დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიაის 1999 წლის 8 სექტემბრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ “ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში” დამატების შეტანის შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 13 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
| მიღების თარიღი | 29/11/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 128, 29/11/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 31/12/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 300.320.000.14.011.005.066 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.320.000.14.011.005.066
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული
კომისიის (სემეკ) დადგენილება №13
2001 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტმებრის №6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიაში“ დამატების შეტანის შესახებ
„ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 და 43-ე მუხლების საფუძველზე, კომისიამ დაადგინა:
1. სემეკ-ის 1999 წლის 8 სექტემბრის № 6 დადგენილებით დამტკიცებულ „ბუნებრივი გაზის ტარიფების დადგენის წესსა და მეთოდოლოგიას“ დაემატოს VI თავი და შემდეგი შინაარსის 25-ე მუხლი:
„თავი VI. გარდამავალი დებულებები
მუხლი 25.
ტრანსპორტირების ტარიფის დროებითი დიფერენცირება
1. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად და ტრანსპორტირების ლიცენზიანტის მიერ წარდგენილი განაცხადის საფუძველზე, დროებითი ღონისძიებების სახით დასაშვებია ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ინდივიდუალური ტარიფის დადგენა 2001-2002 და 2002-2003 წლების შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის.
2. პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესითა და ვადით ინდივიდუალური ტარიფის დადგენა დასაშვებია ყაზბეგისა და დუშეთის რაიონებისათვის, მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის ამოღების დონის გათვალისწინებით.“.
2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თავმჯდომარე ელ. ერისთავი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები