„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 01-99/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016925
01-99/ნ
16/12/2021
ვებგვერდი, 17/12/2021
470230000.22.035.016925
„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-99/ნ

2021 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო  გამოცდის  ჩატარების წესისა და პირობების და რეზიდენტურაში ჩარიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 3 ნოემბრის №295/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, სსმ, №151, 09/11/2006, სარეგისტრაციო კოდი: 470.230.000.22.035.009.536) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული №1 დანართის (ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები) მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერთებული შტატების სამედიცინო სალიცენზიო გამოცდის (USMLE) პირველი (step 1), მეორე (step 2 CK) და მესამე ეტაპის (step 3) ჩაბარება (დიპლომირებული ექიმისთვის) გათანაბრებულია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის უმაღლეს ქულასთან (200 ქულა).“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიეკატერინე ტიკარაძე