დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1165-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 17/12/2021 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2021 |
სარეგისტრაციო კოდი | 200000000.05.001.020461 |
|
საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
|
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 173-ე მუხლის: ა) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) საქართველოს საბაჟო კოდექსის 107-ე მუხლით გათვალისწინებული დაბრუნებული საქონლის იმპორტი, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან;“; ბ) „ყ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ყ) საქონლის იმპორტი საერთაშორისო დიპლომატიური და საკონსულო შეთანხმების შესაბამისად, თუ ეს საქონელი გათავისუფლდა იმპორტის გადასახადისგან;“. 2. 192-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ მუხლის 11 და 12 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის ან/და საქონლის იმპორტის განხორციელებამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 1901მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქონლის შემძენი ან/და მიმღები პირისთვის გადაცემამდე აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას ექვემდებარება: ა) აქციზით დასაბეგრი ალკოჰოლიანი სასმელი; ბ) თამბაქოს ნაწარმი (მათ შორის, თამბაქოს ნედლეული, თამბაქოს ნარჩენები); გ) სითხეები ნიკოტინის შემცველობით ან ნიკოტინის შემცველობის გარეშე, განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტით მოხმარებისთვის.“; ბ) 11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი: „12. საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 3824 90 980 01 კოდში მითითებული საქონლის იმპორტის შემთხვევაში იმპორტიორის მიერ აქციზური საქონლის აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდების წესი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“; გ) მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2401, 2403 11 000 00, 2403 19 000 00 და 2403 91 000 00 კოდებში მითითებული საქონლის იმპორტი;“; დ) მე-7 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა: „შენიშვნა: ამ ნაწილის მოქმედების წესი ამ მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით.“. 3. 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ძ“ და „წ“ ქვეპუნქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად საქონლის იმპორტი;“. 4. 199-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) საქონლის მიმართ გამოყენებული საბაჟო პროცედურები/რეექსპორტი (გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საქონლის იმპორტისა და დროებით შემოტანისა) საქართველოს საბაჟო კოდექსით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, აგრეთვე თავისუფალი ვაჭრობის პუნქტში საქონლის განთავსება;“. 5. 309-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 132-ე ნაწილი: „132. 2023 წლის 1 იანვრამდე დღგ-ისგან გათავისუფლებულია საქონლის იმპორტი ამ კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ და „ო“ ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად, იმავე მუხლის შენიშვნის გათვალისწინებით, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან საქონლის იმპორტისა.“. 6. 310-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ კოდექსის 173-ე მუხლის „შ“ ქვეპუნქტისა და 199-ე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის მოქმედება შეჩერდეს 2023 წლის 1 იანვრამდე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
თბილისი, 17 დეკემბერი 2021 წ. N1165-VIმს-Xმპ |
დოკუმენტის კომენტარები