დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 585 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 23/12/2021 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120050000.10.003.023141 |
|
„საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
| მუხლი 1 |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 16 აპრილის №181 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/04/2018; 120050000.10.003.020496) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამწყობრო წესდების:
1. 38-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 38. დგომი „იარაღი რიტუალზე“ 1. დგომიდან „იარაღი ფეხთან“ დგომზე „იარაღი რიტუალზე“ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით (იხ. სურათი 11). ამისთვის გაიცემა კომანდა „იარაღი რიტუალზე!“. შესასრულებელ კომანდა „რიტუალზე!“ სამხედრო მოსამსახურემ ორი მოქმედებით (ორი დათვლით) უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“. თვლაზე „სამი“ მოაბრუნოს კარაბინი მარჯვენა ხელით ისე, რომ იგი მოექცეს სხეულის ცენტრში და მისგან დაახლოებით 10 სანტიმეტრით იყოს დაშორებული. ლულის კოლოფის ქვედა ნაწილის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) მიმართულია ფრონტისკენ. კარაბინი ისე უნდა დაუშვას, რომ მარცხენა წინამკლავი იყოს ჰორიზონტალურად და იდაყვები სხეულის გვერდებზე მჭიდროდ მიიდოს.
2. დგომიდან „იარაღი რიტუალზე“ გადასვლა დგომზე „იარაღი ფეხთან“ სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა „იარაღი, ფეხთან!“. შესასრულებელ კომანდაზე – „ფეხთან!“ სამხედრო მოსამსახურემ ერთი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი –„იარაღი მკერდთან“. თვლაზე ორი და სამი შეასრულოს მოქმედებები ისევე, როგორც დგომიდან „იარაღი მკერდთან“ გადასვლა დგომზე „იარაღი ფეხთან“.“. 2. 42-ე მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დგომებიდან – „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ გადასვლა დგომზე „იარაღი რიტუალზე“ სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. ამისთვის გაიცემა კომანდა „იარაღი, რიტუალზე!“. შესასრულებელ კომანდა „რიტუალზე!“ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“ მარჯვენა/მარცხენა მხრიდან, შემდეგ ერთი მოქმედებით მიიღოს დგომი „იარაღი რიტუალზე“ ისევე, როგორც დგომიდან „იარაღი მკერდთან“ დგომზე „იარაღი რიტუალზე“ გადასვლისას. 8. დგომიდან „იარაღი რიტუალზე“ დგომებზე „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ გადასვლისთვის გაიცემა კომანდა „იარაღი, მარჯვენა/მარცხენა მხარზე!“. შესასრულებელ კომანდაზე – „მხარზე!“ სამხედრო მოსამსახურემ ერთი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“ და შემდეგ შეასრულოს დანარჩენი მოქმედებები ისევე, როგორც დგომიდან „იარაღი მკერდთან“ დგომებზე „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ გადასვლისას.“. 3. XII თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი XII სამხედრო პატივის მიგების ღონისძიების ჩატარება მუხლი 122. ზოგადი დებულებანი 1. მაღალი რანგის თანამდებობისა და სამხედრო წოდების მქონე პირთა (შემდგომში – სტუმარი) ვიზიტისას სამხედრო პატივის მიგების ღონისძიებას ატარებს სამხედრო სარიტუალო სამსახური. 2. სტუმრის მოსვლამდე, დახვედრის ადგილზე მარჯვნიდან მარცხნივ ეწყობა ორკესტრისა და სამხედრო სარიტუალო სამსახურის საჭირო რაოდენობის პირადი შემადგენლობა. მუხლი 123. ღონისძიების თანმიმდევრობა სტუმრის მოახლოებისას სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი გასცემს კომანდას „სმენა!“ და ასრულებს ბრუნს, რათა შეხვდეს სტუმარს. სტუმრის მიერ წინასწარ განსაზღვრული ადგილის დაკავების შემდეგ სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი ასრულებს ბრუნს სახით მწყობრისაკენ და გასცემს კომანდას „იარაღი რიტუალზე!“, რის შემდეგაც მწყობრში მყოფი სამხედრო სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები იღებენ დგომს „იარაღი რიტუალზე“. სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი ასრულებს ბრუნს სახით სტუმრისაკენ, დგამს სამ-ოთხ ნაბიჯს (ადგილმდებარეობიდან გამომდინარე) და ასრულებს მხედრულ მისალმებას ხმლით, რის შემდეგაც აბარებს პატაკს „ბატონო (მაგ.: პრეზიდენტო/პრემიერ-მინისტრო/მინისტრო/გენერალო), სამხედრო სარიტუალო სამსახური თქვენს პატივსაცემად მოწყობილია“. აღნიშნულის შემდეგ სამხედრო სარიტუალო სამსახურის მეთაური იკავებს განსაზღვრულ ადგილს და სრულდება სახელმწიფო ჰიმნი; თუ სტუმარი უცხო ქვეყნის წარმომადგენელია, მაშინ პირველად სრულდება მისი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი, ხოლო შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. სახელმწიფო ჰიმნის დასრულების შემდეგ, სტუმარი და ღონისძიების მასპინძელი თანამდებობის პირი იწყებენ საზეიმო სვლას, ისინი რამდენიმე წამით ჩერდებიან საქართველოს სახელმწიფო დროშასთან, თავის დახრით პატივს მიაგებენ მას და აგრძელებენ მწყობრის ფრონტის ხაზის გასწვრივ საზეიმო სვლას. მათ უკან, დაახლოებით 2 ნაბიჯის დაშორებით, გადაადგილდება სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი. მას შემდეგ, რაც სტუმარი და ღონისძიების მასპინძელი თანამდებობის პირი დატოვებენ ღონისძიების ადგილს, სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი ბრუნდება მწყობრისკენ და გასცემს კომანდას „იარაღი, ფეხთან!“, სამხედრო მოსამსახურეები იღებენ შესაბამის დგომს, რის შემდეგ პირადი შემადგენლობა სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელის შესაბამისი კომანდით გადაადგილდება გასასვლელისაკენ და ტოვებს ღონისძიების ადგილს. მუხლი 124. საპატიო კორდონი 1. სტუმრების დახვედრისას ან გაცილებისას დაგეგმილ სამხედრო პატივის მიგების ღონისძიებასთან ერთად, შეიძლება, გამოყენებულ იქნეს საპატიო კორდონი. საპატიო კორდონი შედგება სამხედრო სარიტუალო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისაგან, რომელთაც ევალებათ სტუმრისადმი პატივის მიგება, დახვედრა და გაცილება. 2. სამხედრო სარიტუალო სამსახურის კორდონი, როგორც წესი, შედგება მეთაურის, სერჟანტისა და სამხედრო სარიტუალო სამსახურის სხვა სამხედრო მოსამსახურეებისაგან. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს ორკესტრი, სახელმწიფო დროშები და აგრეთვე უმაღლესი თანამდებობის პირთა დროშები. 3. სამხედრო სარიტუალო სამსახური განლაგდება ჩამოსვლის ადგილზე ორ მწკრივად, სახით ერთმანეთისაკენ, ისე, რომ მწკრივებს შორის მანძილი იყოს სამი ნაბიჯი და გამოსასვლელი მოექცეს მწკრივებს შორის (იხ. სურათი 43). როდესაც სტუმარი გამოვა გასასვლელიდან, სამხედრო სარიტუალო სამსახურის ხელმძღვანელი გასცემს კომანდას „სმენა!“, ხოლო როდესაც სტუმარი მიუახლოვდება მასპინძელს დაახლოებით სამ ნაბიჯზე, კორდონის მეთაური გასცემს კომანდას „იარაღი რიტუალზე!“, რის შემდეგაც სამხედრო სარიტუალო სამსახურის პირადი შემადგენლობა იღებს დგომს „იარაღი რიტუალზე“. მას შემდეგ, რაც სტუმარი და მასპინძელი დატოვებს ჩამოსვლის ადგილს, კორდონის მეთაური გასცემს კომანდას „იარაღი, ფეხთან!“ და კორდონის წევრები მიიღებენ შესაბამის დგომს. 4. სამხედრო სარიტუალო სამსახურის კორდონის მწყობრი სტუმრის გაცილებისას თითქმის იგივეა, რაც დახვედრისას, იმ განსხვავებით, რომ კორდონის მეთაური და სერჟანტი დგებიან მწყობრის ფლანგზე, გამგზავრების ადგილის საპირისპირო მხარეს. სტუმრისა და მასპინძელი თანამდებობის პირის დაახლოებით სამი ნაბიჯით მოახლოებისას, კორდონის მეთაური გასცემს კომანდას „იარაღი რიტუალზე!“, რის შემდეგაც სამხედრო სარიტუალო სამსახურის პირადი შემადგენლობა იღებს დგომს „იარაღი რიტუალზე“. მას შემდეგ, რაც სტუმარი ჩაჯდება ტრანსპორტში, კორდონის მეთაური გასცემს კომანდას „იარაღი, ფეხთან!“ და რჩება ადგილზე ტრანსპორტის წასვლამდე, რის შემდეგაც შესაბამისი კომანდით სამხედრო სარიტუალო სამსახური ტოვებს ღონისძიების ჩატარების ადგილს. 5. თუ ორკესტრი და დროშები არის დახვედრის ან გამგზავრების ღონისძიების ნაწილი, ისინი უნდა დადგნენ ისე, როგორც ნაჩვენებია 43-ე სურათზე. ღონისძიების განმავლობაში ორკესტრი უკრავს შესაბამის მელოდიას. როდესაც სტუმარი დროშას (ქვეყნის, ორგანიზაციისა და უმაღლესი თანამდებობის პირის) დაახლოებით ექვსი ნაბიჯით მიუახლოვდება, მხედრული მისალმების ნიშნად დროშა ოდნავ წინ დაიხრება, როდესაც სტუმარი ჩაივლის, დროშა ბრუნდება სატარებელ პოზიციაში. გამგზავრებისას, როგორც კი სტუმარი სატრანსპორტო საშუალებაში ჩაჯდება, მედროშეები (ქვეყნის, ორგანიზაციისა და უმაღლესი თანამდებობის პირის) ტოვებენ გამგზავრების ადგილს სამხედრო სარიტუალო სამსახურის კორდონთან ერთად.
4. 129-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დროშები, როგორც წესი, ინახება ქვედანაყოფის შტაბში, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. შტაბიდან გამოტანისას ან შეტანისას მათ ესკორტირებას უწევს მედროშეთა ჯგუფი. დროშები, როგორც წესი, აღმართულია სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე არსებულ დროშის ანძაზე, ხოლო ველზე ყოფნისას მეთაურის ან მართვის პუნქტის კარვის წინ, დილის ადგომიდან სამუშაო დროის დასრულებამდე. ცუდ ამინდში დროშები შეიძლება დაეშვას, დაიკეცოს და შენახულ იქნეს ქვედანაყოფის შტაბში.“; ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. დროშები შეიძლება, ატარონ ნებისმიერ მწყობრში, რომელშიც შედის ორი ან მეტი ასეული, სამხედრო სარიტუალო სამსახური ან მონაწილეობას იღებს ჯგუფი ზემდგომი სამეთაურო შემადგენლობიდან. 5. მთავარი სერჟანტი პასუხისმგებელია დროშების უსაფრთხოებასა და მოვლა-შენახვაზე, ასევე მედროშეთა ჯგუფის შერჩევასა და მომზადებაზე.“; გ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამწყობრო ცერემონიის, აღლუმის ან სამხედრო სარიტუალო სამსახურის ღონისძიებაზე, როგორც წესი, წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ ერთი სახელმწიფო დროშა. სახელმწიფო დროშას მიკუთვნებული აქვს საპატიო ადგილი და გადაადგილებისას მას ატარებენ ქვედანაყოფებისა და ორგანიზაციული დროშების მარჯვნივ. საქართველოს თავდაცვის ძალების დროშას (თუ იგი წარმოდგენილია) ატარებენ სახელმწიფო დროშის მარცხნივ (პირველი მარცხენა). ცერემონიის ჩამტარებელი ქვედანაყოფის დროშას ატარებენ საქართველოს თავდაცვის ძალების დროშის მარცხნივ (თუ წარმოდგენილია). დროშას, რომელიც ეკუთვნის ცერემონიის ჩამტარებელ შტაბს, განათავსებენ ქვედანაყოფის ცენტრში. დაქვემდებარებული ქვედანაყოფები, როგორც წესი, ატარებენ მხოლოდ თავიანთი ქვედანაყოფის დროშას (მათი შტაბის უკანა მხარეს ოთხი ნაბიჯის დაშორებით).“.
5. 133-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ დროშები უნდა ამოიღონ ან მოათავსონ შალითაში, მედროშეთა ჯგუფის მიერ დროშების მიღებისას ან ჩაბარებისას, მედროშეთა ჯგუფის უფროსის კომანდაზე მედროშეთა ასისტენტები იღებენ დგომს „მხედრული მისალმება.“.
6. 134-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
7. 142-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 142. დროშები დგომზე „სააღლუმოდ თავისუფლად“ დროშებით დგომი „სააღლუმოდ თავისუფლად“ მიიღება ტარით ვერტიკალურ მდგომარეობაში. დროშებით დგომები „დროშა ფეხთან“ და „სააღლუმოდ თავისუფლად“ სრულდება მედროშეთა ჯგუფთან ერთად. გამონაკლისია ის ცერემონიები, სადაც დროშები რჩება სატარებელ პოზიციაში (იხ.სურათი 58).
8. №2 დანართის: ა) მე-14 – მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. დგომიდან „იარაღი ფეხთან“ დგომზე „იარაღი რიტუალზე“ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისთვის გაიცემა კომანდა „იარაღი რიტუალზე!“ (იხ. სურათი 5) და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით: ა) შესასრულებელ კომანდა „რიტუალზე!“ სამხედრო მოსამსახურემ ორი დათვლით უნდა მიიღოს დგომი „მკერდთან იარაღი“; ბ) თვლაზე „სამი“ მან მარჯვენა ხელით იარაღი ისე უნდა მოატრიალოს, რომ ლულის კოლოფის სარკმელი (სავაზნე კოლოფის ბუდე) ფრონტისკენ იყოს მიმართული. კონდახის ვიწრო ადგილზე ხელის მოჭიდებით იარაღი ისე უნდა გაასწოროს ვერტიკალურად, რომ იარაღი სხეულის ცენტრში მოექცეს სხეულიდან დაახლოებით 10 სანტიმეტრის დაშორებით; იარაღი დაუშვას ქვემოთ იქამდე, რომ მარცხენა წინამხარმა ჰორიზონტალური მდგომარეობა მიიღოს; იდაყვები სხეულზე უნდა იყოს მიდებული.
15. დგომიდან „იარაღი რიტუალზე“ დგომზე „იარაღი ფეხთან“ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა „იარაღი ფეხთან!“ და დგომიდან გადასვლა ხორციელდება შემდეგი წესით: ა) შესასრულებელ კომანდაზე „ფეხთან!“ სამხედრო მოსამსახურემ იარაღი უნდა დააბრუნოს დგომზე „იარაღი მკერდთან“; ბ) მე-2, მე-3 და მე-4 მოქმედებები სრულდება ისევე, როგორც გადასვლა დგომიდან „იარაღი მკერდთან“ დგომზე „იარაღი ფეხთან“. 16. დგომიდან „იარაღი მკერდთან“ გადასვლა დგომზე „იარაღი რიტუალზე“ ან პირიქით სრულდება ერთდათვლიანი მოქმედებით. 17. დგომიდან „იარაღი ფეხთან“ პატივის მისაგებად ან მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი რიტუალზე“, ხოლო მზერა უნდა გაუსწოროს მას, ვისაც პატივს მიაგებს. მხედრული სალმის დაბრუნების შემდეგ მან უნდა მიიღოს დგომი „იარაღი ფეხთან“. 18. მწყობრს გარეთ დგომებზე „იარაღი მარჯვენა მხარზე“ და „იარაღი მარცხენა მხარზე“ პატივის მისაგებად ან მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი რიტუალზე“, მარჯვენა ან მარცხენა მხრიდან ყველაზე მოხერხებული მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“ და შემდეგ ერთი მოქმედებით – დგომი „იარაღი რიტუალზე“. მხედრული სალმის დაბრუნების შემდეგ იგი უნდა დაუბრუნდეს წინა დგომს.“; ბ) 31-ე – 33-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „31. დგომებიდან „იარაღი მარჯვენა მხარზე“ ან „იარაღი მარცხენა მხარზე“ გადასვლა დგომზე „იარაღი რიტუალზე“ სრულდება მხოლოდ ადგილზე დგომისას. ამისთვის გაიცემა კომანდა „იარაღი რიტუალზე!“. შესასრულებელ კომანდა „რიტუალზე!“ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“, რომელიმე მხრიდან (თუ იარაღი მარჯვენა მხარზეა – მარჯვნიდან, ხოლო თუ მარცხენაზეა – მარცხნიდან) და შემდეგ დგომიდან „იარაღი მკერდთან“ ერთი მოქმედებით გადავიდეს დგომზე „იარაღი რიტუალზე“. 32. დგომიდან „იარაღი რიტუალზე“ დგომებზე „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ დასაბრუნებლად, გაიცემა კომანდა „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე!“. შესასრულებელ კომანდაზე „მხარზე!“ სამხედრო მოსამსახურემ ერთი მოქმედებით უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“ და შემდეგ შეასრულოს ის მოქმედებები, რომლებიც სრულდება დგომიდან „იარაღი მკერდთან“ დგომებზე „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ გადასვლისას. 33. გამოცდილ სამხედრო მოსამსახურეებს უნდა შეეძლოთ თხუთმეტდათვლიანი ილეთის შესრულება ერთმანეთის მიყოლებით. გადასვლები დგომიდან „იარაღი ფეხთან“ დგომებზე „იარაღი მარჯვენა მხარზე“, „იარაღი მარცხენა მხარზე“, „იარაღი რიტუალზე“ და „იარაღი ფეხთან“. ამისათვის გაიცემა კომანდა „თხუთმეტდათვლიანი ილეთი, იარაღით!“.“. 9. №3 დანართის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. СКС სერიის კარაბინით (იხ. სურათი №1) სამწყობრო ილეთები სრულდება იმგვარად, როგორც კალაშნიკოვის სისტემის ავტომატით, გარდა მცირე განსხვავებისა დგომებზე „იარაღი ფეხთან“, „იარაღი მკერდთან“, „იარაღის შემოწმება“ და „იარაღი რიტუალზე.“; ბ) მე-6 – მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. დგომიდან „იარაღი ფეხთან“ დგომზე „იარაღი რიტუალზე“ გადასვლა სრულდება სამდათვლიანი მოქმედებით. ამისათვის გაიცემა კომანდა „იარაღი რიტუალზე!“ და ხორციელდება შემდეგი წესით: ა) შესასრულებელ კომანდა „რიტუალზე!“ სამხედრო მოსამსახურე მიიღებს დგომს „იარაღი მკერდთან“ ორი მოქმედებით; ბ) თვლაზე სამი უნდა მოატრიალოს კარაბინი ისე, რომ სამიზნე მოწყობილობა ზურგისაკენ იყოს მიმართული. კარაბინი უნდა დაიჭიროს ვერტიკალურად სხეულის ცენტრში, სხეულიდან ათი სანტიმეტრის დაშორებით; კარაბინი დაბლა დაუშვას იქამდე, სანამ მარცხენა წინამკლავი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღმოჩნდება. მარცხენა ხელის ცერა თითი მოათავსოს კარაბინის ლულის ზესადებზე; იდაყვები მიიდოს სხეულზე, კარაბინის ლულა ოდნავ უკან უნდა დაიხაროს, რათა კარაბინი აღმოჩნდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში. 7. დგომიდან „იარაღი რიტუალზე“ დგომზე „იარაღი ფეხთან“ გადასვლა სრულდება ოთხდათვლიანი მოქმედებით, ამისათვის გაიცემა კომანდა „იარაღი ფეხთან!“. შესასრულებელ კომანდაზე „ფეხთან!“ სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი მკერდთან“. მეორე, მესამე და მეოთხე მოქმედება სრულდება იმგვარად, როგორც დგომიდან „იარაღი მკერდთან“ დგომზე „იარაღი ფეხთან“ გადასვლისას (იხ. სურათი 4).
8. დგომიდან „იარაღი რიტუალზე“ დგომებზე „იარაღი მარჯვენა/მარცხენა მხარზე“ გადასვლა, აგრეთვე დგომიდან „იარაღი მკერდთან“ გადასვლა დგომზე „იარაღი რიტუალზე“ ან პირიქით სრულდება ერთი მოქმედებით. 9. დგომიდან „იარაღი ფეხთან“ პატივის მისაგებად ან მხედრული თავაზიანობის გამოსახატავად სამხედრო მოსამსახურემ უნდა მიიღოს დგომი „იარაღი რიტუალზე“, ხოლო მზერა უნდა გაუსწოროს მას, ვისაც პატივს მიაგებს. მხედრული სალმის დაბრუნების შემდეგ მან უნდა მიიღოს დგომი „იარაღი ფეხთან.“. 10. №5 დანართის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ ოფიცერი ან სერჟანტი ხელმძღვანელობს ქვედანაყოფს, მხედრული მისალმება ხმლით შეიძლება შესრულდეს დგომიდან „ხმალი მხართან“ კომანდაზე „მხედრული, სალამი!“. ამ კომანდაზე ოფიცერმა (სერჟანტმა) უნდა მიიღოს დგომი „ხმალი რიტუალზე“. მოსამზადებელ კომანდაზე „მხედრული“ ხმლის ტარი უნდა მიიტანოს ცხვირიდან დაახლოებით 15 სანტიმეტრის დაშორებით, ხმლის წვერი მიმართულია ზემოთ (იხ. სურათი 5). შესასრულებელ კომანდაზე „სალამი!“ მარჯვენა ხელი უნდა დაუშვას ისე, რომ ხმლის პირის არამჭრელი ნაწილი მოექცეს ზემოთ; ცერა თითი უნდა იყოს ხმლის ტარის მარცხენა გვერდზე (იხ. სურათი 5), ხმლის წვერი 15 სანტიმეტრით უნდა იყოს დაშორებული ზედაპირიდან. კომანდაზე „იარაღი ფეხთან!“ ან „დაუშვით ხელი!“ ოფიცერი (სერჟანტი) უბრუნდება დგომს „ხმალი მხართან“.
ბ) მე-12 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მოსამზადებელი კომანდა „სწორება!“ გაიცემა მარჯვენა ფეხის ზედაპირზე დადგმისთანავე. ამ კომანდაზე სრულდება პირველი მოქმედება, რომელიც სრულდება დგომიდან „ხმალი მხართან“ დგომზე „ხმალი რიტუალზე“ გადასვლისას;“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები