„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1099-VIმს-Xმპ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 15/12/2021
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/12/2021
სარეგისტრაციო კოდი 400060000.05.001.020439
1099-VIმს-Xმპ
15/12/2021
ვებგვერდი, 24/12/2021
400060000.05.001.020439
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი
 

საქართველოს კანონი

 

 

„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 01.07.2020, სარეგისტრაციო კოდი: 400060000.05.001.019921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-18 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო/სავალდებულო იჯარის ხელშეკრულება უნდა დაიდოს აკვაკულტურის სუბიექტსა და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს შორის. სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე აკვაკულტურის/ექსტენსიური აკვაკულტურის მიზნებისთვის ტყითსარგებლობის განსახორციელებლად დაინტერესებული პირი იხდის მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის სანებართვო საფასურს/მოსაკრებელს.“.

2. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკვაკულტურის საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო იჯარის უფლების შეწყვეტის უზრუნველსაყოფად აკვაკულტურის ნებართვის გაუქმების შესახებ ეცნობება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირს/ორგანოს.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

15 დეკემბერი 2021 წ.

N1099-VIმს-Xმპ