დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ (კოდი 02 01 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/11/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.147.016258 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ (კოდი 02 01 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე,ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ (კოდი 02 01 05) განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 09/01/2020; 010250050.35.147.016226) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ 2. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. დამტკიცდეს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ განხორციელების წესი №1 დანართის შესაბამისად.“ 3. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ განხორციელების წესი“ 4. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება“ განხორციელების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საინიციატივო ჯგუფის მიერ საერთაშორისო ან ადგილობრივი დაფინანსების (გრანტი) მოზიდვის შემთხვევაში პროექტების თანადაფინანსების პროცედურებსა და პირობებს ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული შესაბამისი ქვეპროგრამის ფარგლებში.“ 5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ქვეპროგრამა – ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის „ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსება.“
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები