,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21-ს
დოკუმენტის მიმღები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი ავტონომიური რესპუბლიკის კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010240010.30.060.016074
21-ს
15/12/2021
ვებგვერდი, 20/12/2021
010240010.30.060.016074
,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო
 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

კანონი

 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), ვებგვერდი, 27/03/2020; სარეგისტრაციო კოდი: 010240010.30.060.016060) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:

1. კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;“.

2. კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, ამ კანონის გათვალისწინებით, უზრუნველყოს  კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს  2022 წლის 1 იანვრიდან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარერუსლან აბაშიძე

 

 

15 დეკემბერი 2021 წ.

ქ. თბილისი

N21-ს