დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | თერჯოლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/12/2021 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/12/2021 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.35.126.016361 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (15/12/2021 - 20/12/2022)
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ.დ“ და ,,დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 120-ე და 121-ე მუხლების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის მეორე პუნქტის, მე-15 მუხლის, მე-19 მუხლის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის, 23-ე მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №7 დადგენილებით დამტკიცებული ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის“ მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
| მუხლი 1 |
განისაზღვროს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა სარგოები, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი რანგები, თანამდებობრივი სარგოები და საშტატო ნუსხა დანართი №1-ის და დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა სარგოები, საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების რანგირების, თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 26 იანვრის №16 დადგენილება (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 29/01/2019, სარეგისტრაციო კოდი 010320010.35.126.016258) |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 1 იანვრიდან.
|
|
პოლიტიკური თანამდებობის პირები და მათი თანამდებობრივი სარგოები
|
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა საშტატო ნუსხა, რანგები და თანამდებობრივი სარგოები
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები