„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 2-1682
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
მიღების თარიღი 24/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.016698
2-1682
24/12/2021
ვებგვერდი, 28/12/2021
040030000.22.023.016698
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი
 
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-1682

2021 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ :

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 26 დეკემბრის №2-1258 ბრძანებაში (სსმ, ვებგვერდი, 26.12.2019; სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.023.016612) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების მე-2 მუხლით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს დებულების“:

1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1 “–„დ5 “ ქვეპუნქტები:

„დ1) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში მონაწილეობა, ასევე ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა და მათი განხორციელება;

2) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია და სპეციალური მოკვლევის ჩატარება, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება, ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის ჩამოყალიბება და მისი მართვა;

3) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის დამტკიცება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე მისი მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

4 ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემა და ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება;

5) ქარსაფარი ზოლის სარგებლიანობის თაობაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.“

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1 “–„ზ6 “ ქვეპუნქტები:

„ზ1 ) ქარსაფარი ზოლის აღდგენის და გაშენების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;

2 ) ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციისა და სპეციალური მოკვლევის ჩატარების, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

3) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მართვის გეგმის შემუშავებისა და დამტკიცებისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

4) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემამდე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის მოვლის და დაცვის ღონისძიებების უზრუნველყოფა;

5) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქარსაფარი ზოლის სამეურნეო მიზნით გამოყენებისათვის მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის დაინტერესებული პირისათვის სარგებლობის უფლებით გადაცემისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა;

6) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელების უფლების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო ღონისძებების უზრუნველყოფა;“.

3. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1 “ ქვეპუნქტი:

„გ1) ქარსაფარი ზოლის აღრიცხვის სისტემის შექმნისა და მართვის უზრუნველყოფა;“

4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1 “ ქვეპუნქტი:

„დ1) ქარსაფარი ზოლის აღდგენის, გაშენების და მართვის სახელმწიფო პროგრამის შემუშავებაში და განხორციელებაში მონაწილეობა;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრილევან დავითაშვილი