დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1146-VIმს-Xმპ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 27/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 380000000.05.001.020458 |
|
„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
მუხლი 1. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №16, 26.06.96, გვ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე განთავსებულ წიაღით სარგებლობის ობიექტს წიაღით სარგებლობის სახეობის მიხედვით უწესდება მიწის მინაკუთვნი, რომელიც გამოიყოფა წიაღით სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით. მიწის მინაკუთვნი მოიცავს დასამუშავებელ საბადოს, მასთან დაკავშირებული წიაღისეულის საწყობს, ფუჭი ქანის სანაყაროს, აგრეთვე კუდის ან სხვა ნარჩენის განთავსების ადგილს. იგი სარეკულტივაციო მიწებს განეკუთვნება. კონკრეტული გეოლოგიური და სამთო-ტექნიკური პირობების გათვალისწინებით მიწის მინაკუთვნის დაწესებისა და მისი ზომების განსაზღვრის საკითხს განიხილავს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო. დაწესებული მიწის მინაკუთვნი წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდის მართვის წესის შესაბამისად შეიტანება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში, როგორც წიაღის ფონდის მიწა, რის შემდეგაც იგი საჯარო რეესტრში აღირიცხება. წიაღის ფონდის მიწაზე შეიძლება წარმოებდეს ან დროებით არ წარმოებდეს წიაღით სარგებლობა. ამ კანონის 39-ე მუხლის თანახმად, დასაშვებია ტექნოგენური საბადოთი დაფარული მიწის ფართობის განაშენიანება, ხოლო წიაღით სარგებლობის სხვა ობიექტის დროებითი განაშენიანება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დროის მოცემულ მონაკვეთში იგი წიაღით სარგებლობისთვის არ გამოიყენება. თუ წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან ობიექტის ნაწილზე წიაღით სარგებლობა არ დაწყებულა, შესაძლებელია შესაბამისი მიწის ფართობით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობა 1 წლამდე ვადით, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. აკრძალულია წიაღის ფონდის მიწის საკუთრების უფლებით, იჯარით ან სხვა ფორმით გაცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე, ხოლო ლიცენზირებული წიაღით სარგებლობის ობიექტის შემთხვევაში – აგრეთვე ლიცენზიის მფლობელთან შეთანხმების გარეშე.“. 2. 31-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულებას აკონტროლებს სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო.“. 3. 39-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დასახლებული პუნქტის, სამრეწველო კომპლექსის, სხვა სამეურნეო ან საყოფაცხოვრებო ობიექტის დაპროექტება და მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ იმ მიწის ფართობზე, სადაც სასარგებლო წიაღისეულის საბადო (ტექნოგენური საბადოს გარდა) არ არსებობს, რაც დასტურდება სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს დასკვნით.“. მუხლი 2. 2022 წლის 1 თებერვლამდე შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან. |
თბილისი, 16 დეკემბერი 2021 წ. N1146-VIმს-Xმპ |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები