პლანტაციური მეურნეობის მოწყობა

1 კვ.მ

0.5

სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობა

 1 ჰა

25 ლარი (ფასის ჰექტრამდე დამრგვალებით)

საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობა

1 კვ.მ

1

ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობა

1 კვ.მ

0.25.“.

 

მუხლი 2
1. სსიპ – ეროვნული სატყეო სააგენტოსა და სსიპ − აჭარის სატყეო სააგენტოს მიენიჭოთ მათ მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ელექტრონული საკომუნიკაციო (კავშირგაბმულობის) ქსელების სახაზო ნაგებობისა და მასთან დაკავშირებული ტექნიკურ-საინჟინრო ინფრასტრუქტურის პირდაპირი წესით, აუქციონის გარეშე, ხელშეკრულების გაფორმებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების გაცემის განსაკუთრებული უფლებამოსილება იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის, რომელთაც ეს ქსელები და ინფრასტრუქტურა სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განთავსებული აქვთ 2011 წლის 1 ივლისამდე. 

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ტყითმოსარგებლე სუბიექტები (პირები) ვალდებულები არიან:

ა) ტყით სპეციალური სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების მიზნით, სააგენტოში წარადგინონ ასეთი სახის ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭებისთვის საჭირო, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილებით განსაზღვრული დოკუმენტაცია და დაიცვან შესაბამისი პროცედურები;

ბ) გადასახდელი წლიური საფასური − 8 400 ლარი გადაიხადონ ხელშეკრულების გაფორმებიდან  10 დღის ვადაში, ხოლო ყოველ მომდევნო წელს გადაიხადონ არაუგვიანეს ხელშეკრულების გაფორმების შესაბამისი თარიღისა.

3. ყოველწლიური გადასახდელი თანხის ოდენობა შესაძლოა შეიცვალოს შესაბამის საკანონმდებლო აქტებში განხორციელებული ცვლილებ(ებ)ის საფუძველზე.

მუხლი 3
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის 25-ე პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის 25-ე პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი