„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 590
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.023146
590
15/12/2021
ვებგვერდი, 15/12/2021
300160070.10.003.023146
„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №590

2021 წლის 15 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 15/01/2014, 300160070.10.003.017666) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.  მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) ხეტყით სარგებლობის ბილეთის საფუძველზე გაცემულ საშეშე მერქნულ რესურსზე შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის დამატებით გაცემა არ ხდება და მისი ტრანსპორტირების საფუძველია მხოლოდ ზედნადები ან/და სხვა შესაბამისი დოკუმენტი. სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილებიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) საშეშე მერქნული რესურსის დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების (მიტანის) ვადაა 12 საათი და ასეთი რესურსის ტრანსპორტირებაზე არ ვრცელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლით გათვალისწინებული წესები.“.

2.  მე-6 მუხლის:

ა) მე-8 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„ა) სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხეტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე ხეტყის სარგებლობის ბილეთით შეძენილი საშეშე მერქნული რესურსის ნებისმიერი ფორმით გასხვისება;

ბ) სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხეტყის ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე ხეტყის სარგებლობის ბილეთით შეძენილი საშეშე მერქნული რესურსის  ტრანსპორტირება იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა სოციალური ჭრის წესით ხეტყის დამზადება ან  სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოებიდან) ხეტყით სარგებლობის ბილეთის საფუძველზე საშეშე მერქნული რესურსის გატანა, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული)  იურიდიული  პირების  ხეტყით უზრუნველყოფისას და მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი იმ შემთხვევებისა, როდესაც შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ან ქ. თბილისის ადგილობრივი მოსახლეობისთვის II ხარისხის ხის დამზადების მიზნით, სოციალური ჭრის ტყეკაფი გამოყოფილია ავტონომიური რესპუბლიკის ან შესაბამისი მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ქ. თბილისის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს გარეთ ან, თუ სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილი (მათ შორის, საქმიანი ეზო), საიდანაც ხეტყით სარგებლობის ბილეთის საფუძველზე ხდება უკვე დამზადებული საშეშე მერქნული რესურსის გატანა, მდებარეობს ამ საზღვრებს გარეთ;“;

ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხეტყის ან სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხეტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის, ასევე სახელმწიფო ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი დასაწყობების ადგილიდან (მათ შორის, საქმიანი ეზოდან) ხეტყით სარგებლობის ბილეთის საფუძველზე გამოტანილი საშეშე მერქნული რესურსის ტრანსპორტირებისადმი ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა წარმოადგენს სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული ხეტყის ტრანსპორტირების წესების დარღვევას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი