დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 798 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 21/11/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 124, 21/11/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.220.000.11.114.005.061 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/11/2001 - 29/06/2005)
ხახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.000.11.114.005.061
საქართველოს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის
ბრძანება №798
2001 წლის 21 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხის დამტკიცების შესახებ
საქართველოს საბაჟო კოდექსის 89-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.დამტკიცდეს საქონლის ექსპორტისა და იმპორტისას გამფორმებელ საბაჟო ორგანოსთვის საბაჟო სატვირთო დეკლარაციასთან ერთად წარსადგენი საბუთებისა და ცნობების ნუსხა ამ ბრძანების დანართის შესაბამისად.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დ. მუმლაძე
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
დანართი
საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საჭირო საბუთებისა და ცნობების ნუსხა
1. საქონლის ექსპორტისა და იმპორტის საბაჟო გაფორმებისათვის საბაჟო სატვირთო დეკლარაციასთან ერთად შესაბამის საბაჟო ორგანოს წარედგინება შემდეგი საბუთები და ცნობები:
ა) დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს დეკლარანტის უფლებამოსილებას წარადგინოს საბაჟო სატვირთო დეკლარაცია;
ბ) სატრანსპორტო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს საქონლის გადაადგილების ფაქტს;
გ) საგარეო-ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილე სუბიექტებს შორის გაფორმებული კონტრაქტი (ხელშეკრულება) ან მისი შემცვლელი დოკუმენტი;
დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი) ;
ე) გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომრის დამადასტურებელი საბუთი (გადასახადის გადამხდელის სერტიფიკატი);
ვ) საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, გაცემული შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ;
ზ) სავალდებულო სერტიფიკაციას დაქვემდებარებულ საქონელზე – შესაბამისობის სერტიფიკატი;
თ) თუ საქონლის ექსპორტი ან იმპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზია;
ი) თუ საქონელი ექვემდებარება საქონლის გადაზიდვამდე ინსპექტირებას – უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.
2. „გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობათა საერთაშორისო ვაჭრობის თაობაზე” კონვენციით გათვალისწინებული ფლორისა და ფაუნის სახეობებზე – ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებსა და ცნობებთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ნებართვა ან სერტიფიკატი.
3. ნავთობის მსუბუქ, საშუალო და მძიმე დისტილატებზე – ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებსა და ცნობებთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება სპეციალური საბაჟო სატვირთო დეკლარაცია.
4. საქართველოში ფეროშენადნობათა წარმოების პროცესში წარმოქმნილი წიდის (ქერქული ნარჩენები) ექსპორტისას – ამ დანართის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საბუთებსა და ცნობებთან ერთად საბაჟო ორგანოს წარედგინება:
ა) სს „ფეროშენადნობთა ქარხანასთან” გაფორმებული ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც წიდა (ქერქული ნარჩენები) იმყოფება პირის კანონიერ მფლობელობაში, ხოლო ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში – სს „ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ ამ ფაქტის წერილობითი დასტური;
ბ) სს „ფეროშენადნობთა ქარხნის” მიერ გაცემული რწმუნებულება – იმ შემთხვევებში, თუ პირი მოქმედებს სს “ფეროშენადნობთა ქარხნის” რწმუნებით;
გ) ამ პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა – სს „ფეროშენადნობთა ქარხნის” წერილობითი დასტური, რომ საექსპორტოდ განკუთვნილი წიდა (ქერქული ნარჩენები) არ წარმოადგენს სს „ფეროშენადნობთა ქარხნის” საკუთრებას.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები