„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 14/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/12/2021
ძალაში შესვლის თარიღი 23/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 120010000.22.026.016940
84
14/12/2021
ვებგვერდი, 14/12/2021
120010000.22.026.016940
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №84

2021 წლის 14 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2021 წლის 6 აპრილის №17 ბრძანებით (ვებგვერდი, 06/04/2021, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016873) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის:

 ) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის . ქვეპუნქტი:

„დ.დ) სპეციალური ოპერაციების მიმართულება;“;

) მე-12 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,. ქვეპუნქტი:

„გ.დ) მონაცემთა ბაზების უზრუნველყოფის განყოფილება.“.

2. მე-4 მუხლის:

) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფებისათვის დისლოკაციის ადგილის განსაზღვრისა და პირობითი დასახელების მინიჭებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება;“;

) მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნას.

3. მე-11 მუხლის:

) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„ი1) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების ბეჭდებით, შტამპებითა და ლუქებით უზრუნველყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი რეგისტრაცია/აღრიცხვა;“;

) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ქვეპუნქტი:

„ი) თავდაცვის ძალებში შემავალი ქვედანაყოფების ბეჭდებით, შტამპებითა და ლუქებით უზრუნველყოფისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, მათი რეგისტრაცია/აღრიცხვა.“.

4. მე-15 მუხლის:

) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში შეტანა, ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, სხვადასხვა სახის სტატისტიკური და თემატური მოხსენებების მომზადება, ასევე ცენტრალური მონაცემთა ბაზიდან საჭირო ინფორმაციის ანალიზი და საჭიროების შემთხვევაში, ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და წარდგენა;“;

)  მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის    ქვეპუნქტები:

„ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა მონაცემების ცენტრალურმონაცემთა ბაზაში შეტანა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა დამუშავება ცენტრალურ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე და საჭიროებისამებრ თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის მომზადება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში, ცენტრალური მონაცემთა ბაზიდან საჭირო ინფორმაციის ანალიზი და აღნიშნულიდან გამომდინარე, ოპტიმიზაციის შესახებ წინადადებების მომზადება და წარდგენა.“.

5. მე-18 მუხლის:

) მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1ქვეპუნქტი:

„რ1) მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;“;

) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. გენერალური შტაბის სერჟანტთა შემადგენლობას ხელმძღვანელობს და გენერალური შტაბის სამხედრო  მოსამსახურეთა (გარდა ოფიცრებისა) დისციპლინის განმტკიცების, ფიზიკური მზადყოფნის, ინდივიდუალური  საბრძოლო მომზადების, სამხედრო-პროფესიული განათლებისა და კარიერული განვითარების საკითხებს  უფლებამოსილების ფარგლებში კოორდინაციას უწევს გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი, რომელსაც  დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2021 წლის 23 დეკემბრიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე