„საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №514 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №514 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 582
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.023138
582
14/12/2021
ვებგვერდი, 15/12/2021
420000000.10.003.023138
„საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №514 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №582

2021 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №514 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს საჰაერო სივრცით მოქნილი სარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №514 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/11/2018; 420000000.10.003.020830) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის:

ა.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;“;

ა.ბ) „ე“ – „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი − კომიტეტის წევრი;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლის მოადგილე − კომიტეტის წევრი;

ზ)  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრის (შემდგომში – საჰაერო ოპერაციების ცენტრი) უფროსი − კომიტეტის წევრი;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2.  შეიქმნას საჰაერო სივრცის ორგანიზების ჯგუფი სააერნაოსნო  მომსახურების საწარმოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის პერსონალის შემადგენლობით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საჰაერო სივრცის ტაქტიკური მართვის უზრუნველსაყოფად, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის:

ა) უნდა არსებობდეს სათანადო საკომუნიკაციო საშუალებები (მაგ.: პირდაპირი სამეტყველო კავშირი და სხვა),  ავტომატიზებული სისტემები და პროცედურები;

ბ) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჰაერო სივრცის მიმდინარე სტატუსის შესახებ ინფორმაციის დროული გაცვლა და ყველა დაინტერესებული პირისთვის (სივრცის მომხმარებელი, სხვა) შეტყობინება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი