„საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 584
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 420000000.10.003.023140
584
14/12/2021
ვებგვერდი, 15/12/2021
420000000.10.003.023140
„საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №584

2021 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის №428 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4 სექტემბრის №428 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/09/2019; 420000000.10.003.021448) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით  დამტკიცებული „საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრის წესის“:

 1. მე-2 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჰაერო ოპერაციების ცენტრი – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის საჰაერო ოპერაციების ცენტრი (შემდგომში – საჰაერო ოპერაციების ცენტრი), რომელიც, კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებთან ერთად, ასრულებს საქართველოს საჰაერო სივრცეში სამოქალაქო საჰაერო ხომალდების გზის გადაჭრასთან დაკავშირებულ ფუნქციებსა და კოორდინაციას შესაბამის უწყებებთან;“;

ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საჰაერო ოპერაციების ცენტრის მთავარი მაკონტროლებელი – პირი, რომელიც საქართველოს საჰაერო სივრცეში გზის გადაჭრის თაობაზე იღებს გადაწყვეტილებას.“.

2. მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საჰაერო ოპერაციების ცენტრი:  

ა.ა)  სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გზით ვერ უზრუნველყოფს სხ-ის ამოცნობას, რომელიც შემჩნეულია საქართველოს საჰაერო სივრცეში ან მასში შესვლას აპირებს;

ა.ბ) სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გზით გამოავლენს, რომ სხ სათანადო ნებართვის გარეშე აპირებს შესვლას ან შევიდა საქართველოს საჰაერო სივრცის იმ არეში, სადაც სამოქალაქო სხ-ების ფრენები შეზღუდული ან აკრძალულია;

ა.გ) სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების გზით გამოავლენს, რომ სხ-მა საქართველოს საჰაერო სივრცეში გადაუხვია სმმ-ის ორგანოს მიერ მითითებული ან ფრენის გეგმაში განსაზღვრული მარშრუტიდან და სმმ-ის სამარშრუტო ქსელს მოსცილდა გადახვევისთვის ცნობილი ან დასაბუთებული მიზეზის გარეშე;

ა.დ) სმმ-ის ორგანოებთან კოორდინირების შედეგად ვარაუდობს, რომ სხ ასრულებს უკანონო ფრენას და/ან აკრძალული ტვირთის გადაზიდვას ან პირთა უკანონო გადაყვანას, „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ჩიკაგოს 1944 წლის კონვენციის მიზნებისა და საქართველოს კანონმდებლობის საწინააღმდეგოდ;“.

3. მე-6 მუხლის:

ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საჰაერო ოპერაციების ცენტრის  პერსონალისა და გზის გადამჭრელი სხ-ის ეკიპაჟებისთვის შეიმუშავებს სასწავლო პროგრამას.

2.  საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საჰაერო ოპერაციების ცენტრის აღჭურვას ისეთი მოწყობილობით, რომელიც უზრუნველყოფს რადიოკავშირის მოსმენას ავარიულ სიხშირეზე 121.5 მჰც.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს საჰაერო ოპერაციების ცენტრის და გზის გადამჭრელი საჰაერო ხომალდის აღჭურვას ისეთი რადიოსატელეფონო კავშირის მოწყობილობით, რომელიც აკმაყოფილებს ჩიკაგოს კონვენციის მე-10 დანართის 1 ტომში განსაზღვრულ ტექნიკურ მოთხოვნებს, რათა საჰაერო ოპერაციების ცენტრს ჰქონდეს გზაგადაჭრილ საჰაერო ხომალდთან კავშირის დამყარების შესაძლებლობა 121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზე.“.

4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7.  საჰაერო ოპერაციების ცენტრის  ვალდებულებები

1.  სამოქალაქო საჰაერო ხომალდის გზის გადაჭრისა და საქართველოს ტერიტორიაზე მისი დაფრენის გადაწყვეტილების მიღებაზე პასუხისმგებელია საჰაერო ოპერაციების ცენტრის მთავარი მაკონტროლებელი.    

2. საჰაერო ოპერაციების ცენტრის მთავარი მაკონტროლებელი უნდა ფლობდეს ენას, რომელიც გამოიყენება საქართველოში რადიოსატელეფონო კავშირის დროს.

3. საჰაერო ოპერაციების ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ავარიული არხის უწყვეტი მოსმენა სამუშაო საათების განმავლობაში.“.

5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის მოქმედებათა კოორდინირება

1. სმმ-ის ორგანო უზრუნველყოფს საჰაერო ოპერაციების ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობას.

2. სმმ-ის ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის ფორმდება შეთანხმება, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ინფორმაციის ოპერატიული გაცვლა სამოქალაქო საჰაერო ხომალდების უსაფრთხო და შეუფერხებელი ფრენების უზრუნველსაყოფად.

შენიშვნა: სმმ-ის ორგანოსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის დასადები შეთანხმების ნიმუში მოცემულია ამ წესის №1 დანართში.

3. სმმ-ის ორგანო და საჰაერო ოპერაციების ცენტრი შეიმუშავებენ პროცედურებს მოქმედებათა კოორდინირების უზრუნველსაყოფად.

4. იმ შემთხვევაში, თუ გზის გადაჭრა შეიძლება გახდეს საჭირო ან მიმდინარეობს, საჰაერო ოპერაციების ცენტრსა და სმმ-ის ორგანოებს შორის უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მოქმედებათა მჭიდრო კოორდინირება ყველა ფაზის დროს, რათა სმმ-ის ორგანოები სრულად იყვნენ ინფორმირებული მოვლენების განვითარებისა და გზაგადაჭრილი სხ-ის მიერ მოთხოვნილი ქმედებების შესრულების შესახებ.

5. სმმ-ის ორგანოსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის მოქმედებათა მჭიდრო კოორდინირებით, ყველა ზომა იქნეს მიღებული სხ-ის კუთვნილების დასადასტურებლად და მისთვის ისეთი სანაოსნო მიმართვის უზრუნველსაყოფად, რომელიც საჭიროა გზის გადაჭრის აუცილებლობის თავიდან ასაცილებლად.“.

6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 11. სმმ-ის ორგანოსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის კავშირგაბმულობის საშუალებები

1.  სმმ ორგანო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით, რაც უზრუნველყოფს საჰაერო ოპერაციების ცენტრთან ოპერატიულ და საიმედო კავშირს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული კავშირის საშუალებამ უნდა უზრუნველყოს:

ა) არაუმეტეს 15 წამის განმავლობაში პირდაპირი ხმოვანი კავშირის დამყარება;

ბ) საჭიროებისას, ასოთსაბეჭდი კავშირის შემთხვევაში, ნაბეჭდი შეტყობინების გადაცემა რომ არ აღემატებოდეს 5 წუთს.

3.  სმმ-ის ორგანოებსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის უნდა ხორციელდებოდეს ხმოვანი კავშირის ავტომატური ჩაწერა და აღნიშნული ინფორმაცია უნდა ინახებოდეს 30 დღის განმავლობაში.

4.  სმმ-ის ორგანოებსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის უნდა დადგინდეს ხმოვანი კავშირის წარმოების ისეთი პროცედურები, რომელთა მიხედვით შესაძლებელი იქნება კავშირის დაუყოვნებლივ დამყარება ისეთი სასწრაფო გამოძახებების გადასაცემად, რომლებიც სხ-ის უსაფრთხოებასთანაა დაკავშირებული და, საჭიროებისას, ნაკლებად სასწრაფო გამოძახებების შეწყვეტა.“.

7. მე-14 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დაამყაროს კავშირი საჰაერო ოპერაციების ცენტრთან, რომელსაც ორმხრივი კავშირი აქვს გზის გადამჭრელ სხ-სთან და მიაწოდოს მას სხ-ის შესახებ არსებული ინფორმაცია;

დ) საჭიროებისამებრ, განახორციელოს შეტყობინებების გადაცემა გზისგადამჭრელ სხ-ს ან  საჰაერო ოპერაციების ცენტრსა და გზაგადაჭრილ სხ-ს შორის;

ე) საჰაერო ოპერაციების ცენტრთან მჭიდრო ურთიერთკავშირის შედეგად მიიღოს ყველა საჭირო ზომა გზაგადაჭრილი სხ-ის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სმმ-ის ორგანო, როდესაც მისთვის ცნობილი ხდება, რომ საჰაერო ოპერაციების  ცენტრის მიერ გზაგადაჭრილი სხ-საგან მოთხოვნილია დაფრენის შესრულება საქართველოს ტერიტორიაზე, ვალდებულია, ვითარებიდან გამომდინარე, დაუყოვნებლივ განახორციელოს შესაბამისი ღონისძიება, კერძოდ:

ა) აცნობოს გზაგადაჭრილი სხ-ის პილოტს მითითებულ აეროდრომზე დაფრენის შესრულების აუცილებლობის შესახებ;

ბ) გზაგადაჭრილ სხ-ს მიაწოდოს მითითებულ აეროდრომამდე მიფრენისა და მასზე დაფრენისათვის საჭირო ინფორმაცია, დასაფრენად სახელსაწყო შესვლის დადგენილი სქემების ჩათვლით;

გ) საჰაერო ოპერაციების ცენტრის და გზაგადაჭრილი სხ-ის მოთხოვნების საფუძველზე, გასცეს შესაბამისი მითითებები, რომლებიც საჭიროა შესაბამის აეროდრომამდე ამ სხ-ის მიფრენის უზრუნველსაყოფად.“;

გ) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ)  განახორციელოს შეტყობინებების გადაცემა გზაგადაჭრილ სხ-სა და სმმ-ის შესაბამის ორგანოს, საჰაერო ოპერაციების ცენტრს ან გზისგადამჭრელ სხ-ს შორის.“.

8. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) სცადოს/ეცადოს გზისგადამჭრელ სხ-სთან ან საჰაერო ოპერაციების ცენტრთან რადიოსატელეფონო კავშირის დამყარება 121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზე, გზაგადაჭრილი სხ-ის და მისი ფრენის ხასიათის დასახელებით;“.

9. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 16. საჰაერო ოპერაციების ცენტრის მოქმედება

როგორც კი ცნობილი ხდება, რომ ხორციელდება სხ-ის გზის გადაჭრა, საჰაერო ოპერაციების ცენტრმა და გზისგადამჭრელმა სხ-მა:

ა)  უნდა სცადონ ერთ ენაზე გზაგადაჭრილ სხ-სთან ორმხრივი რადიოსატელეფონო კავშირის დამაყარება121,5 მჰც ავარიულ სიხშირეზე, ისეთი მოსახმობების გამოყენებით, როგორებიცაა: „გზის გადაჭრის მართვა“ (INTERCEPT CONTROL), „გზისგადამჭრელი“ (მოსახმობი) (INTERCEPTOR (call sign)) და „გზაგადაჭრილი საჰაერო ხომალდი“ (INTERCEPTED AIRCRAFT); და

ბ) თუ კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, უნდა სცადონ გზაგადაჭრილ სხ-სთან ორმხრივი რადიოსატელეფონო კავშირის დამყარება სმმ-ის შესაბამის ორგანოს მიერ განსაზღვრულ სხვა სიხშირეზე ან სიხშირეებზე, ან სხვაგვარი კონტაქტის დამყარება შესაბამისი სმმ-ის ორგანო(ები)ს მეშვეობით.“.

10. დანართი 1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დანართი 1

 

(სმმ-ის ორგანოსა) და (საქართველოს თავდაცვის სამინისტროს) შორის გაფორმებული შეთანხმების ნიმუში

1. შესავალი

1.1. ძალაში შესვლის თარიღი;

1.1.1. წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის _____________________ ;

1.2. შეთანხმების მიზანი;

1.2.1. წინამდებარე შეთანხმების მიზანია ისეთი მაკოორდინირებელი პროცედურების დადგენა, რომელთა მეშვეობითაც მოხდება სმმ-ის ორგანოსა და საჰაერო ოპერაციების ცენტრს შორის იმ ფრენებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა, რომლებიც სამოქალაქო სხ-ების მიერ სრულდება სმმ-ის მარშრუტებზე, დამატება №1-ში განსაზღვრულ არეებში. ამ შეთანხმების მიზანია ფრენის გეგმით მითითებული მარშრუტიდან გადახრილი სხ-ის ამოცნობის უზრუნველყოფა და გზის გადაჭრის აუცილებლობის და, შესაბამისად, გზის გადაჭრის თანმხლები რისკების შემცირება ან თავიდან აცილება (გამორიცხვა);

1.3. მოქმედების სფერო;

1.3.1. ამ შეთანხმების პროცედურები ამატებს ან აზუსტებს მთავრობის დადგენილების №xxxx დებულებებს სამოქალაქო სხ-ის გზის გადაჭრასთან დაკავშირებით და გამოიყენება წინა პუნქტში განსაზღვრულ ფრენებთან მიმართებით.

2. პროცედურები

2.1. ინფორმაციის გაცვლა;

2.1.1. (საჰაერო ოპერაციების ცენტრისგან) (სმმ-ის ორგანოს);

2.1.1.1. (საჰაერო ოპერაციების ცენტრი) (სმმ-ის ორგანოს) ატყობინებს, თუ მის მიერ შემჩნეულია, რომ ამოუცნობი სხ შედის ან შევიდა ამ შეთანხმების დამატება №1-ში განსაზღვრულ არე(ებ)ში;

2.1.2. (სმმ-ის ორგანოსაგან) (საჰაერო ოპერაციების ცენტრს);

2.1.2.1. ინფორმაციაში, რომელსაც (სმმ-ის ორგანო) (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) აწვდის ამ შეთანხმების დამატება №1-ში განსაზღვრულ არე(ებ)ში სმმ-ის მარშრუტებზე ფრენებთან დაკავშირებით, უნდა შედიოდეს:

ა) სხ-ის კუთვნილება;

ბ) მინიჭებული მმრლ-ის კოდი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) ფრენის ეშელონი; და

დ) ურთიერთშეთანხმებული წერტილის გავლის გამოანგარიშებული დრო;

2.1.2.2. როგორც კი (სმმ-ის ორგანო) შეიტყობს კურსიდან აცდენილი სხ-ის შესახებ:

ა) როდესაც სხ-ის ადგილმდებარეობა უცნობია – ატყობინებს (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) და წარუდგენს მას შესაბამის ფრენის გეგმას და სხვა მონაცემებს კურსიდან აცდენილი სხ-ის შესახებ; და

ბ) როდესაც სხ-ის ადგილმდებარეობა ცნობილია – საჭიროებისამებრ, (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) აწვდის სათანადო ინფორმაციას კურსიდან აცდენილი სხ-ის და მისთვის მიცემული რჩევის/მითითებების შესახებ;

2.1.2.3. როგორც კი (სმმ-ის ორგანო) შეიტყობს, რომ ამოუცნობი სხ იმყოფება ამ შეთანხმების დამატება №1-ში განსაზღვრულ კრიტიკულ არე(ებ)ში ან მის უშუალო სიახლოვეს, იგი (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) ატყობინებს ამის შესახებ, ისევე, როგორც მაშინ, როდესაც სხ-ის კუთვნილება დადგენილია;

2.1.2.4. როგორც კი (სმმ-ის ორგანო) შეიტყობს, რომ სხ-ის გზის გადაჭრა ხორციელდება:

ა) მისი პასუხისმგებლობის რაიონის ფარგლებში:

1) იგი ამყარებს კავშირს (საჰაერო ოპერაციების ცენტრთან), რომელსაც ორმხრივი კავშირი აქვს გზაგადაჭრილ სხ-სთან და აწვდის მას არსებულ ინფორმაციას ამ სხ-ის შესახებ; და

2) საჭიროებისამებრ, ახორციელებს შეტყობინებების გადაცემას გზისგადამჭრელ სხ-სა ან (საჰაერო ოპერაციების ცენტრსა) და გზაგადაჭრილ სხ-ს შორის; და

ბ) მისი პასუხისმგებლობის რაიონის მიღმა – საჭიროებისამებრ, ატყობინებს (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) და აწვდის მას არსებულ ინფორმაციას ამ სხ-ის და განხორციელებული მაკოორდინირებელი ზომების შესახებ.

3. კავშირგაბმულობის საშუალებები

3.1. კავშირი (სმმ-ის ორგანოსა) და (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) შორის;

3.1.1. მაკოორდინირებელი პროცედურების ეფექტიანი შესრულების მიზნით, ხსენებული ორგანოები იყენებენ ან უზრუნველყოფენ ამ შეთანხმების დამატება 2-ში მითითებული კავშირგაბმულობის საშუალებების დამონტაჟებას. ამ საშუალებების მეშვეობით შესაძლებელი უნდა იყოს 15 წამის განმავლობაში პირდაპირი ხმოვანი კავშირის დამყარება აუდიოკონფერენციის მოსაწყობად, საუბრების ავტომატური ჩაწერით;

3.2 .ავარიული არხი (121.5 მჰც);

3.2.1. სამოქალაქო და/ან გზისგადამჭრელ სხ-სა და (სმმ-ის ორგანოს) და (საჰაერო ოპერაციების ცენტრს) შორის კავშირის დასამყარებლად გამოიყენება 121.5 მჰც სიხშირე;

3.3. შეტყობინებების ჩაწერისა და ჩანაწერების შენახვის ვალდებულება.

4. შეთანხმების გადახედვა

4.1. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება გადახედვას, თუ მოქმედ სტანდარტებში შეტანილი შესწორებები ან ორგანოების მიერ ახალი საშუალებების ექსპლუატაციაში შეყვანა მასში შესულ პროცედურებსა და დანართებზე გავლენას ახდენს. ახალი საშუალებების გამოყენების და/ან არსებულთა მოდიფიცირების შემთხვევაში, გადასინჯვაზე პასუხისმგებელია ის ორგანო, რომლის ინიციატივითაც აღნიშნული ქმედება განხორციელდა. ყველა დანარჩენ შემთხვევაში, შესაბამის ცვლილებას სთავაზობს ის ორგანო, რომელსაც იგი უშუალოდ ეხება;

4.2. თუ შესწორება ეხება მხოლოდ და მხოლოდ დამატებებში მითითებულ ინფორმაციას, შეთანხმებაში ჩაირთვება ახალი გადასინჯული დამატებები, რომლებიც ძალაში შევა ურთიერთშეთანხმებულ თარიღში.

5. გარდამავალი დებულებები

1.1. პუნქტში მითითებული ძალაში შესვლის თარიღიდან, ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებული მაკოორდინირებელი პროცედურები ჩაანაცვლებს ნებისმიერ იმ სხვა პროცედურებს, რომლებსაც (სმმ-ის ორგანო) და (საჰაერო ოპერაციების ცენტრი) იყენებდნენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე.

დანართი №1

1. კონკრეტული საჰაერო სივრცე ან არეები:

2. სმმ-ის მარშრუტები:

დანართი №2

1. კავშირგაბმულობის მოთხოვნილი საშუალებები:“.

 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი