„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 587
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2022
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.023143
587
14/12/2021
ვებგვერდი, 15/12/2021
010220020.10.003.023143
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №587

2021 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 26 იანვრის №45 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 31/01/2011; 010220020.10.003.016206) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –  ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადისა და საფასურის“:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დადგენილებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადის ათვლა იწყება დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში განაცხადის შეტანის დღის მომდევნო სამუშაო დღეს ან განაცხადის 10:00 საათამდე შეტანის დღის იმავე სამუშაო დღეს და მთავრდება მომსახურების გაწევის ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად.“.

2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. სააგენტოს მიერ მომსახურების გაწევის ვადა და საფასური

მომსახურების სახე

მომსახურების  ვადა

მომსახურების ტარიფი ლარებში (დღგ-ის ჩათვლით)

1

ღვინოზე, ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტზე შესაბამისობის სერტიფიკატის გაცემა, ევროკავშირში საექსპორტოდ განკუთვნილ ყურძნის ტკბილსა და ყურძნის წვენზე VI 1 სერტიფიკატის გაცემა

1 სამუშაო დღე

2 სამუშაო დღე

3 სამუშაო დღე

4 და მეტი სამუშაო დღე

300

250

150

50

2

მეწარმის მიერ დამტკიცებული ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის წარმოების ტექნოლოგიური ინსტრუქციის შეთანხმება

თითოეულ დასახელებაზე

300

3

ღვინოსა და ყურძნისეული წარმოშობის სპირტიან სასმელზე ახალი ადგილწარმოშობის დასახელებისა და ახალი გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესწავლა-დადგენაზე დასკვნის მომზადება და გადაცემა

500

3

ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმლის ორგანოლეპტიკური  შემოწმება

ყოველ ნიმუშზე

50

4

სსიპ – ღვინის ეროვნული სააგენტოს (სასაქონლო ნიშნის) ლოგოს გამოყენების უფლებით სარგებლობა

თითოეულ ბოთლზე

0,05

.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2022 წლის 3 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი