„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 581
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.023137
581
14/12/2021
ვებგვერდი, 15/12/2021
240110000.10.003.023137
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №581

2021 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 16 ოქტომბრის №533 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 240110000. 10.003.018919) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის/ცხოველის საკვების  უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის“: 

1. მე-4 მუხლის მე-4  და მე-5 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 34 ქვეპუნქტები:

„31. უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული მითითების შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას და, შეუსაბამობის გამოსწორების მიზნით, აძლევს მითითებას და ახალ გონივრულ ვადას მათ შესასრულებლად.

32.  უფლებამოსილი პირის მიერ 31 პუნქტით გაცემული მითითების ახალ გონივრულ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილი პირი ბიზნესოპერატორს აკისრებს ჯარიმას და უჩერებს კონკრეტულ საწარმოო პროცესს,  ხოლო ბიზნესოპერატორი ვალდებულია შეაჩეროს კონკრეტული საწარმოო პროცესი.

33. გაცემული მითითებების შესრულების შემდეგ ბიზნესოპერატორი უფლებამოსილია, მიმართოს სააგენტოს კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.

34.  სააგენტო, ამ მუხლის  33 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამოწმებს ბიზნესოპერატორის მიერ მითითებების შესრულების მდგომარეობას და იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის მიერ შესრულებულია გაცემული მითითებები, სააგენტო ბიზნესოპერატორს ანიჭებს უფლებას კონკრეტული საწარმოო პროცესის გაგრძელების თაობაზე.“.

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ნიმუშის აღების აქტის საფუძველზე, სააგენტო ადგენს მიმართვას და ნიმუშს გამოკვლევისათვის უგზავნის ლაბორატორიას. მიმართვაში მიეთითება გამოკვლევის კონკრეტული მიზანი და მაჩვენებელი, რომლის განსაზღვრა სავალდებულოა ლაბორატორიული გამოკვლევისას. იკრძალება მიმართვაში ბიზნესოპერატორის დასახელება ან მისი სხვა საიდენტიფიკაციო ინფორმაციის რაიმე სახით მითითება. კვებით ინფექციასა და ინტოქსიკაციაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევის კონკრეტული მიზანი ან/და მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს ეპიდემიოლოგიური გამოკითხვით მოპოვებული მონაცემებისა და დაავადების კლინიკური სურათის გათვალისწინებით.“.

4. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეფერენტული გამოცდის ჩასატარებლად, მხარეთა შეთანხმებით, შეირჩევა შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ეროვნული ან საერთაშორისო რეფერენსლაბორატორია.“.

5. მე-16 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 და მე-18 მუხლები:

მუხლი 17. აუდიტი

1.  აუდიტი არის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება კარგი ჰიგიენის პრაქტიკის, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HAССP) სისტემის პრინციპების შესაბამისად დანერგილი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის პროცედურების მიმართ და რომლის დროსაც უნდა დადგინდეს:

ა) ბიზნესოპერატორის ქმედებებისა და მათი შედეგების მის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებსა და ზომებთან შესაბამისობა;

ბ) ბიზნესოპერატორის მიერ დაგეგმილი ღონისძიებებისა და ზომების ეფექტიანობა და დასახულ მიზნებთან შესაბამისობა. 

2. სააგენტო აუდიტს ახორციელებს წინასწარი გაფრთხილებით, გეგმურად სახელმწიფო წლიური პროგრამის ფარგლებში ან არაგეგმურად ბიზნესოპერატორის მოთხოვნის საფუძველზე.

3. აუდიტის დროს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად ადგენს აუდიტის აქტს.

4. უფლებამოსილი პირი აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას აცნობს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს, რომელიც ეთანხმება ან არ ეთანხმება აღნიშნულ ინფორმაციას. ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის ნების გამოხატვა უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით.

5. აუდიტის აქტის შევსების შემდეგ უფლებამოსილი პირი ახდენს  მასზე ელექტრონული შტამპის დასმას.

6. აუდიტის აქტი ბიზნესოპერატორს ეგზავნება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერში მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რის შესახებ უფლებამოსილი პირი განუმარტავს ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს. აღნიშნული   უნდა დადასტურდეს უფლებამოსილი პირის მიერ ვიდეოკამერის მეშვეობით გადაღებული ვიდეოფირით. ასეთ შემთხვევაში აუდიტის აქტი ითვლება ბიზნესოპერატორისათვის ჩაბარებულად. ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელის ან წარმომადგენლის მოთხოვნის შემთხვევაში, აუდიტის აქტის დამატებით გაგზავნა შესაძლებელია ბიზნესოპერატორის ან მისი წარმომადგენლის მიერ მითითებულ  ელექტრონული ფოსტის ალტერნატიულ მისამართზეც.

7. თუ ამ მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილი პირის მიერ ვერ ხერხდება ვიდეოკამერით გადაღება, უფლებამოსილმა პირმა უნდა უზრუნველყოს აუდიტის აქტის ამობეჭდვა 2 ეგზემპლარად, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ეთანხმება აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას, მაშინ იგი თავის თანხმობას მიუთითებს აუდიტის აქტის სპეციალურ გრაფაში, შესაბამისად, ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი ხელმოწერით ადასტურებს აღნიშნულს. იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესოპერატორის ხელმძღვანელი ან წარმომადგენელი არ ეთანხმება აუდიტის აქტში მოცემულ ინფორმაციას, იგი ამის შესახებ მიუთითებს აუდიტის აქტის სპეციალურ გრაფაში და ხელმოწერით ადასტურებს. აუდიტის აქტის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ბიზნესოპერატორს, მეორე ეგზემპლარი რჩება სააგენტოში.

მუხლი 18. სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის აქტების დამტკიცება და შევსება

სურსათის/ცხოველის საკვების სახელმწიფო კონტროლის აქტების ფორმები და მათი შევსების წესი მტკიცდება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სურსათის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

6. დანართები №1 – №7 ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
1. დადგენილება, გარდა პირველი მუხლის მე-4 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2021 წლის 4 დეკემბრიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივნისიდან.


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი